სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ბატუტზე ხტომა ==
'''საქართველოში ბატუტზე ხტომა XX საუკუნის 30-იანი წლების მიწურულიდან გავრცელდა.''' ამ ტიპის პირველი სპორტული იარაღი [[გიორგი ეგნატაშვილი|გიორგი ეგნატაშვილის]] დავალებით დაამზადა პავლე აბაშკინმა, რომელსაც გიორგის ვაჟი, [[ირაკლი ეგნატაშვილი]] ეხმარებოდა. პირველი საცდელი ვარჯიშები თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე სპორტულ დარბაზში მოეწყო, მერე კი ბატუტისტებმა მუშთაიდის ბაღში გადაინაცვლეს ([[1941]]). მოგვიანებით, უკვე [[50-იანები|50-იან]] წლებში, სპორტის ეს ახალი სახეობა დაინერგა თბილისის სპორტულ სკოლებში, ფიზკულტურის ინსტიტუტში, [[ქუთაისი|ქუთაისში]], [[ბათუმი|ბათუმში]], [[სოხუმი|სოხუმში]], [[ცხინვალი|ცხინვალსა]] და [[რუსთავი|რუსთავში]].
 
ბატუტს, როგორც დამხმარე საწვრთნელ საშუალებას, იყენებდნენ წყალში მხტომელები, ტანმოვარჯიშეები, პარაშუტისტები. ბატუტისტების პირველი ჯგუფი თენგიზ ხუდოევმა ჩამოაყალიბა ([[1969]]), საქართველოს ნაკრების პირველი უფროსი მწვრთნელი კი [[ოთარ კაკიაშვილი]] იყო. საქართველოს ჩემპიონატები იმართება [[1970]] წლიდან. ქართველ ბატუტზე მხტომელთაგან პირველ სერიოზულ წარმატებას [[ფატი ფირანიშვილი|ფატი ფირანიშვილმა]] მიაღწია ([[1980]], ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი, II ადგილი). [[1985]] წლიდან ლიდერობდა [[რუსუდან ხოფერია]] (მწვრთნელი – [[ზაურ სულაშვილი]]), რომელმაც არაერთხელ გაიმარჯვა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში ([[1988]] წელს მსოფლიოს ჩემპიონატში 3 ოქროს მედალი დაისაკუთრა: ინდივიდუალურ ვარჯიშში, სინქრონულ ხტომებსა და გუნდური პროგრამით შეჯიბრებაში), ბატუტისტთა სადებიუტო ოლიმპიურ ტურნირში კი ([[2000]], [[სიდნეი]]) VII ადგილი დაიკავა. საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი გამარჯვება მოიპოვეს [[ანა დოღონაძე|ანა დოღონაძემ]] (ამჟამად გერმანიის მოქალაქეა), [[ზაქარია აბრამიშვილი|ზაქარია აბრამიშვილმა]] და სხვებმა. [[2005]]-[[2006]] წლებში მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატები მოიგო თბილისელმა [[ლუბა გოლოვინა|ლუბა გოლოვინამ]].
 
პრეზიდენტი: -  [[კონსტანტინე ლაშხი]]. <ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=73</ref>
 
== მხატვრული ტანვარჯიში ==
1 179

რედაქტირება