სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ბალახის ჰოკეი ==
საქართველოში ოდითგანვე იყო გავრცელებული [[ბალახის ჰოკეი|ბალახის ჰოკეის]] მსგავსი თამაშობანი – [[ჭოროლა]] და [[ჭაკუნობა]]. ჭოროლას მეტწილად [[კახეთი|კახეთსა]] და [[სამეგრელო|სამეგრელოში]] მისდევდნენ, ჭაკუნობას – დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით – [[გურია|გურიასა]] და [[იმერეთი|იმერეთში]]. ჭოროლას მოედანი დაახლოებით ბალახის ჰოკეის ზომისა იყო, თამაშობდნენ თხილის ან მუხის ტოტისგან დამზადებული ყვანჭებით, კარის მაგივრობას სწევდა ორმო. ჭაკუნობისთვის განკუთვნილი მოედნის სიგრძე 500 მეტრს აღწევდა, კარის ნაცვლად კი მოედნის თავსა და ბოლოში ლელო იყო მონიშნული. ამ თამაშობებს XX საუკუნის [[60-იანები|60-იან]] წლებამდე მისდევდნენ.
 
თანამედროვე ბალახის ჰოკეის პირველი გუნდი შეიქმნა [[ქუთაისი|ქუთაისში]] [[1973]] წლის [[3 დეკემბერი|3 დეკემბერს]], სპორტსაზოგადოება “ლოკომოტივის” ბაზაზე. ამ საქმის თაოსანი იყო [[თეიმურაზ არჩაია]], მხარდამჭერი – [[ნოდარ ზივზივაძე]] (სპორტკლუბ “თბომავლის” თავმჯდომარე). მომდევნო წელს სასწავლო ჯგუფები გაიხსნა თბილისსა და ბათუმში, [[1974]] წელსვე გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი და თასის გათამაშება კაცთა შორის. ჩემპიონობა ბათუმის “განთიადმა” მოიპოვა, თასი – ქუთაისის “ლოკომოტივმა”. იმავე წელს ქუთაისელმა ჰოკეისტებმა მოიგეს ერევნისა და ბაქოს ტურნირები და სსრკ ჩემპიონატის I ლიგის შესარჩევი შეჯიბრება. ამ ლიგაში სხვადასხვა დროს გამოდიოდნენ აგრეთვე ბათუმისა და თბილისის არმიის სპორტკლუბის გუნდები. ქალთა პირველი ჯგუფები გაიხსნა [[1979]] წელს – [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] I ლიგაში 2 წელი თამაშობდა ბათუმის “განთიადის” (მწვრთნელი – [[ზურაბ მჟავია]]) ქალთა გუნდი, შემდეგ კი მისი ადგილი დაიკავა ქუთაისის “ფეიქარმა” (მწვრთნელი – [[ავთანდილ თევდორაძე]]). ქუთაისელმა გოგონებმა [[1988 წელი მუსიკაში|1988]] წელს გაიმარჯვეს საკავშირო ახალგაზრდულ პირველობაში. ჰოკეის გუნდები შეიქმნა ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. [[1985]] წელს ქუთაისის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე მოეწყო ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნურსაფრიანი მოედანი, [[1992]] წელს ქუთაისშივე დაარსდა ბალახის ჰოკეის პირველი სპეციალიზებული სკოლა, რომლის სასწავლო ჯგუფები გაიხსნა წყალტუბოსა და სამტრედიაში. სხვადასხვა წლებში ქართველ ჰოკეისტებს უთამაშიათ [[პოლონეთი|პოლონეთის]], [[ესპანეთი|ესპანეთის]], [[ავსტრია|ავსტრიის]], [[ირანი|ირანის]] საერთაშორისო ტურნირებში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ შეჯიბრებებში.
 
'''საქართველოს ბალახის ჰოკეის ფედერაცია.''' დაფუძნდა [[1988]] წლის [[12 თებერვალი|12 თებერვალს]]. [[1996]] წლიდან ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (FIH) წევრია. პრეზიდენტები: [[რევაზ რობაქიძე]] ([[1988]]-96[[1996]]), [[თეიმურაზ არჩაია]] ([[1996]]-[[2004]]), [[გიორგი ჩარკვიანი]] ([[2004]] წლიდან). [[კონსტანტინე არჩაია]] ([[2006]]-[[2012]]), [[ავთანდილ თევდორაძე]] ([[2012]] წლიდან).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=68</ref><br />
 
== ბატუტზე ხტომა ==
1 038

რედაქტირება