სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 98:
 
საქართველოში ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომის ისტორია [[1935]] წლიდან იწყება, როცა ბაკურიანში დამთავრდა პირველი 40-მეტრიანი ტრამპლინის მშენებლობა და რესპუბლიკური შეჯიბრების პროგრამაში ხტომებიც შეიტანეს. მაშინ ყველას აჯობა იმ დრისთვის უკვე ცნობილმა ალპინისტმა და სამთო-სათხილამურო საქმის ორგანიზატორმა [[ალექსანდრე (სანდრო) გვალია|ალექსანდრე (სანდრო) გვალიამ]]. მოგვიანებით ბაკურიანს შეემატა 45, 70, და90-მეტრიანი ტრამპლინები, გახშირდა შეჯიბრებები,რამაც განაპირობა საქართველოს მხტომელთა წარმატებები საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე. სპორტის ამ სახეობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია „მფრინავ ტორპედოდ“ მონათლულ [[კობა წაქაძე|კობა წაქაძეს]] - [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრ კავშირის]] მრავალგზის ჩემპიონს, ათამდე საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულს, ოთხი ოლიმპიური თამაშების მონაწილეს. წაქაძე თითქმის 20 წლის განმავლობაში გამოდიოდა დიდ ასპარეზზე, გამოირჩეოდა სტაბილური შედეგებით და ხტომის დახვეწილი მანერით. მან სკვო-ველისა([[1960]]) და [[საპორო|საპოროს]] ([[1972]]) ოლიმპიადებზე მეცხრე შედეგი აჩვენა. [[1960-იანები|1960]]-იან წლებში არაერთ საკავშირო შეჯიბრებაში გაიმარჯვა ასევე ბაკურიანელმა მხტომელმა მიხეილ გავამ (მისი საუკეთესო შედეგია სსრკ ხალხთა ზამთრის სპარტაკიადის ჩემპიონობა). დამოუკიდებელი საქართველოს სახელით სამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა კობა წაქაძის ვაჟი-[[კახა წაქაძე]], რომელმაც მანამდე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და საკავშირო თასი მოიგო.
 
 
 
Line 497 ⟶ 498:
თანამედროვე ბალახის ჰოკეის პირველი გუნდი შეიქმნა ქუთაისში 1973 წლის 3 დეკემბერს, სპორტსაზოგადოება “ლოკომოტივის” ბაზაზე. ამ საქმის თაოსანი იყო თეიმურაზ არჩაია, მხარდამჭერი – ნოდარ ზივზივაძე (სპორტკლუბ “თბომავლის” თავმჯდომარე). მომდევნო წელს სასწავლო ჯგუფები გაიხსნა თბილისსა და ბათუმში, 1974 წელსვე გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი და თასის გათამაშება კაცთა შორის. ჩემპიონობა ბათუმის “განთიადმა” მოიპოვა, თასი – ქუთაისის “ლოკომოტივმა”. იმავე წელს ქუთაისელმა ჰოკეისტებმა მოიგეს ერევნისა და ბაქოს ტურნირები და სსრკ ჩემპიონატის I ლიგის შესარჩევი შეჯიბრება. ამ ლიგაში სხვადასხვა დროს გამოდიოდნენ აგრეთვე ბათუმისა და თბილისის არმიის სპორტკლუბის გუნდები. ქალთა პირველი ჯგუფები გაიხსნა 1979 წელს – სსრკ I ლიგაში 2 წელი თამაშობდა ბათუმის “განთიადის” (მწვრთნელი – ზურაბ მჟავია) ქალთა გუნდი, შემდეგ კი მისი ადგილი დაიკავა ქუთაისის “ფეიქარმა” (მწვრთნელი – ავთანდილ თევდორაძე). ქუთაისელმა გოგონებმა 1988 წელს გაიმარჯვეს საკავშირო ახალგაზრდულ პირველობაში. ჰოკეის გუნდები შეიქმნა ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. 1985 წელს ქუთაისის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე მოეწყო ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნურსაფრიანი მოედანი, 1992 წელს ქუთაისშივე დაარსდა ბალახის ჰოკეის პირველი სპეციალიზებული სკოლა, რომლის სასწავლო ჯგუფები გაიხსნა წყალტუბოსა და სამტრედიაში. სხვადასხვა წლებში ქართველ ჰოკეისტებს უთამაშიათ პოლონეთის, ესპანეთის, ავსტრიის, ირანის საერთაშორისო ტურნირებში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ შეჯიბრებებში.
 
'''საქართველოს ბალახის ჰოკეის ფედერაცია.''' დაფუძნდა 1988 წლის 12 თებერვალს. 1996 წლიდან ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (FIH) წევრია. პრეზიდენტები: რევაზ რობაქიძე (1988-96), თეიმურაზ არჩაია (1996-2004), გიორგი ჩარკვიანი (2004 წლიდან). კონსტანტინე არჩაია (2006-2012), ავთანდილ თევდორაძე (2012 წლიდან).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=68</ref><br />
== სათხილამურო სპორტი ==
საქართველოში თხილამურობის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა 1920-იანი წლების მიწურულს, როცა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელობა-მგაზავროსნობის განყოფილების თავმჯდომარე პროფესორ გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მოეწყო ე.წ. სადაზვერვო გასვლა ბაკურიანში. პირველი მოთხილამურეები სწორედ მთამსვლელები იყვნენ. 1932 წელს გიტო გიორგაძის ხელმძღვანელობით ბაკურიანში ჩამოყალიბდა მოთხილამურეთა პირველი ხუთკაციანი ჯგუფი, ბაკურიანის ბოტანიკურ ბაღის შენობაში კი პირველი სათხილამურო სადგური დაბანაკდა. 1935 წელს ბაკურიანშივე ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი, რომლის პროგრამაშიც შედიოდა რბოლა 5, 10, და 20 კილომეტრზე, სლალომი და ტრამპლინიდან ხტომა. საქართველოში ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომის ისტორია 1935 წლიდან იწყება, როცა ბაკურიანში დამთავრდა პირველი 40-მეტრიანი ტრამპლინის მშენებლობა და რესპუბლიკური შეჯიბრების პროგრამაში ხტომებიც შეიტანეს. მოგვიანებით ბაკურიანს შეემატა 45, 70, და90-მეტრიანი ტრამპლინები, გახშირდა შეჯიბრებები,რამაც განაპირობა საქართველოს მხტომელთა წარმატებები საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე. სპორტის ამ სახეობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია „მფრინავ ტორპედოდ“ მონათლულ კობა წაქაძეს - სსრ კავშირის მრავალგზის ჩემპიონს, ათამდე საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულს, ოთხი ოლიმპიური თამაშების მონაწილეს. საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტი განვითარდა 1930-იანი წლიდან, როცა ჩამოყალიბდა პირველი სათხილამურო სექცია და კავკასიონზე მოეწყო სამთო-სათხილამურო ლაშქრობა (1931). ამ საქმეს სათავეში ედგნენ გიტო გიორგაძე, ალექსანდრე გვალია, გიორგი ბაქრაძე, ვიქტორ მალოვიჩკო. მთიდან დაშვებაში პირველი შეჯიბრება გაიმართა ბაკურიანში 1934 წელს.<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=36</ref>
 
== ბატუტზე ხტომა ==
Line 529 ⟶ 528:
 
'''საქართველოს ბადმინტონის ფედერაცია.''' დაფუძნდა 1991 წლის 19 ივლისს. 1992 წლიდან ბადმინტონის საერთაშორისო ფედერაციისა (IBF) და ევროპის ბადმინტონის ასოციაციის (EBA) წევრია. პრეზიდენტები: პავლე ნონიკაშვილი (1991-94), ირაკლი კავილაძე (1994-96), ანატოლი დავიდოვი (1996-?), თინათინ ბაღაშვილი (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=4</ref>
 
== თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომა ==
'''თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომა'''
 
საქართველოში ტრამპლინიდან  თხილამურებით ხტომის ისტორია 1935 წლიდან იწყება, როცა ბაკურიანში დამთავრდა 40-მეტრიანი ტრამპლინის მშენებლობა და რესპუბლიკური შეჯიბრების პროგრამაში  ხტომებიც  შეიტანეს.
 
მოგვიანებით ბაკურიანს შეემატა 45,  70 და 90-მეტრიანი ტრამპლინები, გახშირდა შეჯიბრებები ,რამაც განაპირობა საქართველოს მხტომელთა წარმატებები საკავშირო და საერთაშორისო  სარბიელზე.
 
'''სპორტის ამ სახეობის ისტორიაში  განსაკუთრებული ადგილი უკავია  „მფრინავ ტორპედოდ“ მონათლულ  კობა წაქაძეს'''
 
 
 
'''მფრინავი ტორპედო'''
 
 
კობა წაქაძემ პირველივე შეჯიბრებიდან  მიიპყრო  ყურადღება როგორც უშიშარმა და უაღრესად ტექნიკურმა  მხოტომელმა. ჯერ ბაკურიანელ თანატოლებს ჯაბნიდა , მერე მთელ საბჭოეთში ლიდერობდა , ბოლოს კი '''მსოფლიოს აღიარება მიიღო.''' მისი ხტომის ორიგინალური მანერა გულგრილს არავის ტოვებდა - არც მსაჯებს , არც მეტოქეებს და არც მაყურებელს , ჟურნალისტებმა კი '''„მფრინავი ტორპედოდ“''' მონათლეს.
 
1954 წელს გავიმარჯვე  '''ავსტრიულ-გერმანულ ტურნირში.''' ეს იყო ძალიან პრესტიჟული შეჯიბრება, რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენები ასპარეზობდენ, მე კი საბჭოთა სპორტსმენთაგან პირველმა მოვიგე იგი. აქედან მოყოლებული, '''21 წელი საბჭოთა ნაკრების უცვლელი ლიდერი ვიყავი'''. ყველაზე გულდასაწყვეტი  კი ის იყო, რომ 1968 წელს  '''გრენობლის ოლიმპიადაზე''' არ წამიყვანეს. არადა, კარგ ფორმაში ვიყავი. იმ დროს ტურნირზე წასვლამდე საგანგებო ანკეტებს გვავსებინებდენ  იქ მე პირად მწვრთნელად  საკავშირო ნაკრების მწვრთნელის ნაცვლად  '''პაველ დემენტიევი''' ჩავწერე. ამისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა '''ალექსანდრ გიგასმა''' ამითვალისწუნა და ნაკრებში არ შემიყვანა. '''ოლიმპიადის მერე ამისთვის მოხსნეს კიდეც'''
 
 
'''კობა წაქაძე  ტრამპლინიდან  თხილამურებით მხტომელი'''<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=75</ref>
 
== კიკბოქსინგი ==