ბაქტერიები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
ბაქტერიების შემსწავლელ მეცნიერებას [[ბაქტერიოლოგია]] ეწოდება. იგი [[მიკრობიოლოგია|მიკრობიოლოგიის]] განშტოებას წარმოადგენს.
 
ბაქტერიები [[დედამიწა]]ზე ყველგან არსებობს — მიწაში, მჟავე ცხელ წყაროებში, რადიოაქტიურ ნარჩენებში, ზღვის წყალში და დედამიწის წიაღში. ჩვეულებრივ, [[ნიადაგი]]ს ყოველი [[გრამი]] 40 მილიონამდე ბაქტერიას შეიცავს, მტკნარი წყლის ყოველი მილილიტრი — მილიონს. მსოფლიოში სავარაუდოდ ხუთი [[ნონილიონი]] (5x10<sup>30</sup>) ბაქტერიაა <ref>Whitman W, Coleman D, Wiebe W (1998). [http://www.pnas.org/cgi/content/full/95/12/6578 "Prokaryotes: the unseen majority"], ''Proc Natl Acad Sci USA'', v.95(12), pp 6578-83, PMID 9618454</ref>. ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნივთიერებათა ცვლაში დედამიწაზე. ატმოსფერული ჰაერის აზოტის ფიქსაცია, მაგალითად, მთლიანად ბაქტერიებზეა დამოკიდებული. მრეწველობაში ბაქტერიები გამოიყენება ისეთ პროცესებში, როგორიცაა საკანალიზაციო წყლების გაწმენდა, ყველის და სხვა რძის პროდუქტების წარმოებაGIOGIOGIOGIOGIOGIOGIOGIOGIOGIOGIOწარმოება
 
ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა ადამიანის სხეულში 10–ჯერ აღემატება საკუთრივ ადამიანის უჯრედების რაოდენობას. განსაკუთრებით ბევრია ბაქტერიები [[კანი|კანზე]] და კუჭ–ნაწლავში. ამ ბაქტერიების დიდი უმრავლესობა ადამიანისთვის უსაფრთხოა, ზოგიერთი იმუნური სისტემისთვის სასარგებლოც კია, თუმცა არსებობს პათოგენური ბაქტერიებიც, რომლებიც იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა [[ქოლერა]], [[სიფილისი]], [[კეთრი]], [[შავი ჭირი]], [[ციმბირული წყლული]]. ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე [[რესპირატორული დაავადებები|რესპორატორულ]] ბაქტერიულ დაავადებებს მიაქვს. მარტო [[ტუბერკულოზი]]თ ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი იღუპება. ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ [[ანტიბიოტიკები]] გამოიყენება, თუმცა მათი ფართო გამოყენების შედეგად ბაქტერიები ანტიბიოტიკებისადმი მდგრადები ხდებიან და მათთან ბრძოლისათვის მუდმივად ახალი ანტიბიოტიკების მოძიებაა საჭირო.
ანონიმური მომხმარებელი