სიმინ დანეშვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 37:
==ადრეული ცხოვრება==
სიმინ დანეშვარი 1921 წლის 28 აპრილს ირანის ქალაქ ფესაში დაიბადა. მისი მამა, მოჰამედ ალი დანიშვარი ფიზიკოსი, ხოლო დედა მხატვარი იყო. 1938 წელს დანეშვარმა თეირანის უნივერსიტეტში სპარსული ლიტერატურის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. 1941 წელს მისი მამა გარდაიცვალა, რის შემდეგაც საკუთარი თავის ფინანსურად უზრუნველსაყოფად იძულებული გახდა, მუშაობა დაეწყო. დანეშვარი ''„უსახელო შირაზელის“'' ფსევდონიმით წერდა რადიოსიუჟეტებს თეირანის რადიოსთვის. ასევე მან თეირანის ერთ-ერთი გაზეთის საგარეო საქმეთა სექციაში დაიწყო მუშაობა, რაშიც ხელი ინგლისურიდან თარგმნის უნარმა შეუწყო.
 
==ლიტერატურული კარიერა==
დანეშვარმა ლიტერატურული მოღვაწეობა 1935 წელს დაიწყო. 1948 წელს მან გამოაქვეყნა მოთხობების კრებული „ჩამქრალი ცეცხლი“. ეს უკანასკნელი ქალის ავტორობით დაწერილი პირველი ირანული მოთხრობათა კრებულია, რამაც მწერალს დიდი ცნობადობა მოუტანა. 1949 წელს დანეშვარმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სილამაზის აღქმა სპარსულ ლიტერატურაში“. 1950 წელს იგი ცნობილ ირანელ მწერალზე, ჯალალ ალ აჰმადზე დაქორწინდა.
1968 წელს დანეშვარი ირანელ მწერალთა კავშირის თავჯდომარე გახდა. 1969 წელს მისი რომანი Suvashun გამოქვეყნდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სპარსული რომანია. იგი ირანში მინიმუმ თექვსმეტჯერ გამოიცა და მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა.
 
მწერალი თეირანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი იყო, ხოლო 1970-იანი წლებიდან 1981 წლამდე ხელოვნების ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების თავჯდომარის პოზიცია ეკავა.
 
==სიკვდილი==
2005 წელს დანეშვარი მწვავე რესპირატორული პრობლებემის გამო საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც ერთი თვის შემდეგ გამოწერეს. იგი 2012 წლის 8 მარტს, თეირანში, საკუთარ სახლში გრიპით გარდაიცბალა. მწერალი 11 მარტს ბეშეშტე ზაჰრას სასაფლაოზე დაკრძალეს.
 
==სტილი და თემები==
დანეშვარის ნამუშევრების მიზანი რეალობის უშუალოდ ასახვა იყო. მის შემოქმედებაში მრავალ საინტერესო და საჭირბოროტთო თებას ვხვდებით, ესენია: ქორწინება, ავადმყოფობა, ღალატი, ანგარება გაუნათლებლობა, უყურადღებობა ,სიღარიბე, მარტოობა და ა.შ. ასევე მწერლისთვის საკმაოდ აქტუალური იყო 1960-იანი და 1970-იანი წლების ირანში წამოჭრილი სოციალური პრობლემები. როგორც თავად ამბობდა, იგი შთაგონებას მის გარშემო მყოფი უბრალო ადამიანებისგან იღებდა.
 
==სქოლიო==