სომხური სამოციქულო ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
88.127.46.4-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 2:
'''სომხური სამოციქულო ეკლესია''' ({{lang-hy|Հայաստանյայց Առաքելական Սուրբ Եկեղեցի}}; სრული დასახელება „'''სომხური წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია'''“) – უძველესი [[ეკლესია]] მსოფლიოში. საყოველთაოდ აღიარებულია,რომ [[სომხეთი|სომხეთმა]] პირველმა მიიღო სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა 301 წელს.<ref>[http://www.cnewa.us/default.aspx?ID=5&pagetypeID=9&sitecode=US&pageno=1 CNEWA: ''The Armenian Apostolic Church''] {{en}}</ref>. იწოდება სამოციქულოდ, ვინაიდან სომხური ტრადიციის თანახმად, სომხეთის ტერიტორიაზე ქრისტიანობის პირველი მქადაგებლები იყვნენ [[იუდა იაკობისი|იუდა]] და [[ბართოლომე მოციქული|ბართლომე]] მოციქულები. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ლეგენდებს, სომხეთში ქრისტიანთა არსებობის შესახებ პირველი ცნობა (დაახლოებით [[274]]) დასტურდება ათანასე ალექსანდრიელთან. სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა სომხეთში გამოცხადდა [[IV საუკუნე|IV საუკუნის დასაწყისში]] (სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის მიხედვით [[301]] <ref>'''The Journal of Ecclesiastical History''' – Page 268 by Cambridge University Press, Gale Group, C.W. Dugmore</ref><ref>'''The Armenian Massacres''', 1894–1896: 1894–1896 : U.S. media testimony – Page 131 by A. Dzh. (Arman Dzhonovich) Kirakosian</ref>, ხოლო უკეთ არგუმენტირებული სამეცნიერო შეხედულებით [[315]] წელს), [[თრდატ III]]-ის დროს, [[გრიგოლ განმანათლებელი|გრიგოლ განმანათლებლის]] ღვაწლით. გრიგოლივე გახდა სომხეთის პირველივე [[ეპისკოპოსი]] (ერთხანს საეპისკოპოსო ხარისხი გრიგოლის საგვარეულოში მემკვიდრეობით გადადიოდა). წმ. გრიგოლი სომეხთა ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა კესარია–კაბადოკიის მთავარეპისკოპოს [[ლეონტი (კესარია–კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი)|ლეონტის]] მიერ, რითაც სომხეთის ეკლესია იქცა კესარია–კაბადოკიის ეკლესიის იურსდიქციის ქვეშ მყოფად, ეს დამოკიდებულება გაგრძელდა [[368]] წლამდე, როდესაც სომხეთის მეფე [[პაპი (დიდი სომხეთი)|პაპმა]] დამოუკიდებლად დასვა სომხეთის მთავარეპისკოპოსი, რითაც საფუძველი ჩაეყარა სომხური ეკლესიის ავტოკეფალიას <ref>ზაზა ალექსიძე, „სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია” წიგნში „რელიგიები საქართველოში”, თბ. 2008, გვ. 196</ref>. IV-V საუკუნეების მიჯნაზე [[ბიზანტია|ბიზანტიისა]] და [[ირანი]]ს ცდით ორად გაყოფილ სომხეთში ადგილობრივი საერო ხელისუფლება მოიშალა და ამიერიდან ერთიანი [[სომხეთი]]ს სიმბოლო გახდა სომხეთის სამოციქულო ეკლესია, რასაც დაახლოებით ამავე ხანებში სათავეში ჩაუდგა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქ-კათალიკოსი, რომლის რეზიდენციაც ხან [[ვაღარშაპატი|ვაღარშაპატში]] (ეჩმიაძინი) იყო, ხან [[დვინი|დვინში]].
== მიაფიზიტობა ==
სომხური ეკლესიის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ პირველ სამ [[მსოფლიო საეკლესიო კრება]]ში და ცნობდნენ მათ განსაზღვრებებს. სომხური ეკლესია ეყრდნობა [[კირილე I (ალექსანდრიის პატრიარქი)|კირილე ალექსანდრიელის]] ფორმულის „μία φύσις τοῦ θεοῦ λόγου σεσαρκωμένη“ — „ერთია განხორციელებული სიტყვა-ღმერთის (ლოგოსის) ბუნება“. სომხური ეკლესიის ქრისტოლოგია [[სიტყვაში]] „ბუნება” გულისხმობს არა რეალურ ეგზისტენციას, როგორც ეს მართლმადიდებლობაშია მიღებული, არამედ თვისობრიობათა ერთიანობას, რომელიც ერთი სახეობის წარმომადგენლებს გააჩნიათ. შესაბამისად ერთ არსებას, ერთ სუბიექტს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი თვისობრიობათა ერთიანობა. იესო ქრისტეს, რომელიც არის განკაცებული ღმერთი, გააჩნია ერთი ბუნება — განკაცებული ღმერთის ბუნება. თავის მხრივ, განკაცებული ღმერთის ბუნებაში მოიაზრება არა ახალი ბუნება, რომელიც წარმოიქმნა ორი ბუნების შეერთებით ან შერწმით, არამედ მოიაზრება ორი ბუნების შეურწყმელი, შეურეველი და ამავე დროს განუყოფელი და განუშორებელი ერთიანობა. ისევე როგორც ადამიანში არის ორი ბუნება, ხორციელი და სულიერი, მაგრამ მათი ერთიანობა — ანუ ადამიანური ბუნება აღწერს ადამიანის რაობას და ეს ბუნება არის ერთი, მიუხედავად იმისა რომ მასში ვასხვავებთ ორს (ხორციელს და სულიერს).
 
[[ავარაირის ბრძოლა|ავარაირის ბრძოლის]] გამო სომეხი ეპისკოპოსები ვერ დაესწრნენ [[ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრება]]ს (451) და მთელი მეხუთე საუკუნის II ნახევრის მანძილზე მონაწილეობა არ მიუღიათ [[დიოფიზიტობა]]სა და [[მონოფიზიტობა]]ს შორის გამართულ პოლემიკაში. [[დვინი]]ს ([[506]]) საერთოკავკასიურ კრებაზე ქართლისა და ალბანეთის ეკლესიებთან ერთად სომხეთის ეკლესიამ მიიღო [[ზენონის ჰენოტიკონი]] და გადაჭრით დაგმო [[ნესტორიანელობა]].
ხაზი 34:
[[კატეგორია:ქრისტიანობა]]
[[კატეგორია:სომხური სამოციქულო ეკლესია|*]]
__DISAMBIG__
__NEWSECTIONLINK__