სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 477:
 
== ძალოსნობა ==
'''საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.''' დაფუძნდა [[1991]] წლის [[1 ივლისი|1 ივლისს]]. [[1993]] წლის 1 იანვრიდან ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისა (IWF) და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) წევრია.
 
საქართველოში გავრცელებულ ხალხურ ასპარეზობათა შორის, ქართულ ჭიდაობასა და ცხენოსნურ თამაშებთან ერთად, პოპულარული იყო შეჯიბრებები სიმძიმეების აწევაში. ზემო სვანეთში, ხევსურეთში, ქართლსა და რაჭაში ხშირად იმართებოდა ძალღონის გამოსაცდელი ტურნირები, რომელსაც სვანეთში “ბაჩა-ლიკედ” ერქვა, სხვაგან – საჯილდაო ქვის აწევა. იყენებდნენ სხვადასხვა წონისა და ფორმის ქვას, სწევდნენ ცალი ან ორივე ხელით, გადაჰქონდათ ერთი ადგილიდან მეორეზე. გარდა ამისა, სვანეთში გავრცელებული ყოფილა შეჯიბრება ორფუთიანი მრგვალი ქვის ცალი ხელით აწევაში – “ბაჩა ლირიხვა აშხვ მეხარ”. დღეს სიმძიმესთან შეჭიდების ხალხური ტრადიცია თითქმის დავიწყებულია.
 
როგორც სპორტის კლასიკური სახეობა, ძალოსნობა საქართველოში 1910-იან წლებში დაინერგა. პირველი ჯგუფი [[1912]] წელს გაიხსნა თბილისში. პეტრე მარღანიძის მიერ ორგანიზებულ “ათლეტურ არენაში”, გარდა ძალოსნებისა, გაერთიანდნენ მოჭიდავეები და მოკრივეები. [[1915]] წელს კიევში გამოსვლისას ორი ხელით ატაცში მსოფლიო რეკორდზე უკეთესი შედეგი აჩვენა [[გიორგი ჩიკვაიძე|გიორგი ჩიკვაიძემ]], რომელიც შემდგომ ცნობილი სპორტული მოღვაწე გახდა. [[1918]] წელს ძალოსნობის სექცია ამუშავდა ახალდაარსებულ სპორტსაზოგადოება “შევარდენში”, შემდგომ – საქართველოს პროფკავშირების დარგობრივ ორგანიზაციებში, აგრეთვე ბათუმში, სოხუმში, ქუთაისსა და ოზურგეთში. [[1926]] წელს ჩატარდა თბილისის პირველი ჩემპიონატი, მომდევნო წელს – საქართველოს პირველი ჩემპიონატი. მაღალ შედეგებს აღწევდნენ [[კონსტანტინე ზაუტაშვილი]], მამია ჟღენტი, [[სერგო წკეპლაძე]], [[ნიკოლოზ გილნერი]], [[გრიგოლ კოსტავა]], [[პავლე გუმაშიანი]], [[არკადი აბაშმაძე]], ალექსანდრე ჯეჯელავა და სხვები. საქართველოს ძალოსანთაგან [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა [[მოისეი კასიანიკი|მოისეი კასიანიკმა]] ([[1936]]), რომელმაც 10 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგო.
 
[[1950]] წელს ევროპის ჩემპიონები გახდნენ თბილისელი სპორტსმენები [[რაფაელ ჩიმიშკიანი]] და [[ვლადიმერ სვეტილკო]]. [[1950-იანები|1950-იან]] წლებში ქვემსუბუქი წონის ძალოსანთა შორის საერთაშორისო სარბიელზე ლიდერობდა ჩიმიშკიანი, რომელმაც 11-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი, [[1952]] წელს ჰელსინკში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 2 წლის შემდეგ კი – მსოფლიოს ჩემპიონისა. მოგვიანებით ამავე წონით კატეგორიაში დაწინაურდა [[დიმიტრი შანიძე]] – მსოფლიოსა ([[1973]]) და ევროპის ჩემპიონი ([[1972]]), ოლიმპიური თამაშების ორგზის მეორე პრიზიორი ([[1968]], 72[[1972]]).
 
შანიძის შემდეგ თითქმის 20 წლის განმავლობაში საქართველოს წარმომადგენლებს დიდ შეჯიბრებებში მედალი არ აუღიათ. [[1990-იანები|1990-იან]] წლებში დიდი წარმატებები მოიპოვა ცხინვალელმა ათლეტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა [[კახი კახიაშვილი|კახი კახიაშვილმა]], რომელმაც ბარსელონის ოლიმპიადა ([[1992]]) საქართველოს სახელით მოიგო, მომდევნო ორ თამაშებში კი [[საბერძნეთი|საბერძნეთის]] გუნდში გამოდიოდა. ასევე თვალსაჩინოა გიორგი ასანიძის სპორტული მიღწევები, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მოპოვებული წარმატებები ათენის ოლიმპიური ოქროს მედლით ([[2004]]) დააგვირგვინა. ქართული ძალოსნობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით გიორგი [[გიორგი ჩიკვაიძე|გიორგი ჩიკვაიძეს]], [[კონსტანტინე ზაუტაშვილი|კონსტანტინე ზაუტაშვილს]], [[მამია ჟღენტი|მამია ჟღენტს]], [[დიმიტრი კაპცოვი|დიმიტრი კაპცოვს]], [[რობერტ ტატიშვილი|რობერტ ტატიშვილს]], [[შოთა წერეთელი|შოთა წერეთელს]], [[გიორგი ჩიტაძე|გიორგი ჩიტაძესა]] და [[ვანო გრიქუროვი|ვანო გრიქუროვს]].<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=60</ref>
 
== წყალბურთი ==
'''საქართველოში წყალბურთი XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში გაიცნეს.''' პირველი შეჯიბრება 1927 წელს გაიმართა ბათუმში წყალჯომარდობის დღესასწაულის პროგრამით. იმ პერიოდში წყალბურთს ზღვის სანაპიროზე მოწყობილ წყალჯომარდობის სადგურებში თამაშობდნენ (ბათუმში, ფოთში, სოხუმში, მოგვიანებით - თბილისში). ამ სახეობის შემდგომი გავრცელება საცურაო აუზების მშენებლობას უკავშირდება. პირველი წყალბურთელები იყვნენ მოცურავეები, მათ შორის საქართველოს მრავალგზის რეკორდსმენები - პეტრე მშვენიერაძე, ნოდარ გვახარია და პეტრე ბრეუსი. მშვენიერაძე მალე მოსკოვის "დინამოში" გადავიდა, შემდეგ კი სსრკ ნაკრებში ჩაირიცხა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი წყალბურთელის სახელიც მოიპოვა.
 
სპორტის საწყლოსნო სახეობებმა თანდათან მოიპოვა პოპულარობა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ცნობილი მოცურავისა და მწვრთნელ-ორგანიზატორის, ლუკა იოაკიმიდის ღვაწლი საქართველოში ამ სახეობათა განვითარებაში. მისი თაოსნობით სპორტსაზოგადოება "დინამოში" გაიხსნა ცურვისა და წყალბურთის ჯგუფები. მოგვიანებით დინამოელმა წყალბურთელებმა თვალსაჩინო წარმატებები მოიპოვეს საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე. თბილისის "დინამო" არაერთხელ იყო სსრკ ჩემპიონატის პრიზიორი, ცალკეული წყალბურთელები კი - დიდი ტურნირების მედალოსნები. პირველი თაობის წარმომადგენელთა შორის გამოირჩეოდა ნოდარ გვახარია. მან პირველმა მოიპოვა ოლიმპიური თამაშებისა (1956, ბრინჯაო) და ევროპის ჩემპიონატის (1958, ბრინჯაო) მედლები, პირველს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება (1960). საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპულ და ოლიმპიურ სარბიელზე თავი გამოიჩინეს ლერი გოგოლაძემ, გივი ჩიქვანაიამ და მიხეილ გიორგაძემ, რომელიც 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.
 
საქართველოს გუნდებმა პირველი საერთაშორისო მატჩები გამართეს 1958 წელს თბილისში გდრ-ის მეორე ნაკრებთან. პირველ შეხვედრაში იმარჯვა თბილისის "დინამომ" (4:2), მეორეში თბილისის "ბურევესტნიკი" დამარცხდა (5:6), მესამე მატჩი კი საქართველოს ნაკრებმა მოიგო (4:0). მოგვიანებით პოპულარობა მოიპოვა თბილისის საერთაშორისო ტურნირმა, რომელშიც სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ იტალიის, ესპანეთის, გფრ-ის, იუგოსლავიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და კუბის ეროვნული გუნდები. ამ ტურნირებში ქართველმა წყალბურთელებმა 5-ჯერ დაიკავეს საპრიზო ადგილი. ამას გარდა, საქართველოს სახელით მოთამაშე თბილისის "დინამომ" სსრკ ხალხთა სპარტაკიადებში 3-ჯერ ვერცხლის (1956, 63, 79) და 2-ჯერ (1959, 67) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1979 წელს მოპოვებული მეორე საპრიზო ადგილი, როცა ამ ტურნირში უცხოეთის გუნდებიც გამოდიოდნენ (იუგოსლავია, უნგრეთი, რუმინეთი). სხვადასხვა დროს დინამოელთა გუნდში გამოირჩეოდნენ ზურაბ ჩაჩავა, ბორის მეგედი, ვლადიმერ გოიაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, ვასილ სანაძე, ოთარ მიმინოშვილი, მურთაზ გულედანი, ვლადიმერ ისელიძე, ნოდარ კურტანიძე, დავით რურუა, გელა ტუკვაძე და სხვები.
 
'''საქართველოს''' '''სპორტის''' '''საწყლოსნო''' '''სახეობათა''' '''ფედერაცია.''' დაფუძნდა 1991 წლის 2 აგვისტოს. 1992 წელს წყალბურთი გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო 1996 წელს შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა (ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა) კონფედერაცია, შემდგომში - ფედერაცია. 1992 წლის 24 ივლისიდან ცურვის საერთაშორისო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია. პრეზიდენტები: ბაკურ გულუა (1991-96), ვლადიმერ ისელიძე (წყალბურთის ფედერაციის - 1992-96), ვლადიმერ გოიაშვილი (1996-2004), გიორგი უდესიანი (2004-?), კონსტანტინე ლაშხი (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=39</ref>
 
== ფიგურული ციგურაობა ==