იუანის დინასტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
 
დინასტიას სათავე დაედო [[XIII საუკუნე]]ში, ჩინეთის საბოლოო დაპყრობის შემდეგ. მონღოლები ჩინეთს პირველად [[1211]] წელს დაესხნენ [[ჩინგიზ-ყაენი]]ს ([[1206]]-[[1227]] წწ.) მეთაურობით. მათ დაანგრიეს [[ჩინეთის დიდი კედელი]] და დაიწყეს ქვეყნის დაპყრობა. მათი მეორე ლაშქრობა [[1215]] წელს განხორციელდა. ამჯერად მათ აიღეს ქვეყნის დედაქალაქი ხანიბალიქი ([[პეკინი]]) და ბოლო მოუღეს [[ძინის დინასტია (1115–1234)|ძინის დინასტიას]]. [[1227]] წელს მონღოლები მთელს ჩრდილოეთ ჩინეთს განაგებდნენ მაგრამ ქვეყნის სამხრეთი ნაწილი კვლავაც დამოუკიდებელი რჩებოდა. [[1260]] წელს ჩინგიზი-ყაენის შვილიშვილმა, [[ყუბილაი-ხანი|ყუბილაი-ხანმა]] ქვეყნის დედაქალაქი [[ყარაყორუმი]]დან პეკინში გადაიტანა. მან ქალაქში მონღოლი მმართველები დასვა რათა [[აბრეშუმის დიდი გზა]] გაეკონტროლებინათ. [[1279]] წლისთვის მან დაიპყრო სამხრეთ ჩინეთი და ბოლო მოუღო [[სუნის დინასტია]]ს. ყუბილაი-ხანი ჩინეთის დიდი ყაენი გახდა და სათავე დაუდო იუანის დინასტიას. [[1295]] წელს ყუბილაი-ყაენი გარდაიცვალა და მისმა შთამომავლებმა ტახტი [[1368]] წლამდე შეინარჩუნეს. [[1280]]-[[1368]] წლები, ჩინეთის ისტორიაში, იუანის დინასტიის მმართველობის პერიოდია.
 
ერთ–ერთი პირველი, რაც გააკეთეს მონღოლებმა, გადახედეს თუ რომელი დინასტიის ქრონიკები უნდა ჩაწერილიყო. ამაზე იქნებოდა დამოკიდებული მათი ლეგიტიმაციის საკითხი. ჩრდილოეთში არსებული ყველა დინასტიის ისტორიის ჩაწერა იყო არის მიზანშეწონილი ამიტომ ამოირჩა ორი: ძინის ისტორიული ქრონიკები, იაოს ისტორიული ქრონიკები და სუნის ისტორიული ქრონიკები. მონღოლებს არ ჰქონდათ არანაირი სურვილი ასიმილირებისა ჩინურ მოსახლეობასთან, მათ უნდოდათ შეენარჩუნებინათ თავიანთი პრივილეგირებული მდგომარეობა ეროვნული განსხვავებულობის, ნიშნის მიხედვით. შესაბამისად მთელი მოსახელობა დაიყო 4 სოციალურ ფენად: მონღოლი არისტოკრატია; სემუ–ჟენ - უცხოელები /ჩამოსულები; ჩრდილოეთ ჩინეთის ჩინელი და მასთან ასიმილირებული მომთაბარე მოსახლეობა; სამხრეთ ჩინეთის მოსახლეობა.
 
1315 წლიდან ჩინელებს, როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან მიეცათ უფლება დაეკავებინათ ნებისმიერი თანამდებობა პროვინციის მმართველის ქვემოთ.
 
არანორმირებულმა გადასახადებმა, ჩინელების დადაბლებულმა მდგომარეობამ მონღოლების წინაშე გამოიწვია აჯანყებები 30-იან წლებში იწყება ბრძოლა, რომელსაც სათავეში უდგას „თეთრი ლოტუსის საზოგადოება“ ეს არის ერთ–ერთი პირველი ბუდისტური საზოგადოება. ამ „თეთრი ლოტუსის საზოგადოებას“ ჰქონდა მაიტრეიას კულტი (ბუდა მაიტრეია). ეს საზოგადოება იბრძოდა იმ უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ რომელიც მისი აზრით არსებობდა სახელმწიფოში და მისი მოძღვრება იყო სუნის დინასტიის აღდგენა. მათ შეუერთდათ ასევე ე.წ. „წითელი რაზმები“ და ამ შემთხვევაში წითელი ფერის დატვირთვა ისევ უკავშირდება მაიტერიას, რომელიც მაიტრეიას ფერი იყო. პირველი ყველაზე მასშტაბური აჯანყება მოხდა 1351 წელს. 1355 წელს ამ აჯანყების სათავეში მოექცა ლიდერი–ჭუ იუანჭანი., რომელიც შემდგომში მინის დინასტიის დამაარსებელი ხდება.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://www.kinabaloo.com/yd1.html Yuan Dynasty Earthen City Wall Park, Beijing]
*"A HISTORY OF CHINA", WOLFRAM EBERHARD (2004). ISO-8859-1
{{იმპერიები}}