ნატალია ალექსანდრეს ასული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის შეცვლა using AWB
ხაზი 16:
 
== ბიოგრაფია ==
ვილჰელმინა ლუიზა დაიბადა 1755 წლის 25 ივნისს პონცლაუში, ბრანდენბურგში. იგი იყო ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფ ლუდვიგ IX-ისა და მისი მეუღლის, პფალცგრაფინია კაროლინა ცვაიბრიუხენელის მეექვსე შვილი და მეოთხე ქალიშვილი. მისი და-ძმებიდან აღსანიშნავია პრუსიის დედოფალი [[ფრედერიკა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელი|ფრედერიკა ლუიზა]] და ბადენის პრინცესა ამალია.
 
იგი საკმაოდ მკაცრი მეთოდებით იზრდებოდა. დედამისი, რომელიც მთელ გერმანიაში იყო სახელგანთქმული თავისი ერუდიციით, ცდილობდა, რომ ქალიშვილებისათვის საუკეთესო განათლება მიეცა, რათა შემდგომში არ გასჭირვებოდა მათი სარფიანად გათხოვება. მან თავის შვილებს მასწავლებლებად ისეთი ფილოსოფოს-განმანათლებლები დაუქირავა, როგორებიც არიან: [[იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე]] და [[იოჰან გოტფრიდ ჰერდერი]].
ხაზი 24:
აღსანიშნავია, რომ 1769 წლიდან მოყოლებული, მისი და, პრინცესა [[ფრედერიკა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელი|ფრედერიკა ლუიზა]] ცოლად ჰყავდა პრუსიის ტახტის მემკვიდრე [[ფრიდრიხ ვილჰელმ II (პრუსია)|ფრიდრიხ ვილჰელმს]], მეფე [[ფრიდრიხ II დიდი|ფრიდრიხ II დიდის]] ძმისწულს. ეკატერინეზე სწორედ ამ ფაქტმა იქონია დიდი გავლენა, რადგან ვილჰელმინა ლუიზას რეკომენდაცია თავად ფრიდრიხ დიდმა გაუწია თავისი რძლის გავლენით, რუსებს კი პრუსიასთან დაახლოვება სურდათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტორი გადამწყვეტიც კი იყო მისი არჩევისას, რადგან როგორც ცნობილია, პავლე პეტროვიჩს პორტრეტებიდან სოფია დოროთეა უფრო მეტად მოეწონა.
 
1773 ივლისში იგი დიდი ამალით ჩავიდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც ერთ თვეში, 15 აგვისტოს მართლმადიდებლად მონათლეს და ნატალია ალექსანდრეს ასული უწოდეს. ამავე წლის 1773 წლის 29 სექტემბერს შედგა ნატალიასა და პავლეს ქორწინება, რითაც იგი რუსეთის ცარევნა, ანუ მომავალი იმპერატრიცა გახდა.
 
მათი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, რადგან ნატალიას საერთოდ არ მოსწონდა თავისი ქმარი და მეტიც, სამეფო ოჯახის წევრებთან თითქმის საერთოდ არ კონტაქტობდა. იგი მხოლოდ თავის მეგობრებთან უერთიერთობდა, რომლებიც მას გერმანიიდან ჩაჰყვნენ. ისიც ცნობილია, რომ მას საერთოდ არ ადარდებდა გახდებოდა თუ არა იმპერატრიცა.
 
1776 წლის 10 აპრილს ნატალიამ მკვდარი ბავშვი გააჩინა. მშობიარობა ძალიან გართულდა, რასაც შემდგომში ციებ-ცხელება მოჰყვა, რითაც იგი 26 აპრილის დილის 05:00 საათზე გარდაიცვალა პეტერბურგში, 20 წლის ასაკში. ამის შემდეგ პავლემ ცოლად სოფია დოროთეა ვიურტემბერგელი შეირთო, რომელთანაც ათი შვილი შეეძინა.
 
== ლიტერატურა ==
ხაზი 35:
* Alan Palmer: Alexander I., ISBN 3-453-55114-1
* Zoe Oledenburg: Katharina II., ISBN 3-453-55018-8
 
[[კატეგორია:დაბადებული 25 ივნისი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1755]]
Line 40 ⟶ 41:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1776]]
[[კატეგორია:მშობიარობის დროს გარდაცვლილები]]
[[კატეგორია:წმინდა ეკატერინეს ორდენის კავალერებიკავალრები]]