მარია ტერეზა პორტუგალიელი (1855-1944): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის შეცვლა using AWB
 
ხაზი 16:
|ხელმოწერა = Assinatura Maria Teresa, Arquiduquesa de Áustria.svg
}}
'''მარია ტერეზა პორტუგალიელი''' ({{lang-pt|Maria Teresa de Portugal}}; დ. [[24 აგვისტო]], [[1855]] — გ. [[12 თებერვალი]], [[1944]]) — [[ბრაგანსის დინასტია|ბრაგანსის დინასტიის]] წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე [[მიგელ I]]-ის ქალიშვილი. ერცჰერცოგ კარლ ლუდვიგ ავსტრიელის მესამე ცოლი. ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ [[ფრანც იოზეფ I]]-ისა და მექსიკის იმპერატორ [[მაქსიმილიან I (მექსიკა)|მაქსიმილიან I]]-ის რძალი, იმპერატორ [[კარლ I (ავსტრია)|კარლ I]]-ის ბებია-ნაცვალი.
 
== ბიოგრაფია ==
მარია ტერეზა დაიბადა 1855 წლის 24 აგვისტოს ბავარიაში. იგი იყო პორტუგალიის მეფე [[მიგელ I]]-ისა და მისი მეუღლის, [[ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგი|ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგის]] მესამე შვილი და მეორე ქალიშვილი. მამამისი მის დაბადებამდე 20 წლით ადრე ჩამოაგდეს სამეფო ტახტიდან და დარჩენილი ცხოვრება ემიგრაციაში გაატარა.
 
1866 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ლოივენშტაინის სასახლეში, დედის საგვარეულო მამულში. როგორც უფროსი და, იგი დედას ეხმარებოდა უმცროსი და-ძმების აღზრდაში, ხშირად იგი მათ ტანსაცმელსაც კი რეცხავდა და დავალებების შესრულებაში ეხმარებოდა.
 
1873 წლის 23 ივლისს, კლაინობახში შედგა მარია ტერეზასა და ერცჰერცოგ კარლ ლუდვიგ ავსტრიელის ქორწინება, რითაც იგი ავსტრიის საიმპერატორო ოჯახის წევრი გახდა. კარლ ლუდვიგისათვის ეს მესამე ქორწინება იყო და პირველი ცოლისგან შვილებიც ჰყავდა, რომელთანაც მარია ტერეზას კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ქორწინებისას პატარძალი 17 წლის იყო, ხოლო სიძე 39-ის. პირველი და მეორე ცოლებისაგან კარლ ლუდვიგს ოთხი ბავშვი დარჩა: ერცჰერცოგი [[ფრანც ფერდინანდი]] (ტახტის მემკვიდრე), ოტო, ფერდინანდ კარლი და სოფია.
 
მარია ტერეზა გერებზე ისე ზრუნავდა, როგორც საკუთარ შვილებზე. მას კარლ ლუდვიგთან ორი გოგონა შეეძინა: მარია ანუნსიატა და ელიზაბეთ ამალია. შემდგომში გავრცელდა ჭორები, რომ მარია ტერეზას რომანი ჰქონდა თავის გერ ფრანც ფერდინანდთან, რომელიც თითქმის მისივე ტოლი იყო. ყოველივე ამის გადასაფარად, იმპერატორმა [[ფრანც იოზეფ I]]-მა ფრანც ფერდინანდი იძულებით დააქორწინა სოფია ჩოკეტზე. 1889 წლიდან მარია ტერეზა ძალიან დაუახლოვდა იმპერატრიცა [[ელისაბედ ბავარიელი|ელისაბედ ბავარიელს]], რომელთან ერთადაც ხშირად დადიოდა სამოგზაუროდ. 1898 წელს მარია ტერეზა შეესწრო ელისაბედის მკვლელობას, რა დროსაც ისინი შვეიცარიაში იყვნენ. მას შემდეგ, რაც 1896 წელს კარლ ლუდვიგი გარდაიცვალა, კვლავ აგორდა ჭორები მარია ტერეზასა და ფრანც ფერდინანდის რომანის შესახებ.
 
1911 წელს, მარია ტერეზას ხელშეწყობით მისი დისწული [[ზიტა დე ბურბონ-პარმელი]] დაქორწინდა ავსტრიის ტახტის რიგით მეორე მემკვიდრეზე, ერცჰერცოგ კარლზე. 1914 წელს, ფრანც ფერდინანდისა და მისი ორსული ცოლის მკვლელობით დაიწყო სისხლისმღვრელი [[პირველი მსოფლიო ომი]], რა დროსაც მარია ტერეზა მედდად მუშაობდა და დაჭრილ ჯარისკაცებს უვლიდა. 1916 წელს იმპერატორი [[კარლ I (ავსტრია)|კარლ I]] გახდა, მარია ტერეზა, როგორც ახალი იმპერატრიცის, ზიტას დეიდა, სამეფო კარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურა გახდა, მაგრამ 1918 წელს მონარქია დაამხეს და იმპერია დაიშალა. ახალმა მთავრობამ ყველა ჰაბსბურგი და მათთან დაკავშირებული ადამიანი ქვეყნიდან გააძევა. მარია ტერეზამ თავი თავის ქალიშვილ ელიზაბეთ ამალიას შეაფარა, რომელიც ლიხტენშტაინის მთავარზე იყო გათხოვილი. 1939 წელს, [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] დაწყების შემდეგ, მარია ტერეზას ავსტრიაში დაბრუნების ნება დართეს, რის შემდეგაც იგი ვენაში დასახლდა. აქ მან უკანასკნელი წლები გაატარა, მაგრამ ომის დასრულებას ვერ მოესწრო და 1944 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა, 88 წლის ასაკში.
 
== შვილები ==
ხაზი 45:
[[კატეგორია:ბრაგანსები]]
[[კატეგორია:პორტუგალიის ინფანტები]]
[[კატეგორია:წმინდა იზაბელის ორდენის კავალერებიკავალრები]]