მარია ტერეზია ავსტრიელი (1816-1867): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის შეცვლა using AWB
 
ხაზი 23:
== ბიოგრაფია ==
[[ფაილი:Johann Nepomuk Ender Erzherzogin Maria Theresia 1836.jpg|მარცხნივ|მინი|385x385პქ|დედოფალი მარია ტერეზია 1836 წელს]]
მარია ტერეზა დაიბადა 1816 წლის 31 ივლისს ვენაში. იგი იყო ავსტრიის ერცჰერცოგ [[კარლ ლუდვიგ ავსტრიელი|კარლ ლუდვიგისა]] და მისი მეუღლის, ჰენრიეტა ნასაუ-ვაილბურგელის ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი საღვთო რომის იმპერატორ [[ლეოპოლდ II (სრი)|ლეოპოლდ II]]-ისა და მისი მეუღლის, ესპანეთის მეფე [[კარლოს III (ესპანეთი)|კარლ III]]-ისა და [[მარია ამალია საქსონიელი|მარია ამალია საქსონიელის]] ასულ [[მარია ლუისა ესპანელი|მარია ლუისა ესპანელის]] შვილიშვილი იყო. მას სახელი დიდი ბებიის, ავსტრიის იმპერატრიცა [[მარია ტერეზია|მარია ტერეზიას]] პატივსაცემად დაარქვეს.
 
1837 წლის 27 იანვარს, ვენაში შედგა მარია ტერეზია ავსტრიელისა და ორი სიცილიის მეფე [[ფერდინანდ II (ორი სიცილია)|ფერდინანდ II]]-ის ქორწინება, რომელიც იყო მეფე [[ფრანჩესკო I (ორი სიცილია)|ფრანჩესკო I]]-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ [[მარია ისაბელ ესპანელი|მარია ისაბელ ესპანელის]] უფროსი ვაჟი. ამით იგი ორი სიცილიის დედოფალი გახდა. ამ დროს პატარძალი 21 წლის იყო, ხოლო სიძე 27-ის. აღსანიშნავია ისიც, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს მეორე თაობის ბიძაშვილებად ერგებოდნენ, როგორც ესპანეთის მეფე კარლ III-ის შთამომავლები.
 
აღსანიშნავია, რომ ფერდინანდის პირველი მეუღლე, დედოფალი [[მარია კრისტინა სავოიელი]] ამ ქორწინებამდე მხოლოდ ერთი წლით ადრე, 1836 წელს გარდაიცვალა გართულებული მშობიარობის შედეგად, რა დროსაც მან მომავალი მეფე, [[ფრანჩესკო II (ორი სიცილია)|ფრანჩესკო II]] გააჩინა.
[[ფაილი:Maria Theresa of Austria (1816–1867), Queen of the Two Sicilies.jpg|მარცხნივ|მინი|358x358პქ|მარია ტერეზია 1860 წელს]]
დედოფლის ამპლუაში მარია ტერეზია აღწერილია, როგორც უგემოვნოდ ჩაცმისა და არასტანდარტული პრინციპების მქონე ქალი. ნაცვლად თავის შვილებზე ზრუნვისა და დედოფლის წოდებრივ-წარმომადგენლობითი მოვალეობების შესრულებისა, მას ერჩივნა თავის აპარტამენტებში მჯარიყო და ექსოვა. მიუხედავად ამისა, მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც ქმართან, ისე გერთან, პრინც ფრანჩესკოსთან, რომელიც ფაქტობრივად მის ხელში გაიზარდა და ღვიძლ დედად აღიქვამდა. იგი ასევე დაინტერესებული იყო პოლიტიკით და რამდენადაც ცნობილია, დედოფალი მარია ტერეზია თავისი ქმრის პირველი მრჩევლის მოვალეობასაც წარმატებით ითავსებდა ხოლმე. ამის მიუხედავად, მას სძულდა ოფიციალური შეხვედრები, განსაკუთრებით უცხოელ ელჩებთან, რის გამოც მარია ტერეზია ყოველთვის კარს უკან იდგა ხოლმე და იქიდან უსმენდა მოლაპარაკებებს.
 
1859 წლის 22 მაისს, ფერდინანდ II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მარია ტერეზიას გერმა, ფრანჩესკო II-მ დაიკავა, რომელმაც თავის საყვარელ დედინაცვალს პირველი მრჩევლობა შეუნარჩუნა. ფრანჩესკოს სურდა, რომ ავტორიტარული მონარქია უფრო გაემტკიცებინა, რასაც მოსახლეობის მხრიდან დიდი დაპირისპირება მოჰყვა. მის ამ გადაწყვეტილებას არც მარია ტერეზია ემხრობოდა, რითაც ისარგებლა ფრანჩესკოს ცოლმა, დედოფალმა [[მარია სოფია ბავარიელი|მარია სოფია ბავარიელმა]] და მეფესა და მის დედინაცვალს შორის უთანხმოება გაამწვავა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მარია სოფიას ყოველთვის შურდა მარია ტერეზიას გავლენისა თავის ქმარზე. გერსა და დედინაცვალს შორის დაპირისპირება მაშინ გამძაფრდა, რაც დედოფალმა მარია სოფიამ ფრანჩესკოს უთხრა, რომ მარია ტერეზია დიდებულებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებასა და თავისი ვაჟის გამეფებას გეგმავდა. მარია ტერეზია ფრანჩესკოს უდანაშაულობას ეფიცებოდა, თუმცა სულ მალე, [[იტალიის გაერთიანება|რისორჯიმენტოს]] გამო ორი სიცილიის სამეფოში აჯანყებები დაიწყო, რის გამოც მეფეს ცოლის დაჯერება უფრო გაუმარტივდა, ვიდრე დედინაცვლის. ამის გამო, მარია ტერეზიამ დატოვა ნეაპოლის სამეფო კარი და თავის შვილებთან ერთად რომში გადავიდა. მას შემდეგ, რაც 1861 წელს ფრანჩესკო II ჩამოაგდეს და ორი სიცილია იტალიას მიუერთეს, მათ შორის უთანხმოება მოგვარდა და რომში მარია ტერეზია, მარია სოფია და ფრანჩესკო ერთ სასახლეში ცხოვრობდნენ.
 
მარია ტერეზია ავსტრიელი გარდაიცვალა 1867 წლის 8 აგვისტოს გარდაიცვალა რომში, 51 წლის ასაკში, ქოლერასგან. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში მას მხოლოდ მისი გერი, ფრანჩესკო უვლიდა.
 
== შვილები ==
ხაზი 55:
* Elvio Ciferri, Maria Teresa di Asburgo Lorena, regina delle Due Sicilie, in «Dizionario Biografico degli Italiani», 70, Roma, Istituto della Enciclopedia Italiana fondata da Giovanni Treccani, 2008.
{{სიცილიის დედოფლები}}{{ავსტრიის ერცჰერცოგინიები დაბადებით}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 31 ივლისი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1816]]
Line 62 ⟶ 63:
[[კატეგორია:სიცილიის დედოფლები]]
[[კატეგორია:ავსტრიის პრინცესები]]
[[კატეგორია:დედოფალ მარია ლუიზას ორდენის კავალერებიკავალრები]]