მარია კრისტინა ესპანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის შეცვლა using AWB
ხაზი 18:
 
== ბიოგრაფია ==
მარია კრისტინა დაიბადა 1833 წლის 5 ივნისს მადრიდში. იგი იყო კადისის ჰერცოგ [[ფრანსისკო დე პაულა დე ბურბონი|ფრანსისკო დე პაულასა]] და მისი პირველი ცოლის, [[ლუიზა კარლოტა ნეაპოლელი|ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის]] უმცროსი ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი ბებია-პაპა ესპანეთის მეფე [[კარლ IV (ესპანეთი)|კარლ IV]] და დედოფალი [[მარია ლუიზა პარმელი|მარია ლუიზა პარმელი,]], ხოლო დედის მხრიდან ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფრანჩესკო I და მისი მეორე ცოლი, დედოფალი [[მარია ისაბელ ესპანელი]] იყვნენ.
 
მარია კრისტინას უფროსი ძმა, [[ფრანსისკო დე ასის დე ბურბონი|ფრანსისკო დე ასისი]], რომელიც 1846 წელს დაქორწინდა ესპანეთის დედოფალ [[ისაბელ II (ესპანეთი)|ისაბელ II-]]ზე.
 
1860 წლის 19 ნოემბერს იგი ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე [[კარლ III (ესპანეთი)|კარლ III]]-ის შვილთაშვილსა და პორტუგალიის მეფე [[ჟუან VI]]-ის შვილიშვილს, ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტ [[სებასტიან დე ბურბონ-ბრაგანსა|სებასტიან დე ბურბონ-ბრაგანსას]]. სებასტიანი აქამდე დაქორწინებული იყო მარია კრისტინას დეიდაზე, მარია ამალია დე ბურბონ-სიცილიელზე, რომელიც უშვილოდ გარდაიცვალა. თავისი მემკვიდრული უფლებების გამო ესპანეთის ტახტზე, სებასტიანს კონფლიქტი ჰქონდა როგორც პორტუგალიის მეფესთან, ასევე ესპანეთის დედოფალ-რეგენტ [[მარია კრისტინა სიცილიელი|მარია კრისტინა სიცილიელთან]]. თუმცა, სებასტიანი და მარია კრისტინა სამეფო კარზე ცხოვრობდნენ, როგორც დედოფალ ისაბელ II-ის ბიძაშვილები.
 
1868 წელს ესპანეთში მონარქიის დამხობასთან ერთად, მარია კრისტინამ და მისმა ოჯახმა დატოვა ესპანეთი და საფრანგეთში გაიქცა. სწორედ აქ, 1875 წელს გარდაიცვალა სებასტიანი. შემდგომში, ესპანეთში ბურბონთა რესტავრაციასთან ერთად, მარია კრისტინა ესპანეთში დაბრუნდა და სამეფო კარზე დასახლდა, სადაც 1902 წელს გარდაიცვალა 68 წლის ასაკში.
 
== შვილები ==
ხაზი 89:
[[კატეგორია:ბურბონები]]
[[კატეგორია:ესპანეთის ბურბონები]]
[[კატეგორია:დედოფალ მარია ლუიზას ორდენის კავალერებიკავალრები]]