მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონ-სიცილიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის შეცვლა using AWB
ხაზი 15:
|დედა = ლუიზ ორლეანელი
}}
'''მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონ-სიცილიელი''' ({{lang-es|María de las Mercedes de Borbón-Dos Sicilias}}; დ. [[23 დეკემბერი]], [[1910]] — გ. [[2 იანვარი]], [[2000]]) — [[ბურბონთა დინასტია|ბურბონთა დინასტიის]] სიცილიური შტოს წარმომადგენელი. ბარსელონას გრაფინია როგორც ესპანეთის მეფე [[ალფონსო XIII]]-ის უმცროსი ვაჟის, [[ხუან ესპანელი|ხუან ესპანელის]] მეუღლე. ესპანეთის მეფე [[ხუან კარლოს I]]-ის დედა და ესპანეთის დღევანდელი მეფის, [[ფილიპე VI]]-ის ბებია.
 
== ბიოგრაფია ==
მარია დაიბადა 1910 წლის 23 დეკემბერს მადრიდში. იგი იყო ორი სიცილიის მეფე [[ფერდინანდ II (ორი სიცილია)|ფერდინანდ II]]-ის შვილიშვილის, პრინცი კარლო დე ბურბონ-სიცილიელისა და მისი მეუღლის, საფრანგეთის მეფე [[ლუი-ფილიპ ორლეანელი|ლუი ფილიპე I]]-ის შვილიშვილ ლუიზ ორლეანელის ქალიშვილი. მიუხედავად ამისა, დაბადებისთანავე, იგი ესპანეთის ინფანტას რანკში აიყვანეს. [[ესპანეთის მეორე რესპუბლიკა|ესპანეთის მეორე რესპუბლიკის]] ჩამოყალიბების შემდეგ, მისმა ოჯახმა დატოვა მადრიდში და სევილიაში გადასახლდა. საბოლოოდ [[ფრანსისკო ფრანკო|ფრანსისკო ფრანკომ]] მათი ოჯახი ესპანეთიდან გააძევა, რის გამოც ისინი ჯერ კანში, შემდეგ კი პარიზში დასახლდნენ, სადაც მათ ლუვრის სასახლე დაუთმეს, სადაც მიიღო მარიამ განათლება.
 
1935 წლის 14 იანვარს მარია დე ლას მერსედესი რომში დაესწრო ესპანეთის მეფე [[ალფონსო XIII (ესპანეთი)|ალფონსო XIII-]]ის ასულ [[ბეატრის ესპანელი|ბეატრის ესპანელის]] ქორწილს. აქ მარიამ გაიცნო ბეატრისის ძმა, ესპანეთის ინფანტი და საკუთარი მომავალი ქმარი [[ხუან ესპანელი|ხუანი]], მეფე ალფონსო XIII-ის მეოთხე ვაჟი. ხუანი და მარია სულ მალე, 1935 წლის 12 ოქტომბერს დაქორწინდნენ რომში. 1941 წლის 8 მარტს მისმა ქმარმა ბარსელონას გრაფის წოდება მიიღო, რის შემდეგაც მარია დე ლას მერსედესიც ბარსელონას გრაფინიად გვევლინება. ხუანსა და მარიას, მრავალწლიანი ქორწინებიდან სულ ოთხი შვილი შეეძინათ:
ხაზი 26:
# ალფონსო (1941-1956), ესპანეთის ინფანტი, გარდაიცვალა ახალგაზრდა და დასაოჯახებელი.
 
ხუანი და მარია ჯერ რომში, შემდეგ კი კანში ცხოვრობდნენ, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად, ისინი შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში დასახლდნენ ხუანის დედის, დედოფალ [[ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი|ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის]] რეზიდენციაში. ომის დასრულებასთან ერთად წყვილმა დატოვა შვეიცარია და პორტუგალიაში გადასახლდა.
 
1953 წელს ესპანეთის სამეფო ოჯახი და მათ შორის ბარსელონას გრაფინიაც დაესწრო [[ელისაბედ II]]-ის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლად კურთხევის ცერემონიალს.
 
1975 წელს ესპანეთში მონარქია აღსდგა და ტახტზე მარიას ვაჟი [[ხუან კარლოს I]] ავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მარიას ქმარი ცოცხალი იყო, მან უარი თქვა ტახტზე თავისი ვაჟის სასარგებლოდ. მარია და ხუანი ესპანეთში მხოლოდ 1976 წელს დაბრუნდნენ.
 
1982 წელს სასახლეში დაცემის შედეგად მარიამ მენჯის ძვალი, ხოლო 1985 წელს ბარძაყის ძვალი მოიტეხა, რის გამოც იგი იძულებული გახდა ინვალიდის ეტლით გადაადგილებულიყო. 1993 წელს მარია დე ლას მერსედესი დაქვრივდა.
 
1995 წელს მისი ორგანიზებით შედგა მისი შვილიშვილის, ინფანტა ელენას ქორწინება, ქალაქ სევილიაში. ამ ქალაქში ქორწილი მარიას მკაცრი მოთხოვნის გამო შედგა, რადგანაც სევილია მას თავისი ახალგაზრდობის ბედნიერ წლებს ახსენებდა.
 
მარია დე ლას მერსედესი გარდაიცვალა 2000 წლის 2 იანვარს, 89 წლის ასაკში, გულის შეტევით, საკუთარ რეზიდენციაში კანარის კუნძულებზე. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ქალაქ მადრიდის [[ესკორიალი|ესკორიალის]] სამეფო აკლდამაში.
 
== ლიტერატურა ==
ხაზი 50:
[[კატეგორია:ბურბონები]]
[[კატეგორია:დედა დედოფლები]]
[[კატეგორია:დედოფალ მარია ლუიზას ორდენის კავალერებიკავალრები]]