მარია ანუნსიატა დე ბურბონ-სიცილიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

კატეგორიის შეცვლა using AWB
(კატეგორიის შეცვლა using AWB)
 
== ბიოგრაფია ==
[[ფაილი:Karl Ludwig von Österreich und Maria Annunziata di Borbone.jpg|მარცხნივ|მინი|337x337პქ|მარია ანუნსიატა 1864 წელს ქმართან ერთად]]
მარია ანუნსიატა დაიბადა 1843 წლის 24 მარტს კაზერტის სამეფო სასახლეში. იგი იყო ორი სიცილიის მეფე [[ფერდინანდ II (ორი სიცილია)|ფერდინანდ II]]-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ [[მარია ტერეზია ავსტრიელი (1816-1867)|მარია ტერეზია ავსტრიელის]] მეოთხე შვილი და პირველი ქალიშვილი. მას მამის მხრიდან პაპა-ბებიად მეფე [[ფრანჩესკო I (ორი სიცილია)|ფრანჩესკო I]] და დედოფალ [[მარია ისაბელ ესპანელი]], ხოლო დედის მხრიდან ტეშენის ჰერცოგი [[კარლ ლუდვიგ ავსტრიელი|კარლ ლუდვიგი]] და ჰერცოგინია ჰენრიეტა ნასაუ-ვაილბურგელი ერგებოდნენ.
 
1859 წელს მამამისი გარდაიცვალა და ტახტი ანუნსიატას ნახევარ-ძმამ, მეფე [[ფრანჩესკო II (ორი სიცილია)|ფრანჩესკო II]]-მ დაიკავა, რომელმაც [[იტალიის გაერთიანება|რისორჯიმენტოს]] პირობებში 1861 წელს ტახტი დაკარგა, რის გამოც მათ ოჯახს რომში მოუწია ემიგრაციაში წასვლა. ამ ამბიდან მალევე, 1862 წლის 21 ოქტომბერს ვენეციაში მარია ანუნსიატა დააქორწინეს ერცჰერცოგ [[კარლ ლუდვიგ ავსტრიელი (1833-1896)|კარლ ლუდვიგ ავსტრიელზე]], ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ [[ფრანც იოზეფ I]]-ის უმცროს ძმაზე. იგი მისთვის მეორე ცოლი იყო, რამეთუ მისი პირველი მეუღლე, პრინცესა [[მარგარეტ საქსონიელი]] 1858 წელს დაიღუპა ტიფოიდური ცხელებით, ერცჰერცოგს კი მემკვიდრე სჭირდებოდა, რომლებიც მარია ანუნსიატამ გაუჩინა.
* Laut dem Artikel Maria Annunziata, in: Brigitte Hamann (Hrsg.): Die Habsburger, 1988, S. 303, wurde Maria Annunziata in Neapel geboren.
{{ავსტრიის ერცჰერცოგინიები ქორწინებით}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 24 მარტი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1843]]
[[კატეგორია:ბურბონები]]
[[კატეგორია:ტუბერკულოზით გარდაცვლილები]]
[[კატეგორია:დედოფალ მარია ლუიზას ორდენის კავალერებიკავალრები]]
33 234

რედაქტირება