თურქული ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
== თურქული ენები და თურქული ენა: განსხვავება ==
 
სახელწოდებით „თურქული ენები“ გრამატიკული სტრუქტურითა და ლექსიკურად [[ენათა ნათესაობა|ურთიერთმონათესავე]] ენათა ჯგუფს მოიაზრებენ, ხოლო სიტყვებში „თურქული ენა“ და „თურქი“ კი თანამედროვე [[თურქეთის რესპუბლიკა|თურქეთის რესპუბლიკის]] ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ენა და ამ ენაზე მომეტყველე ადამიანს გულისხმობს. თურქეთის დღევანდელ ტერიტორიას თურქეთი, ხოლო ამ ტერიტორიაზე მოსახლე მრავალეთნიკურ შემდგენლობას თურქები მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში ეწოდა.
 
დღესდღეობით თურქულ ენად მოიაზრება თანამედროვე [[თურქეთის რესპუბლიკა|თურქეთის რესპუბლიკის]] ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო [[ენა]]. უწინ ამ ტერიტორიაზე გავრცელებულ ენას '''ოსმალური''' (Osmanlıca ან Osmanlı Türkçesi,) ეწოდებოდა.
 
=== ოსმალურიდან თურქულამდე ===
 
{{მთავარი|ოსმალური ენა}}
 
ოსმალური ენის ოფიციალურ სფეროში გამოყენება [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]] [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] დამარცხების შემდეგ შეწყდა [[1923]] წელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსებასთან ერთად.
 
ფართო პოლიტიკური რეფორმების ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ე.წ სუფთა თურქულის (''öz Türkçe'') შექმნა, [[1923]] წელს პრეზიდენტ [[მუსტაფა ქემალ ათათურქი]]ს ([[1881]]-[[1938]]) ინიციატივით ფაქტობრივად შეიცვალა ენა:
 
# მრავალრიცხოვანი [[არაბული ენა|არაბული]] და [[სპარსული ენა|სპარსული]] ნასესხობები ახალ-ახალი თურქული ეკვივალენტებით ჩაანაცვლეს,
# მანამდე გამოყენებაში არსებული [[არაბული ანბანი]] კი – [[ლათინური ანბანი]]თ.
 
ამ ღონისძიებებს ხელი უნდა შეეწყო ახალი თურქული ენის ჩამოყალიბებაზე, რომელიც სასაუბრო ენას, - ანუ ერთი მხრივ '''საშუალო თურქულს''' ({{lang-tr|Orta Türkçe}}), რომელიც ვაჭრებისა და ზედა ფენების მეტყველებას წარმოადგენდა, ხოლო მეორე მხრივ '''ვულგარულ თურქულს''' ({{lang-tr|Kaba Türkçe}}), რომელიც დაბალი ფენების მეტყველებას უნდა დაფუძნებოდა.
 
ყოველივე კი შექმნიდა ერთგვარ დემონსტრატიულ ზღვარს ახალ თურქულ [[სახელმწიფო]]სა და ოსმალურ [[ტრადიცია]]ს შორის.
 
== თურქულ ენათა შიდა კლასიფიკაცია ==