შალვა ამირეჯიბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
ლიტერატურული მოღვაწეობა 1910-იან წლებში დაიწყო, იყო ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ "კლდის" თანამშრომელი, რომელშიც ნაწარმოებებს ბეჭდავდა "ფარსმან-ფარუხის" ფსევდონიმით. 1915 წლიდან გახდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთების "სამშობლოსა" და "საქართველოს" მუდმივი ავტორი. სავარაუდოა, რომ მისი ფსევდონიმები იყო აგრეთვე "ჩორჩანელი", "შ.ა." და "ა.-ი". ამ პერიოდში გამოაქვეყნა მისი ნაწარმოებები: "დიმიტრი ყიფიანის პოლიტიკური კრედი" ("კლდე", 1912 № 14 ), "შოთა რუსთაველი" ("კლდე", 1913 № 16), "ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების გამო" ("საქართველოს", 1915, № 60), "ვალერიან გუნია" ("საქართველო", 1917, № 92), "ქართველი მენშევიკები" ("საქართველო", 1918, № 8), "ამიერ-კავკასიის სეიმი" ("საქართველო", 1918 № 11), "დამოუკიდებლობა" ("საქართველო, 1918, № 232"), "თბილისის უნივერსიტეტი" ("საქართველო", 1921, № 18) და სხვა.
 
1916 წელს ამირეჯიბი გაიწვიეს I მსოფლიო ომში. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და გახდა [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე. ს. კედიასა და რ. გაბაშვილთან ერთად იგი წარმოადგენდა ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციას დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში. 1919 წელს ამირეჯიბმა ცოლად შეირთო მსახიობი [[ვერიკო ანჯაფარიძე]], რომელიც დიდხანს იყო მისი გატაცებისა და პოეტური შთაგონების საგანი, უძღვნა მრავალი ლექსი, ზოგიერთი მათგანი შევიდა 1920 წელს გამოსული ლირიკული ლექსების პატარა კრებულში "მინანქრები". ამირეჯიბს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ სიმბოლისტ მწერლებთან. მეგობრობდა "ცისფერყანწელებთან" — [[გიორგი ლეონიძე]]სთან, [[პაოლო იაშვილი|პაოლო იაშვილთან]], [[ტიციან ტაბიძე]]სთან და სხვებთან. მისი ორი ლექსი "მასკარადი" და "ლეკური" შევიდა "ახალი„ახალი პოეზიის ანთოლოგიაში" (ქუთაისი, 1919). 1920 წელს გახდა [[საქართველოს დსამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრი, როგორც [[ნიკო ნიკოლაძე|ნიკო ნიკოლაძის]] უფლებამონაცვლე.

1922-1924 წლებში ამირეჯიბმა შექმნა მიძღვნები და ეპიგრამები ს. ყანჩელის, შ, დადიანის, პ. ქავთარაძის, [[გრიგოლ რობაქიძე|გრიგოლ რობაქიძის]], გ. ლეონიძის, შ. შარაძის, ი. გრიშაშვილის, კ. ანდრონიკაშვილისა და სხვების მიმართ. ამავე პერიოდს ეკუთვნის არაერთი შესანიშნავი ლირიკული ლექსი: "შემოდგომა", "ქუთათური სერენადა", "ანტიანაკრეონტი", "მშვიდობით, მწვანე კიკეთო", "ქანდაკი", "რევოლუცია", "მუზას" და სხვა. 1922 წელს ვ. აბაშიძის სასცენო მოღვაწეობის 50 წლისთავთან დაკავშირებით გამოსცა პატარა წიგნი — "ვასილ აბაშიძე".
 
შალვა ამირეჯიბი გვერდში ამოუდგა ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამზრახველი გახდა ახალი რეჟიმის წინააღმდეგ. ბრძოლაში. წარუმატებელი [[აგვისტოს აჯანყება|1924 წლის აგვისტოს აჯანყების]] შემდეგ, 1925 წელს, იგი უცხოეთში გაიხიზნა. ცხოვრობდა უმეტესწილად საფრანგეთსა და გერმანიაში.
 
ემიგრაციაში შალვა ამირეჯიბი თავის ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებსა და პუბლიკაციურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში — "სამშობლო", "დამოუკიდებელი საქართველო", "ბედი ქართლისა", "კავკასიონი". 1940 წელს ბერლინში დააარსა საკუთარი ჟურნალი "ახალი დროება". ამირეჯიბის ემიგრანტული პერიოდის ლექსებიდან აღსანიშნავია "მამულს", "კოტე აბხაზის სიკვდილზე", "კოტე ანდრონიკაშვილს", "ელენე აბხაზს", "რუბაიები", "სოფელი", "შლვა შატაშიძეს", "ვერა ფაღავას" და სხვა. მისი მოგონება "ქაქუცა ხევ-გრძელზედ" გვიხატავსასახავს [[ქაქუცა ჩოლოყაშვილი]]ს თავდადებული ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდს.
 
==ლიტერატურა==