ანა სფორცა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 19:
ანა დაიბადა 1476 წლის 21 ივლისს. იგი იყო მილანის ჰერცოგ [[გალეაცო მარია სფორცა|გალეაცო მარია სფორცასა]] და მისი მეორე ცოლის, [[ბონა სავოიელი|ბონა სავოიელის]] ნაბოლარა ასული. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია მილანის ჰერცოგი [[ფრანჩესკო I სფორცა|ფრანჩესკო I]] და [[ბიანკა მარია ვისკონტი]], ხოლო დედის მხრიდან სავოიის ჰერცოგი ლუდოვიკო სავოიელი და [[ანა კვიპროსელი]] ერგებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დეიდამისი იყო საფრანგეთის დედოფალი [[შარლოტა სავოიელი]] და მაშასადამე, საფრანგეთის მეფე [[შარლ VIII]] მისი დეიდაშვილი იყო. მას სამი ღვიძლი და-ძმა ჰყავდა: მილანის ჰერცოგი [[ჯან გალეაცო სფორცა|ჯან გალეაცო]], ტორტონას მარკიზი ერმესი და საღვთო რომის იმპერატრიცა [[ბიანკა მარია სფორცა]]. ამას გარდა, მისი ნახევარ-და იყო ე.წ. „ფორლელი ვეფხვი“ [[კატერინა სფორცა]]. ასევე ჰყავდა მამიდა, [[იპოლიტა მარია სფორცა]], რომელიც ნეაპოლის მეფეს გაჰყვა ცოლად და ერთი ბიძაც, მომავალში მილანის ჰერცოგი [[ლუდოვიკო სფორცა]], რომელმაც ანას მულზე, [[ბეატრიჩე დ’ესტე|ბეატრიჩე დ’ესტეზე]] იქორწინა.
 
მისი დაბადებიდან სულ ერთ თვეში, შეთქმულებმა მამამისი მოკლეს, რის გამოც მილანის ჰერცოგი მისი შვიდი წლის ძმა, ჯან გალეაცო გახდა, რომლის ნაცვლადაც ფაქტიურადფაქტობრივად ლუდოვიკო სფორცა მართავდა. 1477 წელს ანა დანიშნეს ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგ ერკოლე I-ის ვაჟ [[ალფონსო I დ’ესტე|ალფონსოზე]]. მისი და ალფონსოს ქორწილი 1491 წლის 12 იანვარს შედგა, რა დროსაც ანა თოთხმეტი წლის იყო. საქორწინო ცერემონიალს მოჰყვა დიდი ბანკეტი, ზეიმი და თეატრალური პრეზენტაციები. ამის მიუხედავად, ქორწინება უიღბლო იყო. ქერა და ნაკლებად ქალური ანა, თითქმის ყოველთვის კაცივით იცვამდა და ქმართან სარეცელს არ იყოფდა. იგი ყოველთვის ქალთა კომპანიაში ყოფნას ამჯობინებდა, ღამეებს კი პატარა შავკანიან მონასთან ერთად ატარებდა.
 
ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ, საბოლოოდ ანა დაფეხმძიმდა. 1497 წლის 20 ნოემბერს, ანამ ვაჟი გააჩინა, რომელზე მშობიარობასაც გადაჰყვა 21 წლის ასაკში. ზოგი წყარო მოგვითხრობს, რომ ახალშობილი მონათლეს და მალევე დაიღუპა, ზოგიერთი კი ამბობს, რომ ვაჟს ალესანდრო დაარქვეს და იგი მხოლოდ 1514 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს სან ვიტოს მონასტერში. ალფონსომ ვერ შეძლო თავისი ცოლის დაკრძალვაზე დასწრება, რადგანაც ამ დროს იგი [[სიფილისი|სიფილისისგან]] იტანჯებოდა და სახე იმდენად ჰქონდა დამახინჯებული, რომ გარეთ არ გადიოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანა_სფორცა“-დან