ვლადისლავ II (უნგრეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ვლადისლავი დაიბადა 1456 წლის 1 მარტს კრაკოვში. იგი იყო პოლონეთისა და ლიტვის მეფე [[კაზიმირ IV]]-ისა და მისი ცოლის, დედოფალ [[ელიზაბეთ ავსტრიელი (1436-1505)|ელიზაბეთ ავსტრიელის]] პირველი შვილი. დედის მხრიდან იგი გერმანიის მეფე [[ალბრეხტ II ჰაბსბურგი|ალბრეხტ II]]-ის შვილიშვილი და უნგრეთის მეფე [[სიგიზმუნდ I ლუქსემბურგი|სიგიზმუნდ I]]-ის შვილთაშვილი იყო.
 
1471 წელს გარდაიცვალა ბოჰემიის მეფე გეორგ პოდებრადი, რომელსაც მემკვიდრე არ დარჩა, ამიტომაც მისმა ქვრივმა ვლადისლავს შესთავაზა ბოჰემიის ტახტზე ასვლა, რაზეც მისგან დასტური მიიღო. როდესაც იგი ბოჰემიაში ჩავიდა მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო, ქვეყანა ათას ნაწილად იყო გახლეჩილი და სახელმწიფოს ფაქტიურადფაქტობრივად მეფის მრჩეველები განაგებდნენ. ბოჰემიელებმა მას "მეფე დიახ" შეარქვეს. ეს ცხადია დამცინავი და დამამცირებელი იყო, რადგან ვლადისლავმა ჩეხურად მხოლოდ სიტყვა "დიახ" იცოდა, დანარჩენ დროს კი პოლონურად, ან ლათინურად საუბრობდა.
 
მისი გამეფებისას ბოჰემიის სამეფო გვირგვინში შედიოდა მეზობელი სილეზია, მორავია და ლუზატიაც, რომლის მმართველებიც დიდი ურჩობით გამოირჩეოდნენ. ვლადისლავმა მათთან ბრძოლებით ვერაფერი გააწყო, ამიტომაც საბოლოოდ მოისყიდათ. უნდა ითქვას, რომ გაყოყოჩებული დიდებულების დაშოშმინებამ ჩეხეთი ფეხზე წამოაყენა. 1490 წელს გარდაიცვალა უნგრეთისა და ხორვატიის მეფე [[მატიაშ ჰუნიადი]]. მას მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომაც ვლადისლავი, როგორც მეფე სიგიზმუნდ I-ის პირდაპირი შთამომავალი უნგრეთის მეფე ხდება. 21 სექტემბერს, სეკეშფეჰერვარში შედგა მისი უნგრეთის მეფედ კურთხევა.