ჟანა დე ვალუა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 44:
მას შემდეგ, რაც შარლ VIII უბედური შემთხვევის შედეგად (დაბალ კარში შედიოდა, სადაც ჭერს თავი ისე მიარტყა, რომ შერყევა მიიღო და დაიღუპა), ჟანას ქმარი [[ლუი XII]] საფრანგეთის მეფე გახდა, მან მალევე მოითხოვა რომის პაპისაგან ჟანასთან განქორწინება და თან პაპს გარდაცვლილი შარლის ცოლზე, ქვრივ დედოფალ [[ანა ბრეტონელი|ანა ბრეტონელზე]] დაქორწინება სთხოვა. ანა ბრეტანის ჰერცოგინია და მისი უკანასკნელი მმართველი იყო, მასზე ქორწინებით კი ლუი ბრეტანსაც შემოიმტკიცებდა და მემკვიდრესაც მიიღებდა.
[[ფაილი:St. Jeanne de Valois.jpg|მინი|379x379პქ|წმ. ჟანა დე ვალუას ხატი]]
ლუის იმდენად სურდა ჟანასთან განქორწინება და ანაზე დაქორწინება, რომ რომის პაპს ზედიზედ რამდენიმე ელჩობა გაუგზავნა. იგი პაპ [[ალექსანდრე VI (პაპი)|ალექსანდრე VI]]-ს უმტკიცებდა, რომ ქორწინება აუცილებლად უნდა ეცნო ბათილად. ლუი აცხადებდა, რომ ჟანასთან ქორწინების დროს იგი თოთხმეტი წლის, ანუ არასრულწლოვანი იყო, ასევე მისი უამრავი ფიზიკური მანკიერების გამო არასდროს არ წოლილა მასთან და ამის გამო ფაქტიურადფაქტობრივად ქორწინება არც არსებობდა. ამ ფაქტმა დედოფალი ცხადია განარისხა და ლუის საწინააღმდეგოდ განაცხადა, რომ მასთან სამჯერ ან ოთხჯერ გაიყო სარეცელი. დედოფალს შემოწმებაც კი ჩაუტარდა, რითაც დამტკიცდა, რომ იგი ქალწული არ იყო. ამით ფაქტიურადფაქტობრივად ჟანამ მოიგო დავა, მაგრამ რომის პაპმა ალექსანდრემ ლუის მაინც მისცა განქორწინება. 1498 წლის 15 დეკემბერს რომის პაპმა პირადად თავისი ვაჟი [[ჩეზარე ბორჯია]] გააგზავნა საფრანგეთში, რომელმაც მათ განქორწინების საბუთი ჩაუტანათ და თანაც იქვე ჟანას ფრეილინაზე, შარლოტ დ'ალბრეზე დაქორწინდა. პაპმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ იტალიური ომის მძვინარების ეპოქაში არ სურდა საფრანგეთის მეფის გადამტერება. სასახლიდან მიმავალმა ყოფილმა დედოფალმა განაცხადა, რომ იგი ყოველდღე ილოცებდა ლუის სულის გადასარჩენად. დედოფლის სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ მას ბერის ჰერცოგინიობა მიენიჭა, რის შემდეგაც იგი სწორედ ბერის საჰერცოგოში დასახლდა და იქვე გარდაიცვალა.
 
== რელიგიური ცხოვრება და წმინდანობა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟანა_დე_ვალუა“-დან