საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
remove cross-wiki spam, please see m:User:GeneralNotability/Paper_sockfarm_AAR for more information
No edit summary
ხაზი 78:
1869 წელს დაიწყო ბიბლიოთეკის ახალი შენობის მშენებლობა კავკასიის მუზეუმიდან 60-იოდე მეტრის დაშორებით. 1871 წელს ბიბლიოთეკა ახალ შენობაში გადავიდა. კავკასიის მუზეუმის და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის ლეგენდარული დირექტორის, გუსტავ რადეს გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკის დაკომპლექტების და, საერთოდ, ფუნქციონირების საქმე აირია. 1913 წლის 3 დეკემბერს ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა კავკასიის მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკად გარდაიქმნა და მთლიანად შეერწყა კავკასიის მუზეუმს. 1914 წელს [[კავკასიის მუზეუმი]]ს ახალი შენობის მშენებლობის გამო ბიბლიოთეკა დაიხურა, ფონდები კი ყუთებში ჩაალაგეს და 10 წელი სარდაფებში ინახებოდა.
 
1923 წლის 30 მაისს სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით დაარსდა საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკისა და 1918 წელს დაარსებული პარლამენტის ბიბლიოთეკის ბაზაზე. ექვემდებარებოდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატს, 1953 წლიდან ახლადშექმნილ კულტურის სამინისტროს, ხოლო 1996 წლიდან საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაშია. 1923 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1926 წლიდან რეგურალურადრეგულარულად იღებდა საბჭოთა კავშირის ბეჭდური პროდუქციის აუცილებელ უფასო ეგზემპლარს საბჭოთა კავშირის ყველა ენაზე, 1950 წლიდან მხოლოდ რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ევროპულ ენებზე, 1923 წლიდან რეგულარულად საქართველოს ბეჭდური პროდუქციის აუცილებელ უფასო ეგზემპლარს (2 ერთ.)
 
1929 წელს ბიბლიოთეკას გადაეცა ყოფილი სათავადაზნაურო ბანკის შენობის ნაწილი (დღეს I კორპ.) 1931 წელს სამკითხველო დარბაზები გაიხსნა მკითხველთათვის. 1937 წელს ბიბლიოთეკას გადაეცა 1880-1927 წლებში მოქმედი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, რომელმაც შეავსო საჯარო ბიბლიოთეკის ფონდი და გახადა იგი ეროვნული ნაბეჭდი ერთეულის ყველაზე სრულყოფილი კოლექციის მფლობელად. 1939 წელს დასრულდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდების გენერალური სისტემატური და ანბანური კატალოგების შედგენა. ბიბლიოთეკა 1957 წლიდან აწარმოებს საერთაშორისო წიგნთგაცვლას. 1953 წელს ბიბლიოთეკას გადაეცა მიმდებარე შენობა (დღეს II კორპუსი), ხოლო 1987 წელს იმავე ქუჩაზე არსებული ყოფილი სააქციო ბანკის შენობა (დღეს III კორპუსი). 1971 წელს დაიწყო ბიბლიოთეკის წიგნთსაცავის კორპუსის მშენებლობა (დამთავრდა 1977 წელს).