მარია ამალია საქსონიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(ბოტი: Maria_Amalia_(Francesco_Liani).jpg შეიცვალა Francesco_Liani_-_Ritratto_equestre_di_Maria_Amalia_di_Sassonia.jpg-ით)
ხაზი 35:
 
1738 წლის 19 ივნისს მარია ამალია და კარლი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. მათი შეხვედრის საზეიმო ღონისძიება 3 ივლისამდე გაგრძელდა, 4 ივლისს კი მარია ამალია თავის მეუღლესთან ერთად ნეაპოლში შევიდა.<ref>Harold Acton, I Borboni di Napoli (1734–1825), Florence, Giunti, 1997.</ref> ამის აღსანიშნავად კარლმა ბანკეტი გამართა სადაც მისი ბრძანებით მთელი სამეფოს ყველაზე წარჩინებული ოჯახები დაპატიჟეს.
[[ფაილი:Francesco Liani - Ritratto equestre di Maria Amalia (Francescodi Liani)Sassonia.jpg|მარცხნივ|მინი|ცხენზე ამხედრებული დედოფალი მარია ამალია საქსონიელი]]
მათი ქორწინება თავიდანვე კარგად დაიწყო. ამის გაგებამ დედოფალი ელიზაბეტა ძალიან გაახარა და ესპანეთში სახალხოდ გამოაცხადა, რომ კარლი თავის ცოლთან ბედნიერად ცხოვრობდა. მარია ამალიას ისტორიკოსები აღწერენ როგორც ძალიან ლამაზ ქალს, იგი ასევე იყო ჩინებული მხედარი და კარლს ნადირობის დროს ყოველთვის თან ახლდა, რაც კარლს ძალიან მოსწონდა. როგორც დედოფალს, დიდი გავლენა ჰქონდა ქვეყნის პოლიტიკაზე, მიუხედავად მისი ხშირი ავადმყოფობებისა იგი მაინც აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვის საქმეებში. მან დაასრულა არაერთი პოლიტიკოსის კარიერა რადგან ისინი არ მოსწონდა. <ref>Dizionario Biografico degli Italiani – Volume 70 (2007)</ref>მარია ამალიას არ სჭირდებოდა იმის დამალვა, რომ პოლიტიკაში აქტიურად ერეოდა, 1747 წელს კი პირველი ვაჟის გაჩენის აღსანიშნავად კარლმა მას ადგილი უბოძა სამეფო საბჭოში. ესპანური ზეწოლიგან ნეაპოლის განთავისუფლებისათვის მარია ამალია ყველაფერს აკეთებდა. <ref>Dizionario Biografico degli Italiani – Volume 70 (2007)</ref>1742 წელს [[ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის|ავსტრიის ტახტისათვის ატეხილი ომის]] დროს მან კარლი დაარწმუნდა და ნეაპოლი ნეიტრალურ მდგომარეობაში დარჩა, რის გამოც მათ [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანეთისაგან]] მომავალი საფრთხე აიცილეს, რადგან თუკი ნეაპოლი ავსტრიის ტახტისთვის ბრძოლას დაიწყებდა ბრიტანეთი პირველ რიგში მას დაესხმებოდა თავს როგორც სუსტ მეტოქეს და ამით კარგ პლაცტარმას მიიღებდა. 1744 წელს ამავე ომის დროს მარია ამალიას გავლენით ნეაპოლმა ბრიტანეთს დაუჭირა მხარი, რომელიც [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[ავსტრია|ავსტრიას]] ებრძოდა. 1754 წელს ასევე მისი გავლენით საგარეო მინისტრად დანიშნეს [[ბერნარდო ტანუჩი]], რომელიც მარია ამალიას მოკავშირე იყო.