იოსებ ბარათაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
 
==ბიოგრაფია==
[[1895]] წელს დაამთავრა [[თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია]], ხოლო [[1900]] წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და იმავე წელს დაბრუნდა სამშობლოში. [[1905]] წლიდან ეწეოდა აქტიურ საადვოკატო მოღვაწეობას. გამოდიოდა დამცველად პოლიტიკურ საქმეებზე (მაგ., [[ჯორჯიაშვილი, არსენ|არსენ ჯორჯიაშვილის]] საქმე, [[1917]]). [[1901]] წელს იყო [[საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია|საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის]] ერთ-ერთი დამაარსებელი და პარტიის არსებობის მანძილზე შედიოდა მის მთავარ კომიტეტში. [[1906]] წელს აირჩიეს [[რუსეთირუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმა|რუსეთის]] პირველი სახელმწიფო სათათბიროს]] დეპუტატად. სრულად იზიარებდა რა ქართველ ფედერალისტთა და პარტიის ლიდერის [[არჩილ ჯორჯაძე|არჩილ ჯორჯაძის]] იდეას საქართველოს პოლიტიკურ-ტერიტორიული ავტონომიის შესახებ, მან ეს საკითხი დააყენა სახელმწიფო სათათბიროს წინაშე. იმავდროულად, გამოდიოდა სიკვდილით დასჯის გაუქმების მოთხოვნით. სათათბიროში მის საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევდა [[ილია ჭავჭავაძე]]. სათათბიროს დაშლის შემდეგ ბარათაშვილმა ხელი მოაწერა ე.წ. [[ვიბორგის საპროტესტო მოწოდება|ვიბორგის საპროტესტო მოწოდებას]], რისთვისაც სხვა ხელმომწერებთან ერთად გაასამართლეს.
 
ბარათაშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში: იგი იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] წევრი და [[ქართული დრამატული საზოგადოება|ქართული დრამატული საზოგადოების]] გამგეობის თავმჯდომარის ([[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]]) მოადგილე. ამასთან, მისი პუბლიცისტური წერილები მუდმივად ქვეყნდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში („[[ივერია (გაზეთი)|ივერია]]“, „[[სახალხო საქმე]]“ და სხვა). ამასთან, [[1901]]-[[1917]] წლებში იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. მნიშვნელოვანია მისი დამსახურება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში, რაც წარმატებით დაგვირგვინდა [[1917]] წელს. იმავდროულად, იგი იყო „თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების“ წევრი, რომლის აქტიური მხარდაჭერით [[1918]] წელს დააფუძნეს [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]].