შაფაქ-ასიმანის გაზის საბადო: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''შაფაქ-ასიმანის გაზსადენი''' (აზერბ. Şəfəq və...
(განსხვავება არ არის)

21:40, 31 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

შაფაქ-ასიმანის გაზსადენი (აზერბ. Şəfəq və Asiman) — ოფშორული გეოლოგიური სტრუქტურების დიდი კომპლექსი კასპიის ზღვაში, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 125 კმ-ზე. შაფაქისა და ასიმანის სტრუქტურებს ადრე უწოდებდნენ, შესაბამისად, „D8“ და „D10“.

ისტორია

2009 წლის 13 ივლისს ხელი მოეწერა შაფაქ-ასიმანის სტრუქტურების შესწავლის მემორანდუმს. თავდაპირველი შეთანხმების თანახმად, საზღვაო ბლოკს ერთობლივად განავითარებენ „BP“ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR). ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს SOCAR-ის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა და BP-ის კვლევისა და წარმოების აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ინგლისმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, გორდონ ბრაუნის თანდასწრებით [1].

ურთიერთგაგების მემორანდუმს მოჰყვა შეთანხმების ხელმძღვანელთა ხელმოწერა საბაზრო კომერციული პრინციპების შესახებ, ერთობლივი საძიებო და განაშენიანების სფეროში, როვნაგ აბდულაევისა და BP-ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, რაშიდ ჯავანშირის მიერ, 2010 წლის 6 ივლისს, BP-ს პრეზიდენტის ტონი ჰეივარდის ვიზიტის დროს აზერბაიჯანში [2][3].

„PSA Shafag-Asiman“ ბლოკის განვითარება და შესწავლა მოიცავს 30 წლის პერიოდს, რომელთა პოტენციური გახანგრძლივება კიდევ 5 წლამდეა შესაძლებელი. შემდეგი ორი საძიებო ჭაბურღილი გაიხსნება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც საძიებო სამუშაოების შესაძლო გაგრძელებით კიდევ 3 წლით შეიძლება გახანგრძლივდეს. საძიებო სამუშაოების ყველა ხარჯს დაფარავს კომპანია „BP“.

ზოგის აზრით, შაფაქ-ასიმანის გაზსადენის განვითარება აზერი-ჩირაგ-გიუნაშლი პროექტის გაგრძელებაა, რომელსაც კომპანია BP ახორციელებს [4][5]. საძიებო სამუშაოები, სავარაუდოდ, დაიწყება 2016 წლის მეორე ნახევარში და გაგრძელდება 2017 წლის მეორე ნახევრამდე [6].

რეზერვუარი

ოფშორული ბლოკი თითქმის 1,100 კვადრატული კილომეტრის ფართობს მოიცავს, რომელიც აქამდე შესწავლილი არ ყოფილა. ველები განლაგებულია ღრმა წყლის მონაკვეთში 650–დან 800 მეტრამდე (2,130 –დან 2,620 ფუტამდე) წყალსაცავის სიღრმით დაახლოებით 7000 მეტრი (23,000 ფუტი) [1][7].

საწყისი მარაგი დაახლოებით 500 მილიარდი კუბური მეტრი გაზი და 65 მილიონი ტონა კონდენსატია. ადრე ბლოკში ჩატარებული 2D გეოფიზიკური გამოკვლევები მიუთითებს, რომ ამ ღრმად ჩაყრის სტრუქტურებში შეიძლება დიდი რაოდენობით გაზი იყოს. 3D სეისმური კვლევა სამ ეტაპად ხორციელდება კასპიის გეოფიზიკის მიერ „BP“ კონტრაქტით.

პირველი ეტაპი დასრულდება 2011 წელს. მონაცემთა დამუშავების მეორე ეტაპი 2012 წელს და მონაცემთა ინტერპრეტაციის მესამე ეტაპი კი 2014 წლის პირველ ნახევარში.

რესურსები ინტერნეტში

  1. 1.0 1.1 „BP and SOCAR Sign MOU To Explore New Caspian Acreage“ (პრეს-რელიზი). BP. 2009-07-13. ციტირების თარიღი: 2010-05-21.
  2. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის today არ არის მითითებული ტექსტი; $2
  3. „Tony Hayward's Visit to Azerbaijan“. Financial. 2010-07-07. ციტირების თარიღი: 2010-07-07.
  4. Jeremy Beckman (2010-05-01). „Operators chasing further reserves in established/emerging offshore Middle East plays“. Offshore Magazine. ციტირების თარიღი: 2010-07-07.
  5. „Azerbaijan’s SOCAR and BP sign new agreement“. News.az. 2010-07-06. ციტირების თარიღი: 2010-07-07.
  6. E.Ismayilov (2011-08-08). „BP-Azerbaijan to launch drilling on Shafag-Asiman in 2016 (UPDATE)“. Trend News Agency. ციტირების თარიღი: 2011-09-08.
  7. „BP ilə ARDNŞ arasında “Şəfəq” və “Asiman” perspektiv strukturlarının birgə geoloji-kəşfiyyatı və işlənməsinə dair anlaşma memorandumu imzalanıb“ [BP and SOCAR signed an MOU for joint development and exploration of Shafag and Asiman prospect structures]. Azeri Press Agency. 2010-06-13. ციტირების თარიღი: 2010-07-07.