ბაქარ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 40:
მცირეწლოვანი ბაქარი მირიან მეფემ იმპერატორ [[კონსტანტინე დიდი|კონსტანტინესთან]] დაზავებისას მძევლად გააგზავნა ([[ლეონტი მროველი]], „[[მეფეთა ცხოვრება]]“). მირიანის მიერ ქრისტიანობის აღიარების შემდეგ ბაქარი სამშობლოში დააბრუნეს.
 
ბაქარის ტახტზე ასვლას თან ახლდა დაძაბულობა მირიანის მემკვიდრეებს შორის. ჯერ კიდევ მირიანის სიცოცხლეში [[რევი|რევს]], მირიანის უფროს ვაჟს, რომელიც დაქორწინებული იყო სომეხთა მეფის თრდატის ასულ სალომეზე („მოქცევაი ქართლისაი“ს სალომე უჯარმელი), სამემკვიდრეო წილად ხვდა ქართლის სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთი პროვინციები, კახეთ-კუხეთი. რევის გარდაცვალების შემდეგ სალომეს სომხეთის სამეფო კარის დახმარებით უცდია ქართლის ტახტზე თავისი ძის დასმა. ბაქარს დიდი ბრძოლის გადახდა მოუწია ტახტის დასაუფლებლად. მეტოქის ჩამოსაცილებლად ბაქარმა კავშირი შეკრა სპარსეთთან და თავის ირანელ სიძესთან (დის ქმარი), რანის გამგებელ ფეროზთან. მათი დახმარებით სომხებს სძლია.<ref>„ქართლის ცხოვრება“. ტ. I, გვ. 131.</ref> ბიზანტიელთა და სპარსელთა შუამავლობით ბაქარმა თავის მეტოქე ძმისწულს სამფლობელოდ დაუტოვა მხოლოდ კუხეთი და „დასხნა რუსთავს ერისთავად“. ამასთანავე ჩამოართვა წერილობითი პირობა, რომლის თანახმად, რევის შთამომავლები სამუდამოდ ამბობდნენ უარს ქართლის ტახტზე.
როგორც ცნობილია, ქართლის გაქრისტიანებას (ამ დროს ირანის შაჰი იყო [[შაპურ II]] (309-379)), ირანის მხრიდან მოკლე ხანში რაიმე საომარი მოქმედებები არ მოჰყოლია. ბაქარი ახერხებდა რომთანაც და ირანთანაც მშვიდობიანი ურთიერთობა შენარჩუნებინა. (ვახუშტის მიხედვით მან 22 წელს იმეფა). 338 წელს შაჰს დაუწყია ხანგრძლივი ომი სომხეთთან, დაუმორჩილებია ალვანეთი, მაგრამ ქართლამდე აღარ მოსულა, რადგან შუამდინარეთში ჰქონია მთავარი ფრონტის ხაზი გახსნილი. 363 წელს ირანსა და რომს შორის ახალი ზავი დაიდო. ამ ზავით მხარეები ისევ [[ნიზიბისის ზავი]]ს პირობებს უბრუნდებოდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართლი კვლავ რომის გავლენის სფეროდ რჩებოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაქარ_I“-დან