დანიშმენდები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- "Seljuqs_Eagle.svg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ JuTa-ს მიერ. მიზეზი: Source of derivative work not specified since 28 June 2020.
No edit summary
ხაზი 35:
აჰმედ დაულა ალფ-არსლანის [[ეჯიბი]] (სასახლის მსახურთა უფროსი) და მისი მემკვიდრის ''დანიშმენდი'' (სპარსულად [[სელჩუკთა სახელმწიფო|სელჩუკთა]] სახელმწიფოში სულთნის მემკვიდრის აღმზრდელს ეწოდებოდა) გახდა. ისტორიული წყაროების სიმცირის გამო, მისი მოღვაწეობის შესახებ ბევრი რამ უცნობია. აჰმედ დაულას მემკვიდრე დანიშმენდ ღაზი, სელჩუკების იმპერიაში დაწყებული შინა აშლილობის დროს ცნობილი გახდა, როგორც ისლამური რწმენის დამცველი (ღაზი). 1071 წელს, [[მანასკერტის ბრძოლა]]ში ბიზანტიის დამარცხების შემდეგ, დანიშმენდი სელჯუკთა ლაშქარს სარდლობდა [[კაპადოკია]]ში. მას [[ნიკსარი]]ს მიმდებარე ტერიტორია ერგო სამართავად.<ref>{{Cite book|url=http://worldcat.org/oclc/1059012180|title=The Armenians in the Medieval Islamic World : Medieval Cosmopolitanism and Images of Islamthirteenth to Fourteenth Centuries.|last=Seda.|first=Parsumean-Tatoyean,|isbn=9781351485746|oclc=1059012180}}</ref> 1086 წელს დანიშმენდ ღაზიმ [[რუმის სასულთნო]]ში არსებული შინააშლილობით ისარგებლა და საკუთარი სახელმწიფო ჩამოაყალიბა, რომლის დედაქალაქი [[ამასია]] გახდა.<ref>Fisher, p. 8.</ref>
 
1097 წელს [[დორილეის ბრძოლა]]ში [[ჯვაროსნები|ჯვაროსნებთან]] დამარცხდა. 1100 წელს, ღაზიმ ტყვედ ჩაიგდო [[ანტიოქიის სამთავრო|ანტიოქიის]] მთავარი [[ბოემონდ I]] და 1101 წელს ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთ გამარჯვებას მიაღწია. ის 1104 წელს გარდაიცვალა და ტახტზე მისი ვაჟი ემირ ღაზი გიუმიუშთექინი ავიდა. გიუმიუშთექინმა 1130 წელს [[კილიკიის სომეხთა სამეფო|კილიკიის სომხეთის]] მეფე [[ლევონ I]]-თან დადო კავშირი და ანტიოქიის მთავარი [[ბოემონდ II]] დაამარცხა. ანტიოქიაში ტერიტორიულ გაფართოვებასგაფართოებას ხელი შეუშალა ბიზანტიის იმპერატორის [[იოანე II (ბიზანტია)|იოანე II]]-ის ლაშქრობებმა, რომელიც ასევე პრეტენზიებს აცხადებდა ამ მიწებზე. 1131 წელს ალყაში მოაქცია [[ედესის საგრაფო]]ს ციხესიმაგრე კაისუნი, თუმცა მოხსნა ალყა მას შემდეგ რაც [[ჟოსლენ I (ედესა)|ჟოსლენ I]]-ი ციხის დასაცავად გამოემართა. ის 1134 წელს გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი შთამომავალი მეჰმედი ავიდა, რომელიც ბრძოლისუნარიანობით არ გამოირჩეოდა. სახელმწიფო სტაგნაციის გზას დაადგა, მიუხედავად ამისა მის სახელს უკავშირდება ქალაქ კაისერის თურქულ ქალაქად ჩამოყალიბება. 1134 წლიდან დანიშმენდების დინასტიის წევრები მალიქის (მეფის) ტიტულსაც ატარებენ, რომელიც მათ [[აბასიანთა სახალიფო|აბასიანთა]] ხალიფამ [[ალ-მუსთარშიდი|ალ-მუსთარშიდმა]] გადასცა. არ გამოირიცხება ისიც რომ ეს ტიტული უფრო ადრეც ჰქონოდათ.
 
1142 წელს როდესაც მეჰმედი გარდაიცვალა, დანიშმენიდთა მიწები გაინაწილა მისმა ორმა ძამ, მელიქ იაღიბასანმა, რომელმაც მელიქის ტიტული შეიანრჩუნა და სივასს განაგებდა და აინ ელ-დევლე, რომელიც მალათიაში გამაგრდა. ეს მოვლენა რუმის სულთანმა [[მასუდ I]]-მა სასიკეთოდ გამოიყენა და სივასი დაიმორჩილა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დანიშმენდები“-დან