ფილიპ III (ბურგუნდია): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
შედეგაც, ფილიპი თავს დაესხა ინგლისელთა კონტროლირებად ფრანგულ საპორტო ქალაქ კალეს, თუმცა ეს ალყა წარუმატებელი აღმოჩნდა, რამაც 1439 წელს ფილიპსა და შარლს შორის კვლავ დიდი უთანხმოება ჩამოაგდო. ამის საპასუხოდ, მომდევნო წელს, ფილიპმა ხელი შეუწყო ფრანგი დიდგვაროვნების აჯანყებას მეფის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიაში ცნობილია როგორც პრაგერია. თუმცაღა დოფინმა ლუიმ და მეფე შარლმა დიდგვაროვნების გადმობირება მარტივად მოახერხეს.
 
== გაფართოვებაგაფართოება და გარდაცვალება ==
მიუხედავად იმისა, რომ ფილიპე ძალიან აქტიურად ერეოდა საფრანგეთის პოლიტიკასა და ასწლიან ომში, იგი თავისი მმართველობის ძირითად დროს მაინც ბურგუნდიასა და მის გაფართოვებასგაფართოებას უთმობდა. 1429 წელს დაიქვემდებარა ნემურის საგრაფო, 1433 წელს კი მიიერთა ენოს, ჰოლანდიის, ზელანდიისა და ფრიზიის საგრაფოები. 1430 წელს მან მემკვიდრეობით მიიღო ბრაბანტისა და ლიმბურგის საგრაფოებიც. 1443 წელს კი ადის ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტახტზეც. 1456 წელს ფილიპმა შესძლო თავისი უკანონო ვაჟის უტრეხტის ეპისკოპოსად დასმა. გასაკვირი არცაა, რომ 1435 წელს მას "დასავლეთის დიდი ჰერცოგი" შეარქვეს.
 
1463 წელს ფილიპმა თავისი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი საფრანგეთის მეფე [[ლუი XI]]-ს დაუთმო. ამავე წელს მან შექმნა ტერმინი ნიდერლანდები, თუმცა მაშინ ეს უფრო მეტად ფრანგული სახელმწიფო იყო, რომელიც ვალუას დინასტიას ექვემდებარებოდა და პატარ-პატარა საჰერცოგოებად და საგრაფოებად იყოფოდა. 1465 და 1467 წლებში მან სასტიკად ჩაახრშო ლიეჟის აჯანყება.