მაიკლ ოუენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 46:
ის არის ყოფილი ფეხბურთელის, [[ტერი ოუენი]]ს შვილი. ოუენმა კარიერა დაიწყო „[[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|ლივერპულში“]], 1996 წელს. ლივერპულის ახალგაზრდულ გუნდში კარგი თამაშის შემდეგ მისი დებიუტი შედგა 1997 წლის მაისში. მან პირველ სეზონში 18 გოლი გაიტანა კლუბის მაისურით [[პრემიერ ლიგა]]ში. მან იგივე შედეგი გაიმეორა მეორე სეზონშიც და იყო „ლივერპულის“ ბომბარდირი 1997-2004 წლებში, მიუხედავად მძიმე ტრავმისა. 2001 წელს „ლივერპულმა“ მოიგო სამი ტიტული, [[უეფა-ს ევროპის ლიგა|უეფა-ს თასი]], [[ინგლისის საფეხბურთო თასი|ინგლისის თასი]] და [[საფეხბურთო ლიგის თასი]]. მან „ლივერპულის“ მაისურით ჩატარებულ 216 შეხვედრაში გაიტანა 118 გოლი.
 
2004 წელს ოუენი გადავიდა „[[რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)|მადრიდის რეალში“]] 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ის ხშირად თამაშობდა შეცვლაზე, გაიტანა 13 გოლი [[ლა ლიგა]]ში. შემდეგ სეზონში ის დაბრუნდა ინგლისში, „[[ნიუკასლ იუნაიტედი|ნიუკასლ იუნაიტედში“]] 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ. 2005-06 წლების სეზონის კარგი სტარტის შემდეგ, ტრავმებით გამოწვეულმა იძულებითმა შვებულებამ გასტანა 18 თვეს. 2006 წელს მიღებული ტრავმა გახდა დავის საგანი [[ფიფა]]ს, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას და „ნიუკასლ იუნაიტედს“ შორის, რომელიც დასრულდა უპრეცენდენტოუპრეცედენტო, 10 მილიონი ევროს კომპენსაციით ნიუკასლის სასარგებლოდ. დაბრუნების შემდეგ ის გახდა კაპიტანი, 2007-08 წლების სეზონში იყო საუკეთესო ბომბარდირი. კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ის გადავიდა „[[მანჩესტერ იუნაიტედი|მანჩესტერში“]], თავისუფალი აგენტის სტატუსით.
 
== სანაკრებო კარიერა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაიკლ_ოუენი“-დან