კრისტინა ესპანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 21:
კრისტინა ასევე აქტიურადაა ჩაბმული საქველმოქმედო საქმიანობაში. მან თავისი საქველმოქმედო ფონდი გახსნა, რომელსაც "Duquesa de Palma de Mallorca" დაარქვა და რომელიც დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს. სწორედ აქ გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე, სპორტსმენი ინიაკი უნდარხარინი. მათ მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი. კრისტინა და ინიაკი 1997 წელს დაქორწინდნენ მადრიდში. 2015 წლიდან, კრისტინას ძმამ, ესპანეთის მეფე ფილიპე VI-მ მათ წინააღმდეგ აღძრა საქმე, რომლის მიხედვითაც მათ კორუფციულ საქმიანობაში ედებათ ბრალი.
 
2016 წელს ინფანტა კრისტინა და მისი ქმარი, სხვა თექვსმეტ ბრალდებულთან ერთად სასამართლოს წინაშე წარსდგნენ, რომელზეც განიხილებოდა კორუფციისა და გადასახადების გადაუხდელობის საქმე. კრისტინა გაამართლეს, თუმცა მის ქმარს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა კორუფციული საქმიანობისათვის. როგორც აღმოჩნდა, ინიაკი ამ საქმეებს მარტო ანხორციელებდაახორციელებდა და კრისტინა არ ჩაუთრევია. 2017 წლის 17 თებერვალს კრისტინას მოთხოვნით მისი ქმრის საქმე განახლდა, ამჯერად არა როგორც კორუფციის, არამედ როგორც თაღლითობის ბრალდებით, რის გამოც მისი სასჯელის ვადა 6 წლამდე ჩამოსწიეს. საბოლოოდ, კრისტინამ მოახერხა და 265, 000 დოლარის გადახდის შემდეგ მისი ქმარი ვადამდე გაანთავისუფლეს. ამის შემდეგ ისინი ერიდებიან პრესასა და ჟურნალისტებთან ყველანაირ შეხებას.
 
== ლიტერატურა ==