სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 462:
 
== ცურვა ==
'''საქართველოს''' '''სპორტის''' '''საწყლოსნო''' '''სახეობათა''' '''ფედერაცია.''' დაფუძნდა [[1991]] წლის [[2 აგვისტო|2 აგვისტოს]].
 
საქართველოში, ისევე როგორც მთელ [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიაში]], სპორტული ცურვა შედარებით გვიან გავრცელდა. [[1912]] წელს [[სტოკჰოლმი|სტოკჰოლმის]] ოლიმპიურ თამაშებში [[რუსეთი|რუსეთის]] მოცურავეთა კრახის გამო ჟურნალი "რუსკი სპორტ" წერდა: "რუსეთში ცურვა, როგორც სპორტი, ისე ცუდადაა განვითარებული, რომ ყველა დანარჩენ სახეობას ჩამორჩება. საქმეს ვერ შველის შუვალიოვის ცურვის სკოლა, რომელიც მთელს თვალუწვდენელ რუსეთში ერთადერთია". (¹1, [[1913]]). თვალუწვდენელ რუსეთის იმპერიაში იგულისხმებოდა საქართველოც, სადაც ცურვა ზღვის, ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე მცხოვრებლებმა თუ იცოდნენ. XIX საუკუნის 90-იან წლებში სახელი გაითქვა ბათუმის პორტის მუშამ [[მამედ ბედია|მამედ ბედიამ]], რომელმაც ბათუმიდან ფოთამდე 59 კმ შეუსვენებლად გაცურა. ეს 25 კმ-ით სჯობდა ინგლისის ფლოტის კაპიტნის, [[მეტიუ ვები|მეტიუ ვების]] მაჩვენებელს - [[1875]] წელს ვებმა [[ლა-მანშის სრუტე]] (34,6 კმ) 21 საათსა და 44 წუთში გადაცურა, რითაც სათავე დაუდო მარათონულ ცურვას (მამედ ბედიას შედეგი დროის მიხედვით არ აღნუსხულა და ამიტომაც ვერ მოხვდა საერთაშორისო მიღწევათა სიაში).
 
[[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომამდე]] სპორტულ ცურვას მხოლოდ [[ბათუმი|ბათუმში]] მისდევდნენ და, ვინაიდან ქალაქში დახურული აუზი არ იყო, უმეტესად ზაფხულობით ვარჯიშობდნენ. საქართველოში, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, ცურვის სწავლებას ყურადღება 1920-30-იან წლებში მიექცა, რასაც ხელი შეუწყო [[თბილისი|თბილისის]], [[ბათუმი|ბათუმისა]] და [[სოხუმი|სოხუმის]] ბუნებრივ წყალსატევებზე საზაფხულო საცურაო ბაზების მომრავლებამ, მშთ კომპლექსის შემოღებამ ([[1931]]), სპეციალური ნორმატივების დაწესებამ და ბავშვთა სპორტული სკოლების დაარსებამ.
 
[[1936]] წელს თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (იქ,აშენდა სადაც[[საბჭოთა დღესსოციალისტური რესტორანი "არაგვია"), აშენდარესპუბლიკების კავშირი|სსრკ]]-ში პირველი 8-ბილიკიანი და 50-მეტრიანი საცურაო აუზი, [[1945]] წელს - საქართველოში პირველი 25-მეტრიანი აუზი (მაშინდელი "დინამოს" სტადიონის ტრიბუნების ქვეშ), [[1965]] წელს - ზამთრის პირველი დახურული 50-მეტრიანი აუზი გათბობით (თბილისი, ვაკე). ამავე წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონს კიდევ რამდენიმე საცურაო აუზი შეემატა, რამაც სპორტული ცურვის მასობრიობა განაპირობა.
 
საქართველოს პირველი ოფიციალური რეკორდი [[1928]] წელს დაამყარა ბათუმელმა [[ნიკოლოზ პაკროვსკი|ნიკოლოზ პაკროვსკიმ]], რომელმაც 100 მ თავისუფალი სტილით 1.08,6 წუთში დაფარა. რეკორდების აღრიცხვა [[1934]] წელს განახლდა. ამ პერიოდიდან რეგულარულად ტარდებოდა საქართველოს ჩემპიონატებიც, მათ შორის დღეისთვის უჩვეულო დისციპლინებში: გვერდულად ცურვაში, 50 მ ყუმბარით და შაშხანით, ტანსაცმლით, ტანსაცმლითა და შაშხანით ცურვაში, 25 და 50 მეტრზე ყვინთვაში. კაცებში სპორტის ოსტატის წოდება პირველს მიენიჭა თბილისელ [[სერგეი ილინი|სერგეი ილინს]] ([[1939]]), ქალებში - ასევე თბილისელ [[ლია ფაჩულია|ლია ფაჩულიას]] ([[1951]]).საუკეთესო სპორტულ შედეგებს საქართველოს მოცურავეებმა XX საუკუნის შუა წლებში მიაღწიეს, როცა საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე არაერთი მედალი მოიპოვეს. ამ წარმატებებს საფუძველი ჩაუყარა [[პეტრე მშვენიერაძე|პეტრე მშვენიერაძემ]], რომელიც [[1948]] წლის სსრკ ჩემპიონატის პრიზიორი გახდა (100 მ, ბრასი). მშვენიერაძემ ბრასით ცურვაში 11 რეკორდი დაამყარა, მერე კი წყალბურთში გადავიდა და საქვეყნოდ გაითქვა სახელი. ქალთაგან სსრკ ჩემპიონატის პირველი მედალი (ვერცხლი) მოიპოვა [[ლია ფაჩულია|ლია ფაჩულიამ]] ([[1951]], გვერდულად ცურვა). იმავე ჩემპიონატში 2 დისტანცია (200 და 400 მ, გულაღმა ცურვა) მოიგო სოხუმელმა [[ვლადიმერ ლავრინენკო|ვლადიმერ ლავრინენკომ]]. საქართველოს წარმომადგენელთაგან პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ოლიმპიური მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა ([[1956]], 4X200 მ) და პირველი მსოფლიო რეკორდსმენი ([[1956]], 4X200 მ) გახდა თბილისელი [[ბორის ნიკიტინი]]. მანვე პირველმა დაისაკუთრა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი ([[1958]], 4X200 მ). ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატში პირველმა გაიმარჯვა და რეკორდი დაამყარა [[თიანათ ლეკვეიშვილი|თინათინ ლეკვეიშვილმა]] ([[1970]], 100 მ გულაღმა ცურვა). მსოფლიოს ჩემპიონატების პირველი მედალოსანია (ბრინჯაო) [[ირინა გერასიმოვა]] ([[1975]], 4X100 თავისუფალი სტილი). [[70-იანები|70-იან]] წლებში საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე გამოირჩეოდნენ [[იგორ ომელჩენკო]] და [[იგორ კუშპელიოვი]].
 
საქართველოს მოცურავეთა პირველი წარმატებები დაკავშირებული იყო [[ლუკა იოაკიმიდისა]] და [[შალვა მუსასტიკოვის]] ნაყოფიერ საქმიანობასთან. მოგვიანებით გამოჩნდნენ [[ვლადიმერ სამარინი]], [[მარგალიტა ტატიშვილი]], [[ალექსანდრე საფრონოვი]] და სხვა დამსახურებული მწვრთნელები.
 
[[1992]] წელს წყალბურთი გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო [[1996]] წელს შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა ([[ცურვა]], [[წყალბურთი]], [[წყალში ხტომა]]) კონფედერაცია, შემდგომში - ფედერაცია. [[1992]] წლის 24 ივლისიდან ცურვის საერთაშორისო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია. პრეზიდენტები: [[ბაკურ გულუა]] ([[1991]]-96[[1996]]), [[ვლადიმერ ისელიძე]] (წყალბურთის ფედერაციის - [[1992]]-96[[1996]]), [[ვლადიმერ გოიაშვილი]] ([[1996]]-[[2004]]), [[გიორგი უდესიანი]] ([[2004]]-?), [[დავით რურუა]] (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=40</ref>
 
== ძალოსნობა ==