ლადო მალაზონია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
ნინო ნაკაშიძემ იცოდა ლადოს მისწრაფება მხატვრობისადმი და ის სასწავლებლად [[გენრიხ გრინევსკი]]ს მიაბარა. მალაზონიამ და მისმა თანამოაზრეებმა ანტონ ქუთათელაძემ, შალვა მამალაძემ და სხვებმა სწავლას სტუდიური მუშაობაც შეუთავსეს და 1918-1919 წლებში ელბაქიძის დაღმართზე, მზარეულ გაბრიჩიძის სახლში (N21) ჩამოაყალიბეს სტუდია. ახალგაზრდებმა სტუდიის კედელი მოხატეს, რაც ისე მოსწონებია სახლის მეპატრონე გაბრიჩიძეს, რომ მათთვის ბინის ქირა აღარ გამოურთმევია. 1919 წელს მალაზონიამ სწავლა განაგრძო ახალდაარსებულ [[თბილისის სამხატვრო აკადემია]]ში. აქ ის 1924 წლამდე სწავლობდა.
 
[[1924]] წელს მალაზონია დაბრუნდა [[ოზურგეთი|ოზურგეთში]] და დაიწყო მუშაობა [[ოზურგეთის დრამატული თეატრი]]ს მთავარი მხატვარის თანამდებობაზე. თეატრში მუშაობის გამოცდილება მას ჯერ კიდევ 1918 წლიდან ჰქონდა, როცა არდადეგებზე ოზურგეთში ჩამოსულმა სტუდენტმა [[მიხეილ ჭიაურელი]]ს დადგმულ სპექტაკლ „სულელის“ მხატვრობაზე იმუშავა. 1925 წელს მან პერსონალური გამოფენა მოაწყო. მისი სურათების გამოფენა, რომელიც [[ოზურგეთი|ოზურგეთში]] გაიმართა იყო პირველი სამხატვრო გამოფენა [[გურია]]ში. ახალგაზრდა მალაზონიას გამოფენას დიდი წარმატება ჰქონდა. 1928 წელს მალაზონიამ ცოლად შეირთო სოფელ [[გურიანთა|კახურის]] მღვდლის, ამფილოს ქალიშვილი მარგალიტა არობელიძე. წყვილს სამი ვაჟი [[ნოდარ მალაზონია|ნოდარი]], [[ლევან მალაზონია|ლევანი]] და მამია ჰყავდა. 1934 წელს მოეწყო მისი ნაწარმოებების მეორე გამოფენა. 1942-45 წლებში იყო თეატრის დირექტორი და მთავარი მხატვარი.
 
1955 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1968 წელს თბილისში მისი მესამე გამოფენა გაიმართა. გარდაიცვალა 1985 წელს. დაკრძალულია [[ექადია|ექადიის]] ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში. 2013 წელს ოზურგეთის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლადო_მალაზონია“-დან