ტივის ტომი (ავსტრალიელი ხალხი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 93:
 
=== იამსის ძალა, როგორც თილისმა „ტივიში“ ===
1912 წელს, ბიოლოგი სერ ბალდვინ სპენსერი ესტუმრა მელვილის კუნძულს [[ტიმორის ზღვა]]ში. ის აკვირდებოდა ზოგადად „ტივის“ ცხოვრებას და ყოველდღიურ საქმიანობას. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რაც მან ამ კუნძულზე შეამჩნია და ნაწილი გახდა, იყო „ტივის“ ცერემონია, რომელიც იამსის გარკვეულ სახეობას ეძღვნება. ამ კუნძულზე გავრცელებულია ბევრი სახეობა ამ რესურსის, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი „ტივისთვის“ არის „კულამა“. ამ ცერემონიაში ჩართულები იყვნენ ადგილობრივი ბიჭები და გოგოები. სპენსერი ამ ცერემონიის შესახებ წერდა: „ახალგაზრდა ბიჭების და გოგოების სტიმულირება ფარულად დაკავშირებულია იმასთან, რასაც აქ იამსის ცერემონიას უწოდებენ“. დაახლოებით 40 წლის შემდეგ, როდესაც მელვილის კუნძულზე განხორციელდა კიდევ ერთი სტუმრობა, თითქმის არაფერი იყო განსხვავებული იმ ცერემონიაში იქიდან, რაც სერ ბალდვინ სპენსერმა აღწერა თავის მემუარებში. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი ვიზიტისას არანაირი სამხილი არ აღმოჩნდა იმისა, რომ ეს ცერემონია შეიძლება ვინმესთვის სტიმულის მიმცემი იყოს, როგორც სპენსერი წერდა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს უკანასკნელი ცდებოდა. უბრალოდ, თვითონ „ტივი“ მოსახლეობაც ხვდება, რომ ამ ცერემონიებში მონაწილეობა არანაირ სტიმულს არ მისცემს არცერთ მათგანს და ვერც ადექვატურადადეკვატურად მოამზადებს ცხოვრების წესის შეცვლისთვის, რაც თავის მხრივ რადიკალურად შეიცვალა დასავლურ კულტურასთან ურთიერთობის შედეგად უკანასკნელ 50 წელიწადში. იმის გასაგებად, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ცერემონიას იმ ხალხისთვის, ვინც ამას კიდევ ასრულებს, ჯერ უნდა გავიგოთ რას თვლიან „ტივი“ ხალხი ზრდასრულობად, რადგან მათი აზრით, ეს ცერემონია სიყმაწვილიდან ზრდასრულობაში გადასვლასთან არის კავშირში (ასე აღწერა სერ ბალდვინ სპენსერმაც). „ტივის“ მოსახლეობა, ახლა უკვე დაახლოებით ათასი ადამიანი, ძალიან დიდი ხანია ცხოვრობს ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, მელვილისა და ბატჰარსტის კუნძულებზე, რომლებიც დარვინიდან არის ოცდაათი მილის მოშორებით, ანუ ავსტრალიის ჩრდილოეთი ტერიტორიის დედაქალაიდან. „ტივის“ ცხოვრების წესი მთლიანად განაპირობა გარემომ. მათ ოდითგანვე ისწავლეს ნადირობა და ხელი მიჰყეს შემგროვებლურ საქმიანობას. ამიტომ, დიდი როლი პიროვნების განვითარებაში მათ ტომში სწორედ ფიზიკურობას აქვს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია კვლევების გარეშეც დავასკვნათ, თუ რას ნიშნავს მათთვის ზრდასრული ადამიანი.<ref name=":1">Goodale, J. C. (Jane C. (1963). Qualifications Of Adulthood: Tiwi Invoke The Power Of A Yam.''Natural History'', ''lxxii''(4), 10–17. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=oi20-011</ref>
 
==== საკუთარი სახელები „ტივიში“ ====