ბენიამინ ჩხიკვიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 42:
 
1924 წლის მაისში ჩხიკვიშვილი, მიუხედავად ფილტვების ავადმყოფობისა, დაბრუნდა საქართველოში ვალიკო ჯუღელთან, გრიგოლ ცინცაბაძესთან, ვასილ ნოდიასთან, ვიქტორ ცენტერაძესთან ერთად, რათა მონაწილეობა მიეღო [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება]]ში. ის 25 ივნისს დააპატიმრეს ალექსანდრე ლანდიას ბინაზე. პირველად დაკითხეს 11 ივლისს. დაკითხვაზე განაცხადა, რომ აპირებდა ჩეხოსლოვაკიაში გადასახლებას სასოფლო-სამეურნეო ფირმაში და საქართველოში ჩამოვიდა ოჯახის წევრების წასაყვანად. 30 ივლისს [[ჩეკა]]ს რწმუნებულმა ჯალაღანიამ განიხილა ჩხიკვიშვილის საქმე და მოითხოვა მისი მოთავსება [[რსფსრ]]-ს რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში ხუთი წლის ვადით, შემდგომში კი საქჩეკას კოლეგიისთვის შეტყობინება შემდეგი გადაწყვეტილების მისაღებად. 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყების გამო, 30 აგვისტოს [[ფელიქს ძერჟინსკი]]მ გასცა [[გოგიტა ფაღავა]]ს, [[ნოე ხომერიკი]]ს, [[ვასილ ნოდია]], [[გიორგი წინამძღვრიშვილი]]ს და ბენია ჩხიკვიშვილის დახვრეტის ბრძანება. დახვრიტეს რუსეთის ტერიტორიაზე, სუზდალის იზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე. დასაფლავების ადგილი უცნობია.
 
==ოჯახი==
1919 წელს შევსებულ ანკეტაში ჩხიკვიშვილი ასახელებდა ოჯახის შემდეგ წევრებს: მეუღლეს, ხუთი და სამი წლის ასაკის შვილებს, დედას, დას და ძმას.
 
==იხილეთ აგრეთვე==