ბენიამინ ჩხიკვიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 31:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა ღარიბი აზნაურის ოჯახში. დაამთავრა [[ჩოხატაური]]ს ერთკლასიანი სასწავლებელი. ქუთაისის სამეურნეო სკოლაში სწავლისას გაეცნო [[სოციალ-დემოკრატია|სოციალ-დემოკრატიულ]] მოძღვრებას, მონაწილეობდა მოსწავლეთა არალეგალურ წრეებში. ამის გამო 1900 წელს დაითხოვეს დამამთავრებელი კლასიდან. მუშაობა დაიწყო ბათუმის ერთ-ერთ ქარხანაში, ყუთების დამამზადებელი განყოფილების მუშად. 1901 წელს გახდა [[რსდმპ]] წევრი. ოთხი თვის შემდეგ იძულებული გახდა, პოლიციის თვალთვალის გამო დაეტოვებინა ბათუმი. 1901-02 წლებში მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს ერთ-ერთ სამრევლო სკოლაში. პარალელულად გლეხებს შორის ეწეოდა პარტიულ საქმიანობას. 1902 წელს ქუთაისში იმართებოდა დასავლეთ საქართველოს სამრევლო სკოლების მასწავლებლების კურსები, სადაც ჩხიკვიშვილმა დაარიგა არალეგალური ფურცლები, რომლებშიც სოციალ-დემოკრატიული პარტია მასწავლებლებს მოუწოდებდა მხარი დაეჭირა გლეხების მოძრაობისთვის, რომელიც [[გურია]]ში დაიწყო და ხელი შეეწყოთ მისი გავრცელებისთვის სხვა მაზრებში. ის დაასმინეს კურსების ხელმძღვანელ [[თედო ჟორდანია]]სთან და დაითხოვეს მასწავლებლობიდან. ჩხიკვიშვილს სურდა გურიაში დაბრუნება, მაგრამ მოსალოდნელი რეპრესიების გამო წავიდა [[ჭიათურა]]ში. იქ რაფიელ ჩიხლაძესთან ერთად დღიურად მუშაობდა [[მანგანუმი]]ს მაღაროში, პარალელუად კი პარტიულ საქმიანობას ეწეოდა. 1903 წლის შემოდგომაზე მიიწვია ახალ ჩამოყალიბებულმა რსდმპ ბათუმის კომიტეტმა. ბათუმი ჩხიკვიშვილი აქტიურადგახდა ჩაებაკამ სოციალკომიტეტის ერთ-დემოკრატიულერთი ხელმძღვანელი [[ნოე რამიშვილი|ნოე რამიშვილთან]] და [[ნოე ხომერიკი|ნოე ხომერიკთან]] მოძრაობაშიერთად. როგორც კარგ ორატორს, ჰქონდა დიდი გავლენა მუშებში. ამავდროულად დღიურ მუშად მუშაობდა მანთაშევის მეორე (რიხტერის) ქარხანაში. ერიდებოდა სარწმუნოებრივ საკითხებზე დებატებში შესვლას, თუმცა უხდებოდა „დრამის ფულის“ (საეკლესიო გადასახადის) წინააღმდეგ გამოსვლა. მან ციხიდან გააპარა სოციალ-დემოკრატი სამხედრო იაშვილი, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩხიკვიშვილის პოპულარობა ბათუმის მუშათა წრეებში, მას „ბარცხანის გენერალ-გუბერნატორი“ შეარქვეს. 1903 წელს ბათუმში ჩამოყალიბდა რსდმპ გურიის კომიტეტი და ჩხიკვიშვილი გახდა მისი წევრიც. 1903 წლის 9 მარტს ხელმძღვანელობდა მუშათა ფართო დემონსტრაციას. 1903 და 1904 წელს გურიის კომიტეტის მიერ დელეგატად იყო მივლინებული რსდმპ მე-2 ყრილობაზე. 1904 წელს [[რუსეთ-იაპონიის ომი]]ს დაწყების წინ ბათუმში დაგეგმილი სამთავრობო-პატრიოტული დემონსტრაციის საწინააღმდეგოდ ორგანიზება გაუწია კონტრაქციას და პრაქტიკულად ჩაშალა სამთავრობო აქცია, ამის გამო მოუხდა შეტაკება პოლიციასთან. ამის შემდეგ შეუძლებელი გახდა მისი გაჩერება ბათუმში, ამიტომ გადავიდა თბილისში და რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრი. იყო ტიპოგრაფიოების და პროპაგანდისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი. სამი წლის განმავლობაში [[კახეთი]]ს სამაზრო ქალაქებში, მოზრდილ დაბებსა და საუფლისწულო მამულებში აამუშავა ადგილობრივი კომიტეტები. 1904 წლის დეკემბერში დაიჭირეს და გაგზავნეს ბათუმში იქ აღმოჩენილი არალეგალური სტამბის გამო.
[[ფაილი:Benia Chkhikvishvili 1.jpg|მინი|ბენიამინ ჩხიკვიშვილი ციხეში. 1905]]
1905 წელს გამოუშვეს თავდებობით, დასახლდა გურიაში და გახდა იქ მიმდინარე რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. სიტყვით გამოვიდა [[ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)|ხიდისთავის]] მიტინგზე, სადაც დაგმო 17 [[ოქტომბრის მანიფესტი]]. იყო [[ნასაკირალის ბრძოლა|ნასაკირალის ბრძოლის]] გამართვის წინააღმდეგი, რადგან მიაჩნდა ის უაზრო სისხლისღვრად, მაგრამ ბრძოლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნესტორ ერქომაიშვილთან ერთად უძღვებოდა ბრძოლას. [[გურიის რესპუბლიკა|გურიის რესპუბლიკის]] გამოცხადების შემდეგ იყო მისი მმართველი. ჰქონდა დიდი გავლენა. მის განკარგულებაში იყო საგანგებო მატარებელი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ბათუმიდან და სამტრედიიდან აგზავნინდნენ გურიაში. დადიოდა დაცვით, მისი თაოსნობით 1905 წელს დაშლილ იქნა ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოწვეულ იქნა „გურიის დროებითი პარლამენტი“, რომლის თავმჯდომარის არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970 ხმიდან მიიღო 958 ხმა. მას უწოდებდნენ „გურიის პრეზიდენტს“ და „გურიის მეფესაც“.<ref>სტივენ ჯონსი, (2005),ს. ''სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალიზმისკენ, 1883-1917'', p. 149. Harvardჰარვარდის Universityუნივერსიტეტის Pressგამომცემლობა, 2005 ISBN 0-674-01902-4.</ref> რევოლუციის დამარცხების შემდეგ ჩხიკვიშვილი გურიიდან არ გაიქცა და აგრძელებდა არალეგალურ მუშაობას, რის გამოც მალევე დაიჭირეს და [[მეტეხის ციხე]]ში ჩასვეს. 1908გურიის წელსრესპუბლიკის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოვიდა სიტყვით, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე და პროცესს მოჰყვა დემონსტრაცია, ამიტომ პროცესი [[ოდესა]]ში გადაიტანეს და ბრალდებულებიც იქ გადაიყვანეს. 1908 წელს ოდესაში გამართულ სასამართლო პროცესზე ბენია ჩხიკვიშვილს მიუსაჯეს ოთხი წელი [[კატორღა]] და სამუდამო გადასახლება ციმბირში, ირკუტსკში. 1912 წელს გაათავისუფლეს ციხიდან და 1917 წლამდე ცხოვრობდა ციმბირში გადასახლებულის სტატუსით, ატარებდა კერძო გაკვეთილებს, მუშაობდა აგრონომად კოოპერაციის ხაზით.
 
[[ფაილი:Noe Zhordania meets 2nd International delegation. 1920.jpg|მინიატიურა|[[ნოე ჟორდანია]] და ბენიამინ ჩხიკვიშვილი. 1920]]
ხაზი 39:
ციმბირიდან დაბრუნდა 1917 წელს. [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ მუშაობდა „მოგზაურ პროპაგანდისტად“. [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] არსებობის დროს 1917-18 წლებში ეკავა [[სოხუმი]]ს ქალაქის თავის თანამდებობა. 1917 წლის 30 სექტემბერს აირჩიეს [[სოხუმის ოკრუგი]]ს საოლქო კომიტეტის შემადგენლობაში. 1917 წლის ნოემბეში გამართულ აფხაზეთის გლეხთა I ყრილობაზე აირჩიეს ყრილობის დელეგატად აკაკი ჩხენკელთა და ვალიკო ჯუღელთან ერთად და ასევე აირჩიეს სოხუმის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარედ. ლეჩხუმსა და სამეგრელოში [[ბოლშევიკები]]ს აჯანყების შემდეგ დანიშნეს ქუთაისის საგუბერნიო კომისრად და დაევალა დასავლეთ საქართველოში დემოკრატიული წესრიგის აღდგენა. წესრიგის დამყარების შემდეგ გაგზავნილ იქნა აფხაზეთში.
 
1919 წლის თებერვალში ჩატარებულ [[თბილისის თვითმმართველობა|თბილისის თვითმმართველობის]] არჩევნებზე არჩეულ იქნა [[თბილისის მერი|თბილისის ქალაქის თავად]]. ამით ის გახდა თბილისის პირველი მერი, რომელიც დემოკრატიული წესით, საყოველთაო არჩევნების შედეგად იყო არჩეული. ამავე წლის მარტში არჩეულ იქნა [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრად. თბილისის ქალაქის თავად ყოფნის პერიოდში ებრძოდა სპეკულაციას, [[ქოლერა]]ს. დამფუძნებელ კრებაში მუშაობის პერიოდში მოუვიდა კონფლიქტი დეპუტატ [[შალვა ნუცუბიძე]]სთან, რასაც სტუდენტების პროტექსტი და ჩხიკვიშვილის დამფუძნებელი კრებიდან გაძევების მოთხოვნა მოჰყვა. 1920 წელს საქართველოს მიერ [[ბათუმის ოლქი]]ს შემოერთების შემდეგ დანიშნეს ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად. ჩხიკვიშვილი გეგმავდა ოლქში აგრარული რეფორმის განხორციელებას, მაგრამ მისი გეგმა არ განხორციელდა და ჩხიკვიშვილი გადადგა. 1921 წლის თებერვალში [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|რუსეთ-საქართველოს ომის]] დროს დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორად, ხოლო სურამის უღელტეხილზე უკანდახევის შემდეგ, 1921 წლის მარტში, დაინიშნა [[საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო|შინაგან საქმეთა მინისტრის]] მოადგილედ. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩხიკვიშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად წავიდა ემიგრაციაში სტამბოლში, შემდეგ [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], მცირე ხნით იყო გერმანიაშიც. საფრანგეთში იყო [[ლევილ-სიურ-ორჟი]]ს, საქართველოს დევნილი მთავრობის ადგილსამყოფელი სოფლის მეპატრონე.<ref>[http://www.caucaz.com/home_eng/breve_contenu.php?id=97 ''Leuville-sur-Orge: a little Georgia 25 kilometers away southward from Paris''], by Eva Csergo. CAUCAZ.COM - Article published in 27 December 2004 Issue.</ref>
 
1924 წლის მაისში ჩხიკვიშვილი, მიუხედავად ფილტვების ავადმყოფობისა, დაბრუნდა საქართველოში ვალიკო ჯუღელთან, გრიგოლ ცინცაბაძესთან, ვასილ ნოდიასთან, ვიქტორ ცენტერაძესთან ერთად, რათა მონაწილეობა მიეღო [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება]]ში. ის 25 ივნისს დააპატიმრეს ალექსანდრე ლანდიას ბინაზე. პირველად დაკითხეს 11 ივლისს. დაკითხვაზე განაცხადა, რომ აპირებდა ჩეხოსლოვაკიაში გადასახლებას სასოფლო-სამეურნეო ფირმაში და საქართველოში ჩამოვიდა ოჯახის წევრების წასაყვანად. 30 ივლისს [[ჩეკა]]ს რწმუნებულმა ჯალაღანიამ განიხილა ჩხიკვიშვილის საქმე და მოითხოვა მისი მოთავსება [[რსფსრ]]-ს რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში ხუთი წლის ვადით, შემდგომში კი საქჩეკას კოლეგიისთვის შეტყობინება შემდეგი გადაწყვეტილების მისაღებად. 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყების გამო, 30 აგვისტოს [[ფელიქს ძერჟინსკი]]მ გასცა [[გოგიტა ფაღავა]]ს, [[ნოე ხომერიკი]]ს, [[ვასილ ნოდია]], [[გიორგი წინამძღვრიშვილი]]ს და ბენია ჩხიკვიშვილის დახვრეტის ბრძანება. დახვრიტეს რუსეთის ტერიტორიაზე, სუზდალის იზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე. დასაფლავების ადგილი უცნობია.