ნიკო სულხანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
178.134.150.251-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
ტრადიციულად სულხანიშვილების ოჯახში ქართული ხალხური სიმღერა დიდ პატივში იყო — მღეროდნენ ნმშობლები, ბავშვები, თავად ნიკოც. მისი ოჯახის წევრები განთქმული იყვნენ თავიანთი სიმღერით მთელს კახეთში. დედა კარგად იცნობდა ზეპირსიტყვიერებას და მწერლობას. იგი ნიკოს უკითხავდა ქართულ ნაწარმოებს და ასწავლიდა წერა-კითხვას. მან შვილს შეაყვარა ხალხური პოეზია და „ვეფხისტყაოსანი“. შვიდი წლის ნიკო თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მშვენიერი ხმის წყალობითწყალი იგი სასწავლებლის გუნდში გალობდა. აქ მას ასწავლიდნენ [[დავით ელიოზიშვილი]] და [[ზაქარია ჩხიკვაძე]]. სწორედ ამავე ხანებში შექმნა მომღერალთა გუნდი ცნობილმა ლოტბარმა ლადო აღნიაშვილმა. [[1884]] წლიდან ნიკო თბილისის სემინარის მოსწავლე იყო. მაგრამ იგი ვერ შეეგუა სემინარიის მკაცრ რეჟიმს და 2 წლის შემდეგ მიატოვა და გუნდში ჩაირიცხა, ამასთანავე ნიკომ გადაწყვიტა საფუძვლიანი მუსიკალური განათლება მიეღო. მას ერთხანს ამეცადინებდა თბილისში მცხოვრები მოსკოვის დიდი თეატრის მომღერალი დ. უსატოვი, მაგრამ სწავლას მოწყურებული ახალგაზრდა იძულებული შეიქმნა თელავში დაბრუნებულიყო. აქ იგი გალობას ასწავლიდა სასულიერო სემინარიაში.
 
ათი წლის შემდეგ ნ. სულხანიშვილი კვლავ თბილისშია, ამჯერად თეორიულ დისციპლინებს ეუფლება ადგილობრივ სამუსიკო სასწავლებელში და კერძო გაკვეთილებს იღებს კომპოზიციაში. ნიჭიერი მუსიკოსის შემოქმედებითი ცდები დაიწყო 80-იან წლებში. მისი საგუნდო ნაწარმოებები ერთ-ერთი პირველი კლასიკური ნიმუშებია ქართული მუსიკის ამ ჟანრში. ამას ისიც ადასტურებს, რომ დღესაც პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს კომპოზიტორის მთელი რიგი ნაწარმოებები: „ტურფავ, მოდი ნუ ხაარ მტრულად“, „გუთნური“, „სამშობლო ხევსურისა“, „მესტვირული“, „ჩონგურს სიმები გავუბი“, „ღმერთო, ღმერთო“ და სხვანი. ნიკო სულხანიშვილი ავტორია აგრეთვე შესანიშნავი არიებისა „დაიგვიანეს“ და „ძლივს მარტო დავრჩი“ დაუმთავრებელი ოპერიდან „პატარა კახი“. მასვე ეკუთვნის „მო, ზუალო“.