სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ცხენოსნობა ==
'''საქართველოში ცხენოსნობას უძველესი დროიდან მისდევდნენ.''' ანტიკური და შუა საუკუნეების უცხოური თუ ქართული წყაროები მოწმობენ, რომ მდიდარი მხედრული ტრადიციების ქვეყანაში წარმატებით ვითარდებოდა ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობა – [[დოღი]], ცხენოსნური თამაშები, [[ყაბახი]], [[ისინდი]], ჯირითი და სხვ. აქ ცხენის კულტის არსებობაზე მიუთითებს ძვ.წ. II-I ათასწლეულის ბრინჯაოს ბალთებზე შემორჩენილი გამოსახულებები, ხის ურიკები და ცხენის რიტუალური სამარხები, [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთში]], ნაოხვამუში აღმოჩენილი ჯიშიანი ცხენის თიხის ფიგურა. დასტურდება, რომ ქართველურ ტომებს ცხენის მოშენება-გაწვრთნაში მთელ [[ურარტუ|ურარტუში]] ბადალი არ ჰყოლიათ. რომაელი ისტორიკოსის [[დიონ კასიოსი|დიონ კასიოსის]] ცნობით, ომის ღმერთისადმი მიძღვნილ დღესასწაულთან დაკავშირებით [[იბერები (მრავალმნიშვნელოვანი)|იბერთა]] მეფე [[ფარსმან ქველი]] თანმხლებ წარჩინებულებთან ერთად [[რომი|რომს]] სწვევია (II ს.) და ცხენოსნური ასპარეზობა გაუმართავს. ქართველთა ოსტატობით აღტაცებული იმპერატორის ბრძანებით, განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, [[მარსის მოედანი|მარსის მოედანზე]] ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება აღუმართავთ.
 
ადრეული პერიოდის სავარჯიშო ნაგებობათა შორის ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია იპოდრომი და ცხენთსარბიელი. იპოდრომის შესახებ პირველ ცნობებს ვხვდებით [[აპოლონიოს როდოსელი|აპოლონიოს როდოსელის]] “არგონავტიკაში”“<nowiki/>[[არგონავტიკა|არგონავტიკაში]]” (კოლხეთში, “არესის ველზე ვრცელი იპოდრომი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენას და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ”), [[პროკოპი კესარიელი|პროკოფი კესარიელისაკესარიელის]]<nowiki/>ა და [[იოანე შავთელი|იოანე შავთელის]] თხზულებებში. ქართულ ცხენოსნ ურცხენოსნურ ასპარეზობებზე მეტად საინტერესო ჩანაწერები და ნახატები დაგვიტოვეს XVII საუკუნის იტალიელმა მისიონერებმა – [[არქანჯელო ლამბერტი|არქანჯელო ლამბერტიმ]], [[დიონიჯო კარლი|დიონიჯო კარლიმ]] და დონ კრისტოფორო დე კასტელიმ. ცხენოსნობის დაწინაურება მნიშვნელოვანწილად განაპირობა მეგრული და თუშური ჯიშის ცხენების მოშენებამ. თუშეთში ყველაზე გავრცელებული ყოფილა ცხენების ჭენება, სამეგრელოში – [[დოღი]], [[ყაბახი]], [[თარჩია]], [[ისინდი]]. საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე ცხენოსანთა ტურნირები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იმართებოდა და ამ სანახაობას დიდძალი ხალხი ესწრებოდა.
 
[[აჭარა|აჭარაში]] ცხენოსნურ შეჯიბრებაში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობდნენ და ხშირად იმარჯვებდნენ კიდევაც. ცხენოსნობას განსაკუთრებით ბევრი მიმდევარი ჰყავდა [[აფხაზეთი|აფხაზეთში]], აქაური მხედრები დიდი ოსტატობით გამოირჩეოდნენ.
 
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ძველი ქართული მხედრული ტრადიციები განავითარეს რუსეთის სამხედრო სამსახურში მყოფმა კავალერისტებმა, მათ შორის გიორგი და კონა ერისთავებმა, ივანე ანდრონიკაშვილმა, გრიგოლ და ილია ორბელიანებმა, სპირიდონ ჭავჭავაძემ, ივანე ამილახვარმა და სხვებმა. თბილისში იპოდრომები მოეწყო დიდუბეში, საბურთალოზე, ვაკეში, დელისსა და ვეძისში. XIX საუკუნის მიწურულს ინგლისსა და ამერიკაში იმოგზაურეს გურულმა მხედრებმა და თავიანთი ოსტატობით აღაფრთოვანეს იქაური მაყურებელი. [[1912]] წელს ლივერპულის სტიპლ-ჩეიზის დიდი პრიზი მოიგო [[კონსტანტინე ავალიშვილი|კონსტანტინე ავალიშვილმა]], რომელიც ჯერ მოსკოვის, მერე კი დიდუბის იპოდრომების ჟოკეი იყო.
 
[[1920-იანები|1920-იანი]] წლებიდან ეროვნული სახეობების პარალელურად განვითარდა ცხენოსნობის ე.წ. კლასიკური სახეობები. [[1923]] წელს ჩამოყალიბდა ცხენთგამოცდის კომიტეტი. თბილისის კლუბ “ოსოვიახიმში” გაიხსნა სპორტული ცხენოსნობის სექცია, სადაც მწვრთნელებად მუშაობდნენ მ. ჭავჭავაძე და შ. მაჩაბელი. მოგვიანებით კაპიტონ ნაჭყებიას თაოსნობით სპორტსაზოგადოება “სპარტაკის” ბაზაზე შეიქმნა პირველი საცხენოსნო სკოლა. კლასიკურ სახეობათა დანერგვას საფუძველი ჩაუყარეს ოსკარ და ნატალია როგებმა, მათი საქმე კი ნაყოფიერად გააგრძელეს [[რევაზ კორძაია|რევაზ კორძაიამ]], [[რევაზ მანჯავიძე|რევაზ მანჯავიძემ]], [[დიმიტრი წვერავა|დიმიტრი წვერავამ]], [[შოთა აფციაური|შოთა აფციაურმა]] და სხვებმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახშირდა მასობრივი ცხენოსნური შეჯიბრებები, რომლებშიც მონაწილეობდნენ [[თბილისი|თბილისის]], [[სენაკი|სენაკის]], [[გუდაუთა|გუდაუთის]], [[ოჩამჩირე|ოჩამჩირის]], [[სოხუმი|სოხუმის]], [[გალი|გალის]], [[ფოთი|ფოთის]], [[ოზურგეთი|ოზურგეთის]], [[ჩოხატაური|ჩოხატაურის]], [[ქუთაისი|ქუთაისის]], [[წალენჯიხა|წალენჯიხის]], [[ქობულეთი|ქობულეთისა]] და [[სიღნაღი|სიღნაღის]] ცხენოსნები. არაერთ ქალაქსა და რაიონში მოეწყო იპოდრომები და სპეციალური მოედნები. ცხენოსნური სპორტული სკოლები გაიხსნა [[გუდაუთა|გუდაუთაში]], [[სოხუმი|სოხუმში]], [[ზუგდიდი|ზუგდიდში]], [[გალი|გალსა]] და [[ჩოხატაური|ჩოხატაურში]].
 
საქართველოში ცხენოსნობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კ. მიქელაძემ, ბ. დადიანმა, ე. ერისთავმა, გ. ივანიძემ, ფ. მჭედლიშვილმა, გ. ქიქავამ, კ. ხარებავამ, ი. ჩალიმ, დ. კანკავამ, ს. დარასელიამ, მიხეილ მაისეევ-ჩერკასკიმ, ვ. ჯგერენაიამ, ი. კიზირიამ, ვ. მაქაცარიამ, შ. ჭურღულიამ, გ. ჩხიკვაძემ, ვ. ლაშქარავამ, ჭ. კვარაცხელიამ, გ. გამზარდიამ, დ. ხოფერიამ, ლ. ჯაიანმა და სხვებმა.
 
მდიდარი ცხენოსნური ტრადიციების მიუხედავად, კლასიკურ სახეობებში საქართველოს მხედართა წარმატებები მხოლოდ საბჭოური შეჯიბრებებით შემოიფარგლა. სხვადასხვა დროს [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] ჩემპიონები იყვნენ [[ნატალია როგე-ვასილიევა]], [[ზალატისკა ანშბა]], [[ანატოლი დოლჟენკო]], [[ავთანდილ კიკიანი]] და [[ხარლამ სიმონია]]. სახელი გაითქვეს აგრეთვე [[მურად ძიძიგური|მურად ძიძიგურმა]], [[ოთარ ხაინდრავა|ოთარ ხაინდრავამ]], [[შოთა აფციაური|შოთა აფციაურმა]], ალექსანდრე დგებუაძემ და სხვებმა.
 
'''საქართველოს ცხენოსნობის ფედერაცია.''' დაფუძნდა [[1991]] წლის [[30 მაისი|30 მაისს]]. [[1992]] წლის ოქტომბრიდან თანამედროვე ხუთჭიდისა და ბიათლონის საერთაშორისო ფედერაციის (UIPMB) წევრია. პრეზიდენტები: [[დავით სალარიძე]] ([[1991]]-96[[1996]]), თენგიზ აბულაძე ([[1996]]-[[2003]]), [[ვალერიან როგავა]] ([[2003]]-04[[2004]]), თენგიზ აბულაძე ([[2004]]-?), [[ლაშა ჯაიანი]] (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=38</ref>
 
== ცურვა ==
1 038

რედაქტირება