სიცილიური ბაროკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
უუუუუგფწჰწიგ
იარლიყები: ხელით გაუქმება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
 
ხაზი 5:
სიცილიური ბაროკოს სტილი გაჩნდა [[1693]] წლის მასიური მიწისძვრის შემდეგ დაწყებული აღმშენებლობის ბუმით. მანამდე ბაროკოს სტილი კუნძულზე გამოიყენებოდა უფრო სადა მანერით, რომელიც ჰიბრიდული ადგილობრივი არქიტექტურიდან წარმოიშვა, რომის დიდი ბაროკოს არქიტექტურის გავლენის გარეშე. მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივ არქიტექტორებს, რომელთა უმრავლესობა განათლებას რომში იღებს, საშუალება მიეცათ შეექმნათ გაცილებით უფრო დახვეწილი და რთული ბაროკოს არქიტექტურა, იმჟამად პოპულარული კონტინენტალურ იტალიაში. ამ არქიტექტორთა ნამუშევრებმა, და მათ მიერ წამოწყებულმა ახალმა არქიტექტურულმა კვეთის ჟანრმა, მრავალი ადგილობრივი დამწყები არქიტექტორი აღაფრთოვანა. დაახ. 1730 წელს სიცილიელი არქიტექტორების ახალი თაობა უკვე საკმაოდ თავდაჯერებით იყენებდა ბაროკოს სტილს. სტილის მათმა თავისებურმა გაგებამ გამოიწვია უფრო პერსონალიზებული და გაცილებით ლოკალიზებული ხელოვნების ფორმის ჩამოყალიბება ამ კუნძულზე. 1780-იანი წლებიდან ამ სტილს ცვლის ახალი, უფრო მოდური [[ნეოკლასიციზმი]].
 
ზედმიწევნით დეკორატიული სიცილიური ბაროკოს პერიოდი თითქმის 50 წელს გრძელდებოდა და ბრწყინვალედ გამოხატა კუნძულის სოციალური წყობა იმ დროს, როცა ნომინალურად [[ესპანეთი]]ს ხელქვეითი, ის ფაქტობრივად ექსტრავაგანტულიექსტრავაგანტური და ჰედონისტური ადგილობრივი არისტოკრატიის მიერ იმართებოდა. ბაროკოს არქიტექტურამ კუნძულს საკუთარი უნიკალური ხასიათი შესძინა, რომელსაც დღემდე აღტაცებაში მოჰყავს მნახველი.
 
{{არქიტექტურა}}