ქვემო ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
ამავე ტერიტორიაზე იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც საცილობელი ხდებოდა მეზობელ ქვეყნებს შორის. მათ შორის აღსანიშნავია: [[სამშვილდის საერისთავო|სამშვილდისა]] და [[ხუნანის საერისთავო|ხუნანის]] საერისთავოები, [[თბილისის საამირო]], [[ტაშირ-ძორაგეთის სამეფო]], [[კლდეკარის საერისთავო|კლდეკარის]], [[ლორის საერისთავო|ლორის]], [[გაგის საერისთავო|გაგის საერისთავოები]], [[საბარათიანო]].
 
ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე ტომებიდან წყაროები იცნობენ ქართველურ ტომ [[გუგარები|გუგარებს]], იგივეიმავე გოგარებს. მათგან მოდის ისტორიული პროვინციის — გოგარენეს და სომხური ''გუგარქის'' სახელწოდება. სავარაუდოა, რომ მათ სამხრეთით ცხოვრობდნენ ასევე სომხური ტომებიც, რომლებიც ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში ჩამოსახლდნენ.
 
მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო [[XIII საუკუნე|XIII საუკუნიდან]] მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. [[თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში|თემურ-ლენგის ლაშქრობების]] შემდეგ, რომელსაც თან დაერთო [[შავი ჭირი]]ს ეპიდემია, ქვემო ქართლის მოსახლეობა ამოწყდა. მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში [[უზუნ-ჰასანის ლაშქრობები საქართველოში|უზუნ ჰასანის ლაშქრობებს]] მოჰყვა მტკვრისპირა დაბლობში მომთაბარე [[ელი|ელების]] ჩამოსახლება. 1604 წელს კი შაჰ აბასმა ქართლის მეფეს დებედას ხეობა ჩამოართვა და აქ [[ბორჩალო]]ს ტომი დაასახლა. [[ნადირ-შაჰი|ნადირ-შაჰმა]] 1735 წელს ოსმალებთან გამარჯვების შემდეგ ილაშქრა და ყაიყული და [[ბამბაკი]] ერთიანად ირანში გადაასახლა. მან ასევე აჰყარა და ირანში გადაასახლა დემურჩი ასანლუს ტომი, რომელიც ქვემო ქართლში ბინადრობდა<ref>ვახუშტი ბაგრატიონი, ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა’’ გვ. 514</ref>ნადირ-შაჰის პოლიტიკას წინ აღუდგა [[ერეკლე II]], მისი მოკავშირე იყო ბორჩალოს ხანი, მათ ქართლში დააბრუნეს სამეფოს საზღვრებიდან აყრილი ელი<ref>პაპუნა ორბელიანი ,,ამბავი ქართლისანი’’ გვ. 245.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქვემო_ქართლი“-დან