კოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
კოლა ანუ კოლას ხევი არის მდინარე მტკვარის სათავე. თურქები მას უწოდებენ ამას უწოდებენ „გელ“ რაც ტბას ნიშნავს. ტერიტორია მოიცავს 1.696 კმ². ესაა უზარმაზარი ჩაღრმავება ანუ ქვაბული, რომელსაც ტოლფერდა სამკუთხედის ფორმა აქვს. მისი განიერი ფუძე ჩრდილოეთისაკენ მდებარეობს, ხოლო მწვერვალი სამხრეთისაკენ. ზედაპირი მისი წარმოადგენს ვაკეს, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. შუაში პატარა მაღლობი ახლავს, რომელზედაც გაშენებულია სოფელი ოკამი, მეფის რუსეთის დროს ის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. ეს ის ადგილი უნდა იყოს. რომლის შესახებ [[ვახუშტი ბატონიშვილი]] სწერს. „ხოლო არტანისა და კოლის საზღვარს ზეით, მტკვრის კიდის დასავლით არს მცირე ქალაქი კოლა, და ზის აწ ფაშა კოლის, და უწოდებენ კოლის ფაშას“. მთებიდან, რომლებითაც შემოზღუდულია კოლას ქვაბური, მრავალი წყარო გამოდის. რომლებიც სხვა და სხვა ადგილას ერთდებიან და ბოლოს შეადგენენ მდინარე მტკვარს. გაზაფხულზე, თოვლის დნობის დროს, ქვაბული იქცევა უზარმაზარ ჭაობად, რომელიც ტბის სახეს იღებს, და ალბათ ამიტომ დაარქვეს თურქებმა გელ, რაც ნიშნაეს ტბას. მართლაც, გადმოცემით და გეოლოგიურადაც, ეს ქვაბური ერთხელ უნდა ყოფილიყო ტბა, რომლის ჩრდილოეთის ნაპირები გაირღვა და გაიკაფა გზა არტაანის ველზე მტკვრის საშუალებით. მაისის შუა რიცხვებში უმეტესი ნაწილი კოლასი შრება და ივლისში იმოსება მშვენიერი ბალახით, მაგრამ ზოგ ადგილას რჩება ჭაობები, რომელნიც სასტიკ სიცხიან ზაფხულშიც არ შრება. მომაღლო ადგილებზე და მთის კალთებზე არის სახნავი მიწები, მაგრამ პური და ქერი ყოველთვის არ მწიფდება. მთელი დანარჩენი ნაწილი ვაკესი წარმოადგენს მორწყულ მინდვრებს, ამიტომ აქ საუკეთესო საძოვრები და სათიბებია და მცხოვრებნი უმეტეს შემთხვევაში მისდევენ მესაქონლეობას, თუმცა ხვნა-თესვასაც არ აკლებენ ხელს.
 
ამ რიგად, კოლას რაიონი, როგორც მოვიხსენიეთ, არის მტკვრის დასაწყისი, მაგრამ ვინაიდან ამ დასაწყისს შეადგენს უამრავი წყაროები, ძნელია გადაჭრით თქმა, რომელია მათში სათავე მტკვრისა, მაგრამ სათავედ მიჩნეულია საზოგადოთ, ერთი დიდი წყარო, რომელიც ნაკადულად გამოჰქუხს მთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილში ქვაბურისა და რომელსაც ეხლაახლა მაჰმადიანები ეძახიან კურიუხ-ბაჩაი, ხოლო ქრისტიანები აიაზმას უწოდებენ, ესე იგი ნაკურთხ ანუ წმიდა წყალს. ეს სახელი ძველთაგან უნდა მომდინარეობდეს. ამ წყაროზე აშენებული ყოფილა ძველი ქვის ეკლესია. რომლის ნანგრევები დღესაც ჩანს; ალბათ ეს ის ადგილია, სადაც ჯერ მოინათლენ წყალში ღამე, ფარულად თავიანთ წარმართ მშობლებისაგან და შემდეგ ამისათვის ეწამენ მათგან ამავე ადგილას „ცხრა ყრმა, სულიერი ძმანი, კოლაელნი“. შეუძლებელია ეს ადგილი არ აღენიშნათ ეკლესიის აშენებით. ეს წყარო, მტკვრის სათავედ მიჩნეული. ერთის კილომეტრის დინების შემდეგ, თანდათან იკარგება მიწაში და მისი დენა აღნიშნულია მხოლოდ ჭაობებით. რომელნიც მცხინვარე ზაფხულშიაც არ შრება, და ბოლოს გამოდის მდინარედ სოფელ არპაშენთან და შემდეგ დის სოფელ ვარგინისამდის, სადაც მას ერთვის კიურდკეი-სუ, ანუ, როგორც ადგილობრივი მცხოვრებნი უწოდებენ, პასარდჟიკ-ჩაი. აქედან უკვე მტკვარი თვალსაჩინო მდინარეა და მისი სიგრძე კასპიის ზღვაში შერთვამდის უდრის 1100 კილომეტრს.
 
მართალია კოლას ოლთისის აუზიდან მაღალი წყალთგამყოფი ქედი ჰყოფს, მაგრამ გადასასვლები კარგია; მათ შორის საუკეთესოდ ითვლება ორი ზეკარი, პანჯურეთისა და აგუნდირისა. აგუნდირი უკანასკნელი სოფელია კოლასი, სადაც თავდება ახალქალაქ-არტაან-კოლას გზატკეცილი და აქედან ეშვება ქალაქ ოლთისში.
ხაზი 20:
 
==მატერიალურ-კულტურული ძეგლები==
სიძველეთა ძეგლები ეტყობა კოლაში ბევრი ყოფილა. არ არის სოფელი ამ ნასოფლარი. სადაც არ იყოს ნანგრევები ან ნაშთები ეკლესიებისა, კოშკებისა თუ ციხეებისა, მაგრამ ეხლაახლა ყველა ეს უმეტეს შემთხვევაში განადგურებულია. ჩვენამდე მოღწეული ძეგლები სხვა სამუსულმანო საქართველოს რაიონებთან შედარებით, ცოტაა. ეკლესიები უმეტეს შემთხვევაში ერთნავიანი ბაზილიკებია, ნაშენი გათლილის პატარა ოთხკუთხედი ქვებით. გუმბათიანი ეკლესიები ბევრი არ ყოფილა. ბერძნებს და სომხებს ძველი ქართული ეკლესიები ზოგი გადაუკეთებიათ, ზოგი დაუშლიათ და მათ ადგილას იმავე ქვებით ახალი აუშენებიათ. მაჰმადიანებს კიდევ თავის მხრით დაუშლიათ ეკლესიები და მათი ქვები გამოუყენებიათ თავიანთ სახლების და ჯამეების ასაშენებლად.
 
კოლას ძეგლების არასრული ჩამონათვალი:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოლა“-დან