ბენედიკტა დანიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ამოღებულია კატეგორია:ცოცხალი ადამიანები. იხ. https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები&oldid=4001479
ხაზი 16:
 
== ბიოგრაფია ==
პრინცესა ბენედიკტა დაიბადა 1944 წლის 29 აპრილს, ამალიენბორგის სასახლეში, კოპენჰაგენში. იგი იყო დანიის მეფე [[ფრედერიკ IX]]-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ [[ინგრიდ შვედი|ინგრიდ შვედის]] რიგით მეორე შვილი და ქალიშვილი. იგი მამამისის გამეფებამდე სამი წლით ადრე დაიბადა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დანია ნაცისტების მიერ იყო ოკუპირებული. დაბადებიდან მალევე, 24 მაისს იგი ლუთერანად მონათლეს, სადაც მისი ნათლიები იყვნენ დანიის მეფე [[კრისტიან X]] და დედოფალი [[ალექსანდრინა მეკლენბურგ-შვერინელი|ალექსანდრინა]] (ბებია-ბაბუა), დანიის პრინცი გუსტავი (ბიძა), შვედეთის მეფე [[გუსტავ V]] (ბაბუა), შვედეთის პრინცი სიგვარდი (ბიძა), დანიის პრინცესა კაროლინა მატილდა, დანიის პრინცესა ინგებორგ დანიელი, შვედეთის პრინცესა მარგარეტა დანიელი და დიდი ბრიტანეთის დედოფალი [[ელიზაბეთ II]].
 
1968 წელს იგი ცოლად გაჰყვა საინ-ვიტგენშტაინ-ბერლებურგის მთავარ რიხარდს, რომელთანაც სულ სამი შვილი შეეძინა, მათ შორის ორი გოგონა და ერთი ვაჟი. მთავარი რიხარდი 2017 წელს გარდაიცვალა.
 
1972 წელს ტახტზე ბენედიკტას და, [[მარგრეტე II]] ავიდა, რომლის შვილებისა და შვილიშვილების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ბენედიკტამ თანდათან უკან გადაიწია მემკვიდრეთა სიაში, დღეისათვის კი იგი ტახტის რიგით მეთერთმეტე მემკვიდრეა.
 
== ლიტერატურა ==
* Johannes Burkardt und Ulf Lückel: Das Fürstliche Haus zu Sayn-Wittgenstein-Berleburg. Börde-Verlag, Werl 2005, ISBN 3-9810315-0-4
{{დანიის პრინცესები}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 29 აპრილი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1944]]
[[კატეგორია:გლუქსბურგები]]
[[კატეგორია:დანიის პრინცესები]]
[[კატეგორია:ცოცხალი ადამიანები]]