ლუარსაბ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ 4; ივანე ჯავახიშვილი- ქართველი ერის ისტორია ტ 4
ხაზი 31:
 
ირან-ოსმალეთის ომის ([[1514]]—[[1555]]) უკანასკნელ ეტაპზე, როდესაც ორივე აგრესორი განსაკუთრებული ენერგიით ცდილობდა საქართველოს დამორჩილებას, ლუარსაბ I მტკიცედ ადგა თავიდანვე აღებულ პოლიტიკურ კურსს და დაიმორჩილა [[სამცხე-ჯავახეთი]], [[კოლა-არტაანი]]. [[1551]] [[თამაზ I|თამაზ I-ის]] მე-3 შემოსევის შედეგად ლუარსაბ I იძულებული გახდა დაეტოვებინა [[სამცხე-საათაბაგო|სამცხე-საათაბაგოს]] შემოერთებული ტერიტორიები. [[1554]] წელს თამაზ I-ის მე-4 შემოსევის დროს ლუარსაბ I იმერეთში გადავიდა. შაჰის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ბაგრატ III-მ არ გასცა ქართლის მეფე. [[1554]]—[[1555]], ირან-ოსმალეთის საზავო მოლაპარაკების დროს, ლუარსაბ I ბაგრატ III-თან ერთად ცდილობდა ხელი შეეშალა ზავის დადებისათვის, რადგან ორ აგრესორს შორის ომი უადვილებდა ქართველებს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. [[1555]] ირან-ოსმალეთის ამასიის ზავის შემდეგაც ლუარსაბ I განაგრძობდა ბრძოლას: დაიბრუნა ქართლის მრავალი ციხესიმაგრე და შეავიწროვა თბილისის ყიზილბაშური გარნიზონი. [[1556]] ყიზილბაშთა წინააღმდეგ გმირულ [[გარისის ბრძოლა 1556|ბრძოლაში]] გარისთან ლუარსაბ I სასიკვდილოდ დაიჭრა. ქართველთა ჯარს ახალგაზრდა უფლისწული სიმონი მეთაურობდა, მეფე კი ვეტერანებთან ერთად შემაღლებული ველიდან აკვირდებოდა ბრძოლას. სიმონმა სწრაფი იერიშით მტერი უკუაქცია, გაქცეული მტრის ერთი რაზმი კი მეფესა და მის ხალხს გადაეყარა. ყიზილბაშებმა არ იცოდნენ ეს თუ მეფე იყო და მოხუცებულ მეომრებს ბრძოლა გაუმართეს. მეფის ხალხი ბრძოლაში ჩაერთო. ლუარსაბი მამაცურად ებრძოდა მტერს და როცა უკანასკნელი იარაღიც შემოატყდა ცხენის დახმარებით დაიწყო მტრის დაზიანება, ამ დროს ცხენს ფეხი ცხოველის სოროში ჩაუვარდა და წაიქცა, მოხუცებულმა მეფემ ადგომა ვერ მოასწრო როდესაც იგი მტრის ნასროლმა შუბმა სასიკვდილოდ დაჭრა... ლუარსაბ I მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას იყენებდა — მცირე რაზმებს პირდაპირ ესხმოდა თავს და ანადგურებდა, დიდ ლაშქართან ბრძოლას თავს არიდებდა, მოხერხებულად იყენებდა ადგილობრივ ბუნებრივ პირობებს, უსაფრდებოდა მტერს, ღამით აწყობდა თავდასხმებს. ამით აიძულებდა მტერს საომარი ოპერაციები შეეწყვიტა და ციხესიმაგრეებში ჩაკეტილიყო. ლუარსაბ I-ის თანამედროვე და შემდგომი დროის ქართველი და უცხოელი ავტორები, მათ შორის თვით მოწინააღმდეგენიც, მას ახასიათებდნენ როგორც კარგ სარდალს, მამაც და გულად მებრძოლს; უწოდებდნენ დიდს, თავდადებულ გმირს, რომელმაც ათეული წლების თავგანწირული ბრძოლით დაიცვა „ქართველობა“ — ქართული სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური წყობილება, ქართული კულტურა.
 
 
1525 წელს ქართლის მეფე დავით X ტახტიდან გადადგა. მართალია მეფე მისი ძე ლუარსაბი უნდა გამხდარიყო თუმცა მეფობა ხელთ დავითის ძმამ გიორგი IX-მ იგდო. ვახუშტის თქმით დავითმა "მისცა მეფობა ძმასა, თავად კი თბილისის ერთ-ერთ მონასტერში ბერად შედგა, დამიანეს სახელით."
 
1524-1527 წლებში ქართლს გიორგი IX მართავდა, ხოლო 1527 წელს იმერეთის მეფესთან დამოყვრებულმა ლუარსაბმა დაიბრუნა კანონიერი ტახტი.
 
ქართლის მეფე ლუარსაბ I (1527-1556) ფხიზლად ადევნებდა თვალყურს საქართველოს გარშემო შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებას. საფრთხე დიდი იყო: აღმოსავლეთ საქართველოს ყიზილბაშები ემუქრებოდნენ,
 
დასავლეთს – ოსმალები.
 
1536 წელს სულეიმანი ირანის ლაშქრობიდან დაბრუნდა სტამბოლში, ყურადღება ევროპა-აფრიკას მიაქცია, რითაც ირანის მმართველმა შაჰ თამაზმა ისარგებლა და ამიერკავკასიის დამორჩილებას შეუდგა. ირანმა 1538 წელს დაიმორჩილა შირვანი და იგი საბოლოოდ იქცა სეფიანთა პროვინციად- საბეგლარბეგოდ....
 
ლუარსაბ მეფე ამ მოვლენებს ყურადღებას აქცევდა. მან იცოდა რომ თუ ქართლს ირანი ემურქრებოდა იმერეთის მტერი ოსმალეთი იყო. ლუარსაბი ცდილობდა რომ ძალების გაერთიანება მოეხდინა, მას კარგი ურთიერთობა ქონდა კახეთის მეფე ლევანთანაც.
 
კახეთის მეფე ლევანს შაჰ თამაზის წაქეზებით თავს ესხმოდა შაქ-შირვანის მფლობელი ასანბეგი. წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ ლევანმა გაილაშქრა შაქზე, დაამარცხა ასანბეგი და დიდი ნადავლი იგდო ხელთ. ლუარსაბმა, მესხეთის მთავარმა და შაჰ თამაზის სასჯელის შიშით შეპყრობილმა ლევანმა ერთმანეთთან კავშირი შეკრეს რომ სპარსელების წინააღმდეგ ერთიანად იბრძოლებდნენ. სპარსული წყაროების მიხედვით ეს ამბავი 1540 წელს უნდა მომხდარიყო.
 
სპარსელი ისტორიკოსის ისკანდერ მუნშის და ფარსადან გორგიჯანიძის ცნობებით შაჰ თამაზის საქართველოში გამოლაშქრების მიზეზი ქართველთა მოუსვენრობა და სითამამე ყოფილა, ისინი არბევდნენ შაქს და შევიწყოებული შაქელებიც დახმარებას შაჰ თამაზ თხოვდნენ. შაჰ თამაზი ჯერ შირვანში მივიდა შემდეგ შაქში. კახთა მეფე ლევანს შაჰის შეეშინდა, ამიტომაც მას მდიდრული საჩუქრები გაუგზავნა, ასევე მას ირანის ყმობა და სამსახურიც უკისრია, რითაც შაჰის გული მოიგო.  გარდა ლევანისა შაჰ თამაზს ასევე დიდი ძღვენით ეახლა მესხეთის მთავრის ყვარყვარეს შვილი ქაიხოსრო ათაბაგი. .
 
შაჰ თამაზის პირველი ლაშქრობა 1541 წელს მოხდა. მან 12 000 კაციანი ჯარი თბილისის ასაღებად გამოგზავნა. ჯერ კიდევ გამთენიისას მტერი ჩუმად მიადგა ქალაქს და თბილისს ცეცხლი წაუკიდეს. საბედნიეროდ მეფე ლუარსაბი და დედოფალი მტერს ხელთ ვერ ჩაუვარდა. ისინი წინა ღამით მცხეთას წავიდნენ მცირეწლოვანი შვილის რამაზის დასაკრძალად. თბილისს შესეულ მტერს მოსახლეობის ნაწილმა გაქცევით დააღწია თავი ნაწილი კი ციხეს შეეფარა. ამ შემთხვევაშიც ღალატის გამო მტერმა ციხე აიღო. მოღალატე ციხისთავმა უსაფრთხოების სანაცვლოდ ციხე დათმო, თბილისში ირანული გარნიზონი ჩადგა, შაჰი კი მცხეთას წავიდა რომ მეფე ლუარსაბი შეეპყრო. ყიზილბაშთა მეორე რაზმმა ამ დროს ქვემო ქართლის რბევა დაიწყო. მტერს გაუჭირდა მიუვალი ბირთვისის ციხის აღება, თუმცა ციხე ისევ მოღალატე თავადების ნაწილის გამო გატყდა. ვინც უარი განაცხადა მაჰმადიანობის მიღებაზე ყველა დახოცეს.
 
მეფე ლუარსაბმა მტრის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა დაიწყო, იგი მცირე რაზმებს ანადგურებდა, თავდასხმებს ღამით აწყობდა. შაჰ თამაზი დიდძალი ნადავლით და ტყვეებით ყარაბაღში დაბრუნდა. თბილისი ირანელებს დარჩათ, კახეთის მეფე ლევანი ქართლს არ დაეხმარა.
 
კახეთისაგან განსხვავებით მხოლოდ საკუთარ სამეფოზე არ ფიქრობდა ქართლის მეფე ლუარსაბი. იგი 1545 წელს ეხმარება სიმამრს, ბაგრატ III-ს ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ბრძოლა მოხდა სოხოისტას. ბრძოლის დაწყების წინ ქართლისა და სამცხე-საათაბაგოს ჯარში უთანხმოებამ იჩინა თავი: მესხები მოითხოვდნენ, რომ მეწინავეობა მათ ჰქონოდათ და როცა ამაზე უარი მიიღეს, ბრძოლის ველი დატოვეს. ბრძოლა დილიდან შებინდებამდე გაგრძელდა. თავგანწირულ ბრძოლაში მრავალი ქართველი ამოწყდა. დანარჩენები მხოლოდ მაშინ გაეცალნენ ბრძოლის ველს, როცა ყველა საბრძოლო იარაღი შემოემტვრათ…
 
სოხოისტას დამარცხების შემდეგ მეფე ლუარსაბი ჯავახეთს მაინც ინარჩუნებდა. მაშინდელი სამცხის ათაბაგი ქაიხოსრო III მიხვდა რომ ოსმალეთს საათაბაგოს დაპყრობა უნდოდათ და დასახმარებლად ირანის შაჰი მოიწვია. შაჰ თამაზს ქართლის მეფე არ ასვენებდა ამიტომაც წინადადება მიიღო და ქაიხოსროს დასახმარებლად გამოემართა.
 
შაჰ თამაზი მეორედ ლაშქრობს საქართველოში 1547 წლის იანვარში. იგი დიდი ჯარით სამცხეში ჩავიდა, ახალქალაქს დაბანაკდა. ზამთარი მკაცრი იყო, წყაროთა ცნობით მთა და ბარი გასწორებულად ჩანდა, მტკვარი გაყინული იყო, მასზე ჯარი თავისუფლად გადავიდა. მკაცრი პირობების გამო მოსახლეობის გახიზვნა გართულდა, შაჰ თამაზმა დაარბია ჯავახეთი და შემდეგ ქვემო ქართლს შეესია. მტერმა ხალხი დაატყვევა თუმცა თავადაც დიდი რაოდენობით ზარალი ნახა რის გამოც თამაზი იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო. იმერეთის მეფე ბაგრატ III და კახეთის მეფე ლევანი, რომლებმაც შაჰს ერთგულება გამოუცხადეს თამაზმა დააჯილდოვა. ბარდაში მყოფმა ბაგრატ III უკან გაუშვა, თან 30 000 მარჩილის ხალათები და საჩუქრები გაატანა, ასევე ხმალი და ცხენები. ოდნავ მოგვიანებით განჯას მყოფმა შაჰმა კახეთის მეფე ლევანიც შინ გაუშვა, ისიც ძვირფასი საჩუქრებით დატვირთული.
 
ლუარსაბმა ქაიხოსრო ათაბაგს ღალატი არ აპატია ( მან ხომ ლევანის მსგავსად კავშირი დაარღვია და შაჰ თამაზს ესტუმრა პირველ ლაშქრობამდე). ქართლის მეფემ შაჰ თამაზის მეორე ლაშქრობიდან მალევე 1551 წლისათვის დაიწყო ბრძოლა ქაიხოსროს წინააღმდეგ, შეიერთა სამცხე-საათაბაგო და კოლა არტაანი. ერთის მხრივ ლუარსაბის წარმატება იმანაც განაპირობა რომ სამცხის თავადთა დიდ ნაწილს არ მოსწონდა ქაიხოსრო და ლუარსაბს უჭერდნენ მხარს.
 
ქაიხოსრომ შაჰ თამაზს შეატყობინა რომ ლუარსაბი მისი მიწების დიდ ნაწილს იპყრობდა და დახმარება ითხოვა.
 
ამას მოყვა შაჰ თამაზის მესამე ლაშქრობა საქართველოში 1552 წელს. შაჰის ჯარი სამცხეს შეესია და ქართველებს ბრძოლა გაუმართა. ციხეებში გამაგრებული ლუარსაბ მეფის მომხრე მესხები მამაცურად იბრძოდნენ და დიდი ზიანი მიაყენეს მტერს, თუმცა ბევრი ქართველიც დაიღუპა. მტრის ამ შემოსევის დროს ძლიერ დაზარალდა ვარძიაც. ვარძიის ციხეში ლუარსაბის მომხრეები იყვნენ გამაგრებულნი, ყიზილბაშთა ჯარმა მძიმე დანაკარგის მიუხედავად ციხე აიღო. შაჰ თამაზი პირადად მისულა სილამაზით განთქმული ვარძიის სანახავად. იგი სასტიკი აღმოჩნდა, მან 20 ბერი დახოცა, ასევე ხელთ იგდეს ოქრო-ვერცხლის ნივთები, წიგნები და ვარძიის ოქროს კარები, რომელიც მოგლიჯეს და შაჰის პირად ხაზინას გაგზავნეს. შაჰ თამაზმა ამ გამარჯვებით ქაიხოსროს დაუმორჩილა ლორე და ბამბაკი, ამის შემდეგ ირანელებმა ქართლზე გაილაშქრეს მაგრამ ლუარსაბ მეფე ვერ შეიპყრეს, მტერმა ზარალი აქაც ნახა. ყიზილბაშები დასაზამთრებლად ყარაბაღში დაბრუნდნენ.
 
1554 წლის ზაფხულს შაჰ თამაზი მეოთხე ლაშქრობას აწყობს ლუარსაბის წინააღმდეგ. შაჰს სურდა ამჯერად მაინც ჩაეგდო ხელთ მისი მოუსვენარი მოწინააღმდეგე. ყიზილბაშებმა საბარათიოანოს რბევა დაიწყეს, მეფე ლუარსაბს ხალხი დახიზნული ყავდა და ციხესიმაგრეები გაამაგრა. საბარათიანოს შემდეგ შაჰ თამაზი შიდა ქართლში მივიდა, გორს შეესია რადგან ლუარსაბი აქ ეგონებოდა, თუმცა ქართლის მეფე კვლავ დაუსხლდა ხელიდან და ციხეების გამაგრება განაგრძო. სპარსელი ისტორიკოსის თქმით ყიზილბაშთა ჯარისთვის ტყეების და ვიწრო ხეობების გავლა რთული იყო. მტრისათვის ცნობილი გახდა რომ ატენის ციხეში სხვა ქართველ თავადებთან ერთად იმყოფებოდა ლუარსაბ მეფის დედა ნესტან-დარეჯანიც. როცა შაჰი ლუარსაბს ვერ მისწვდა ატენის ციხეზე გაილაშქრა. ქართველები მაღლობ მწვერვალზე ნაგებ ციხეს კარგად იცავდნენ, ისრებითაც დიდი ზარალი მიაყენეს მტერს, თუმცა მოღალატეობამ მაინც გატეხა ციხე. ყიზილბაშებმა ტყვედ ჩაიგდეს დედოფლის მსახური კავთისხეველი ბეთიაშვილი, რომელმაც სიკვდილის შიშით მტერს უჩვენა გზა წყაროსაკენ, ციხეს სასმელი წყლით რომ ამარაგებდა. ყიზილბაშებმა წყალი შეუწყვიტეს ციხეს, ქართველები მძიმე დღეში აღმოჩნდნენ და დანებდნენ, მტერს ხელში ჩაუვარდა ლუარსაბის დედა, ნესტან-დარეჯანიც. ტყვეთა საერთო რაოდენობამ მეოთხე ლაშქრობისას 30 000 ადამიანს მიაღწია, შაჰი კი მაინც უკმაყოფილო იყო რადგანაც ლუარსაბი ხელთ ვერ ჩაიგდო, სპარსელი ისტორიკოსის თქმით შაჰმა ისიც კი არ იცოდა სად იყო ქართლის მეფე, ფარსადან გორგიჯანიძე კი ასეთ ადგილად აჩაბეთის ციხეს ასახელებს.
 
შაჰ თამაზი ტყვეებითა და ნადავლით დატვირთული იყო, მან ყარაბაღში დაბრუნება გადაწყვიტა. ტყვეთა შორის იყო ნესტან-დარეჯანიც, დედოფალმა კარგად იცოდა რომ შაჰი მას მისი შვილის საწინააღმდეგოდ გამოიყენებდა. მდინარე არაქსის გადალახვამდე ლუარსაბმა ცადა ტყვეების განთავისუფლება თუმცა ჯარის სიმცირის გამო გენერალური ბრძოლა ვერ გამართა, შაჰ თამაზმა არაქსი გადალახა და თან 30 000 ქართველი ტყვეც წაიყვანა. ნესტან-დარეჯანმა თავი მოიწამლა რომ შაჰს მისი გამოყენება ვერ შეძლებოდა. დედოფალმა ეს განზრახვა მის მოძღვარს გაანდო და თან თხოვა მას რომ უდაბნოში დაესაფლავებინათ, რომ მისი საფლავი არაფრით ყოვილიყო გამორჩეული, შაჰმა გარდაცვლილი დედოფლის ეს თხოვნა შეასრულა. როდესაც ლუარსაბ მეფემ არაქსი გადალახა რომ ხელახალი შეტევა დაეწყო მას მოძღვარი გზად შემოხვდა, რომელმაც დედის სიკვდილის ამბავი აუწყა. ლუარსაბმა ისურვა დედის საფლავის ადგილსამყოფელის გაგება რომ დაეტირა იგი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, საფლავი არ არსებობდა. ნესტან-დარეჯანის სურვილი იყო რომ ყველა ქართველს იქ ეგულებოდეს მისი საფლავი სადაც უსახელო საფლავი არის...
 
1554 წელს ირან-ოსმალეთმა ზავზე მოლაპარაკება დაიწყო. ლუარსაბი და ბაგრატი ცდილობდნენ ჩაეშალათ შეთანხმება, რადგანაც მათი ომი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას აიოლებდა. ლუარსაბი შაჰ თამაზის მეოთხე ლაშქრობის შემდეგ იმერეთის მეფეს შეეფარა. შაჰი მოითხოვდა ბაგრატისაგან მის გადაცემას თუმცა იმერეთის მეფე უარს აცხადებდა ამაზე. ზავის ჩასაშლელად ბაგრატი სურამის ოლქს მოითხოვდა რომელიც ირანელებს ეკავათ. 1555 წლის 29 მაისს ქალაქ ამასიაში ირან-ოსმალეთს შორის ზავი დაიდო. ოსლმალეთს “ერგო” დასავლეთ საქართველო: იმერეთის სამეფო, გურია-საეგრელოს სამთავროები, სამცხე საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი- ტაო, შავშეთი, კლარჯეთი. ირანს ერგო ქართლის და კახეთის სამეფოები, ასევე სამცხე საათაბაგოს აღმოსავლეთი ნაწილი. მათ შეინარჩუნეს აზერბაიჯანი და სომხეთის აღმოსავლეთი ნაწილი. სომხეთის დასავლეთი ოსმალეთს ერგო. სასაღვრო ზონა ყარსის ოლქი კი გაუკაცრიელებული  უნდა ყოფილიყო, მისი მოსახლეობა ირანში უნდა გადაესახლებინათ; ყარსის ციხე-სიმაგრე მიწასთან გაასწორეს.
 
ამასიის ზავით ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება. დამპყრობლებს შორის “განაწილებული” საქართველო ფაქტიურად დაპყრობილი არ ყოფილა. მტაცებლებმა მხოლოდ დასაპყრობი მიწები გაინაწილეს.
 
ამასიის ზავს ლუარსაბზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, იგი აგრძელებდა ბრძოლას თავისუფლებისათვის. დროდადრო მეფემ შიდა ქართლის ციხეების ნაწილი დაიბრუნა, შეავიწროვა თბილისის გარნიზონიც. შაჰ თამაზს ქართლის მეფეზე თვალყურის დევნება ყარაბაღის მმართველ შავერდი სულთან ზიადოღლისათვის ქონდა დავალებული, რომელსაც გარნიზონმა დახმარება თხოვა და ისიც ქართლის მეფის წინააღმდეგ ჯარით დაიძრა. ლუარსაბ მეფეს მცირერიცხოვანი ჯარი ყავდა მტერთან შედარებით, მხლებელები ბევრს ეხვეწნენ მეფეს რომ უკან დაეხია მაგრამ ლუარსაბმა მტერთან ბრძოლა გადაწყვიტა (სპარსელი ისტორიკოსის თქმით სისუსტის და ყარაბაღის სულთნის შეცდენის მიზნით ლუარსაბმა უკან დაიხია, მაგრამ როცა სპარსელთა ჯარმა ამ მხარის რბევა დაიწყო ქართლის მეფე საფარიდან გამოვიდაო).
 
1556 წელი, ლუარსაბ მეფის უკანასკნელი ბრძოლა გარისთან. მოხუცებულმა მეფემ მეთაურობა მის შვილს სიმონს ჩააბარა, თავად კი სხვა მოხუცებულ მეომრებთან ერთად გორაზე შედგა რომ ბრძოლისათვის თვალი ედევნებინა. ქართველებმა პირველებმა დაიწყეს იერიში და მტერი უკუაქციეს. შავერდი სულთანიც გაიქცა. სიმონი გაქცეულებს მიყვა და მათი ხოცვა დაიწყო. მტრის გაქცეული ერთი რაზმი რომელიც ტყიდან გამოვიდა ლუარსაბს და მის ამალას შეეჩეხა. მოხუცმა მეფემ მეაბჯრეს შუბი გამოართვა, ცხენი გააჭენა და მტერს შეებრძოლა. იარაღების შემომტვრევის შემდეგ მეფე ცხენის ძგერებით იგერიებდა მოწინააღმდეგს, თუმცა ამ დროს ცხენს ფეხი ცხოველის სოროში ჩაუვარდა და წაიქცა, მოხუცებული მეფე ცხენის ქვეშ მოყვა რითაც სპარსელებმა ისარგებლეს, ერთ-ერთმა მათგანმა ზაქირმა ისრები დააყარა მეფეს. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა ქართლის მეფისათვის. ზაქირი ქართველებმა მაშინვე აკუწეს. ბრძოლაში მამაცურად დაღუპული მეფე ლუარსაბი ქართველებმა წაასვენეს და მცხეთაში დაკრძალეს…
 
მამაცი მეფე გარისის ბრძოლამდე ნახულმა სიზმარმაც ვერ შეაჩერა სადაც მან ქართველთა გამარჯვება და საკუთარი სიკვდილი იხილა. უკან დახევის ნაცვლად მან ამბავი დიდებულებს გაანდო და შვილს, სიმონს უთხრა მისი სიკვდილის ამბავი არ გაევრცელებინათ, დაეკრძალათ იგი მცხეთას და გლოვის ნაცვლად ქვეყნისათვის მიეხედათ. მეფეს ამის შემდეგ ურჩიეს უკან დაეხიათ მაგრამ ლუარსაბმა იუარა, აქამდე მტრისათვის ზურგი არ მიჩვენებია ახლა ყაჯარს ზურგი როგორ ვაქციოო... ქართლის მამაცი მეფე მტერს შეებრძოლა და სიკვდილსაც ღირსეულად შეეგება. ლუარსაბის შემდეგ 1556 წელ ქართლის სამეფოს ტახტი მისმა შვილმა, სიმონ I-მა დაიკავა.
 
ლუარსაბ მეფის სიმამაცის შესახებ წერდნენ არა მარტო ქართველი, არამედ სპარსელი ისტორიკოსებიც. ქართლის მეფეს სპარსელებმა და შაჰ თამაზმა ვერაფრის დიდებით ვერ მოახრევინეს ქედი და ვერ გატეხეს მისი ნებისყოფა. ფარსადან გორგიჯანიძეს ნათქვამი აქვს რომ მისი ქართველები ლუარსაბს ასე ახასიათებდნენ: ლუარსაბ მეფე მამაცობაზედ ნაქებია ყოველ საქართველოს მეფეთა შორის, კარგი და გულოვანი სარდალია, უხვი და სამართლიანი, ომში კოხტა და უშიშარი, მტკიცე ქრისტეანი. ძლიერ უყვარდა პოლიტიკური დამოუკიდებლობა და თავისუფლება, სხვისი ყმობა არასოდეს უკადრებია.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუარსაბ_I“-დან