ზორან მილანოვიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

ამოღებულია კატეგორია:ცოცხალი ადამიანები. იხ. https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები&oldid=4001479
(ამოღებულია კატეგორია:ცოცხალი ადამიანები. იხ. https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები&oldid=4001479)
 
 
== ბიოგრაფია ==
ზორან მილანოვიჩი დაიბადა [[1966]] წლის 30 ოქტომბერს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში. დაასრულა [[ზაგრების უნივერსიტეტი]]ს იურიდიული ფაკულტეტი. სასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ზაგრებში მოსამართლედ, ხოლო [[1993]] წლიდან ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ერთი წლის შემდეგ იგი [[ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია|ეუთოს]] ხაზით მუშაობდა [[მთიანი ყარაბაღი|მთიან ყარაბაღში]]. [[1996]] წელს გახდა [[ევროპის კავშირი]]სა და [[ნატო]]ს ხორვატიის მისიის მრჩეველი [[ბრიუსელი|ბრიუსელში]]. იქვე დაასრულა ასპირანტურა. [[1999]] წელს დაუბრუნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს.
 
ამავე პერიოდში მილანოვიჩმა დაიწყო თავისი პოლიტიკური კარიერა. [[1999]] წელს გაწევრიანდა [[ხორვატიის კომუნისტთა კავშირი]]ს ბაზაზე ჩამოყალიბებულ [[ხორვატიის სოციალ-დემოკრატიული-პარტია|სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში]]. პარტიის [[2000]] წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში [[ნატო]]სთან თანამშრომლობას კურირებდა. სამი წლის შემდეგ გახდა საგარეო საქმეთა მინისტრის [[ტონინო პიცული]]ს მრჩეველი. [[2003]] წელს საპარლამენტო არჩევნებში ხორვატიის დემოკრატიული თანამშრომლობის გამარჯვების შემდეგ მილანოვიჩი ტოვებს თანამდებობას.
 
[[2004]] წელს აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, ხოლო ორი წლის შემდეგ მცირე ხნით გახდა პარტიის პრეს-მდივანი. პარტიის ლიდერის [[ივიცა რაჩანი]]ს გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელად. პარტიის რეიტინგმა სწრაფი ზრდა დაიწყო და [[2007]] წლის არჩევნებში გახდა უმსხვილესი ოპოზიციური ძალა.
 
[[2011]] წლის 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეთაურობით შექმნილმა კოალიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მიიღო მანდატების უმრავლესობა. შესაბამისად 23 დეკემბერს დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
 
[[2019]] წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში. ორი ტურის შედეგად დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი [[კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი]] და გახდა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი. თანამდებობას დაიკავებს [[2020]] წლის 19 თებერვალს.
 
== ოჯახი ==
ზორან მილანოვიჩი [[1994]] წლიდან დაოჯახებულია. მისი მეუღლეა სანიე მუსიჩ-მილანოვიჩი, მათ ყავთ ორი შვილი ანტე და მარკო.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
{{ხორვატიის პრეზიდენტები}}
{{DEFAULTSORT:მილანოვიჩი, ზორან}}
 
{{DEFAULTSORT:მილანოვიჩი, ზორან}}
[[კატეგორია:დაბადებული 30 ოქტომბერი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1966]]
[[კატეგორია:ხორვატიის პრეზიდენტები]]
[[კატეგორია:ხორვატი პოლიტიკოსები]]
[[კატეგორია:ცოცხალი ადამიანები]]
33 253

რედაქტირება