პაოლა რუფო დი კალაბრია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:დედა დედოფლები გაჯეტ HotCat-ით
ამოღებულია კატეგორია:ცოცხალი ადამიანები. იხ. https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები&oldid=4001479
ხაზი 16:
|რელიგია = [[კათოლიციზმი]]
}}
'''პაოლა რუფო დი კალაბრია''' ({{Lang-it|Paola Ruffo di Calabria}}; დ. [[11 სექტემბერი]], [[1937]], [[ლუკა]], [[იტალია]]) — [[იტალიელები|იტალიელი]] არისტოკრატი. ბელგიის დედოფალი 1993-2013 წლებში როგორც მეფე [[ალბერტ II (ბელგია)|ალბერტ II]]-ის მეუღლე. ბელგიის მეფე [[ფილიპე (ბელგია)|ფილიპეს]] დედა.
 
== ბიოგრაფია ==
პრინცესა პაოლა რუფო დი კალაბრია დაიბადა 1937 წლის 11 სექტემბერს ლუკაში, იტალიაში. იგი არის ადგილობრივი მთავრის, ფულკო რუფო დი კალაბრიისა და მისი მეუღლის, პრინცესა ლუიზა გაცელი დეი კონტი დი როზანას ნაბოლარა ქალიშვილი. მისი ოჯახი სამხრეთელ იტალიელ არისტოკრატთა კლასს მიეკუთვნება, რომელთაც სავარაუდოდ [[ნორმანები|ნორმანული]] ფესვები აქვთ. მისი წინაპრებიდან ყველაზე ცნობილია პიეტრო რუფო დი კალაბრია, რომელსაც საღვთო რომის იმპერატორ [[ფრიდრიხ II შტაუფენი|ფრიდრიხ II]]-ის (1194-1250) კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა, რის შემდეგაც გახდნენ რუფოები [[ნეაპოლის სამეფო|ნეაპოლის სამეფოს]] ერთ-ერთი წამყვანი საგვარეულო.
 
პაოლამ მთელი თავისი ახალგაზრდობა რომში გაატარა. აქ მან ჰუმანისტური საშუალო სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც გაიცნო ბელგიის პრინცი ალბერტი, ბელგიის მეფე [[ბოდუენი (ბელგია)|ბოდუენის]] ძმა, მეფე [[ლეოპოლდ III (ბელგია)|ლეოპოლდ III]]-ისა და დედოფალ [[ასტრიდ შვედი|ასტრიდ შვედის]] ვაჟი. წყვილს ერთმანეთი მალევე შეუყვარდა, ქორწინება კი მას შემდეგ კიდევ უფრო გაადვილდა, რაც გაირკვა, რომ პაოლას მამის ბებიის დედა ბელგიელი იყო. მათი ქორწინება 1959 წლის 2 ივლისს შედგა. იგი მშობლიური იტალიურის გარდა საკმაოდ მაღალ დონეზე ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს. ბელგიაში ქორწინების გამო მან მალევე ისწავლა ნიდერლანდური ენაც, თუმცა, ამის მიუხედავად იგი ხალხის კრიტიკას მაინც ვერ გაექცა.
 
1993 წლის 9 აგვისტოს მისი მაზლის, მეფე ბოდუენის გარდაცვალების შემდეგ ტახტი [[ალბერტ II (ბელგია)|ალბერტ II]]-მ დაიკავა, რის შემდეგაც პაოლა ბელგიის დედოფალი გახდა. გარდა თავისი წოდებრივ-წარმომადგენლობითი მოვალეობების შესრულებისა, დედოფალი პაოლა დაინტერესებული იყო ქვეყნის კულტურულ-სოციალური ასპექტებითაც. აღსანიშნავია, რომ მას ძალიან უყვარს ცურვა და ციგურაობა.
 
2013 წლის 21 ივლისს მისი მეუღლე, ალბერტ II თავიანთი ვაჟის, მეფე [[ფილიპე (ბელგია)|ფილიპეს]] სასარგებლოდ გადადგა ტახტიდან, რის შემდეგაც პაოლას ბელგიის დედა-დედოფლის წოდება მიენიჭა, რომელსაც დღემდე ატარებს.
 
== შვილები ==
ხაზი 35:
 
== ლიტერატურა ==
* Montgomery-Massingberd, Hugh (editor). Burke's Guide to the Royal Family, Burke's Peerage, London, 1973, p.  226. ISBN 0-220-66222-3
* Willis, Daniel, The Descendants of Louis XIII, Clearfield Co., Inc., Baltimore, Maryland, 1999, p.  100. ISBN 0-8063-4942-5.
* Enache, Nicolas. La Descendance de Marie-Therese de Habsburg. ICC, Paris, 1996. pp.  54, 58. French.
* Genealogisches Handbuch des Adels, Fürstliche Häuser XVI. "Ruffo". C.A. Starke Verlag, 2001, pp.  522–529. ISBN 3-7980-0824-8.
{{ბელგიის დედოფლები}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 11 სექტემბერი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1937]]
[[კატეგორია:ცოცხალი ადამიანები]]
[[კატეგორია:ბელგიის დედოფლები]]
[[კატეგორია:იტალიელი დიდგვაროვნები]]