მარია ტერეზა ესპანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 45:
მარია ტერეზასა და ლუის ქორწინების გაჭიანურებით მალევე სხვებმა ისარგებლეს. 1658 წელს კარდინალმა მაზარინმა ანა ავსტრიელს შესთავაზა ლუის დაქორწინება მის დისშვილზე — მარია მანჩინზე, რაზეც ანამ უარი თქვა. მალევე ინგლისის დედა-დედოფალმა, [[ანრიეტა მარია დე ბურბონი|ანრიეტა მარია ფრანგმა]], რომელიც ასევე ლუის მამიდა იყო, წამოაყენა მისი ქალიშვილის, პრინცესა [[ჰენრიეტა ინგლისელი|ჰენრიეტა ანა სტიუარტისა]] და ლუის ქორწინების წინადადება. ასევე შეთავაზება მოვიდა პორტუგალიიდან, საიდანაც დედოფალი [[ლუიზა დე გუსმანი]] ლუის მის ქალიშვილ [[კატარინა ბრაგანსა|კატარინა ბრაგანსაზე]] დაქორწინებას სთავაზობდა. დედა-დედოფალი ანა ყველას უარით ისტუმრებდა, რადგან მას ლუის დაქორწინება თავის ძმიშვილზე სურდა. ამავე 1658 წელს სავოიიდან დიდი ელჩობა ჩამოვიდა, რომელიც ასევე ლუის მამიდამ, [[კრისტინა მარია დე ბურბონი|კრისტინა მარია ფრანგმა]] გამოაგზავნა. კრისტინასაც ლუის თავის ქალიშვილზე, [[მარგერიტა ვიოლანტე სავოიელი|მარგერიტა ილანდა სავოიელზე]] დაქორწინება სურდა. ამრიგად მარია ტერეზას უამრავი კონკურენტი გამოუჩნდა. ამან ესპანელები გამოაცოცხლა, ფილიპე მიხვდა, რომ მისი და დიდხანს ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას ამდენ მსურველს, რის გამოც 1658 წელს საფრანგეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების დადებისას ფილიპემ ასევე გააფორმა მარია ტერეზასა და ლუის საქორწინო კონტრაქტი, რომელსაც საოცარი მზითვის გამო ფრანგები არასდროს გააუქმებდნენ. ფილიპე მარია ტერეზას მზითვში ატანდა სადავო [[რუსოლინი|რუსოლინის მხარეს]] და ამას დამატებულ 500 000 ოქროს ეკიუს. კმაყოფლი მაზარინი დაუყოვნებლივ ჩავიდა პარიზში და სამეფო ოჯახს საქორწინო კონტრაქტის დადება ახარა. მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე მაზარინსა და ფილიპე IV-ის ელჩს შორის საქორწინო მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდა. მათ განიხილეს და მოაგვარეს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის არსებული ყველა სადავო საკითხი, რის პარალელურადაც მაზარინი თავის დის შვილს გამუდმებით ცხვირწინ უტრიალებდა ლუის, რათა როგორმე შეჰყვარებოდა, თუმცა ამაოდ.
[[ფაილი:Traite-Pyrenees.jpg|მარცხნივ|მინი|329x329პქ|ორი სამეფო ოჯახის საქორწინოდ შეხვედრა, 1660 წელს]]
საბოლოოდ პარტიათა შეთანხმებით ოფიციალური ფორმალობების შესრულების დრო დადგა. 1659 წლის 17 ოქტომბერს მადრიდში ჩავიდა ლუი XIV-ის ოფიციალური დელეგაცია და მარია ტერეზას ხელი ითხოვეს, რაზეც ცხადია დადებითი პასუხი მიიღეს. ამავე წლის 7 ნოემბერს მაზარინმა და ესპანეთის პირველმა მინისტრმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რის მიხედვითაც საბოლოოდ უნდა დასრულებულიყო ომი. მალევე დაიწერა საქორწინო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ინფანტას ქორწინებით ჩერდებოდა ომი, მას მზითვში მიჰქონდა სადავო რუსოლინის მხარე და იმის გამო, რომ შემდეგში მათ შვილებს ესპანეთზე არ ჰქონოდათ პრეტენზია ესპანელები დამატებით მზითვად აყოლებდნენ 500 000 ოქროს ეკიუს. ამ დროს უკვე გაკოტრებულმა ესპანეთმა ვერ შეძლო ამხელა თანხის გადახდა, რასაც საბოლოოდ კიდევ ერთი ომი და [[ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის|ესპანური მემკვიდრეობისთვის დაწყებული ომი]] მოჰყვა. ამ პერიოდში საფრანგეთი ევროპის უძლიერესი სახელმწიფო იყო და ყველაფერს თავის სასარგებლოდ აკეთებდა. თუმცა მარია ტერეზას ქორწინებამ დიდი შვება და რამდენიმე წლიანირამდენიმეწლიანი მშვიდობა მოუტანა ესპანეთს.
 
== ქორწინება ==
[[ფაილი:Louis XIV wedding.jpg|მინი|354x354პქ|ლუი XIV-ისა და მარია ტერეზა ესპანელის ქორწინება]]
მშვიდობის დამყარების შემდეგ უდიდესი სამეფო ქორწილისათვის მომზადებას სრული შვიდი თვე დასჭირდა. ამ სამზადისში ფრანგებიც და ესპანელებიც იყვნენ ჩართულები და დიდ ძალისხმევას დებდნენ მასში. ფილიპე IV-ს სურდა, რომ მისი ქალიშვილის ქორწინება უნაკლო ყოფილიყო, რისი ზედამხედველობაც მარიანა ავსტრიელს სთხოვა. მარია ტერეზას მარიონეტული ქორწინება 1660 წლის 3 ივნისს შედგა ფუენტერაბიის ტაძარში, ესპანეთში, სადაც ლუის ესპანეთის პირველი მინისტრი წარმოადგენდა. სამი დღის შემდეგ სამეფო ოჯახები ერთმანეთს საფრანგეთ-ესპანეთის საზღვარზე, საგანგებოდ აგებულ პავილიონში შეხვდნენ. სწორედ აქ, 45 -წლიანი განშორების შემდეგ შეხვდა ფილიპე IV თავის დას, დედოფალ ანა ავსტრიელს. 4 ივნისს მარია ტერეზა და ლუი ერთმანეთს მალულად შეხვდნენ, რადგან ერთმანეთის გაცნობა ძალიან სურდათ. 6 ივნისს გამართულ ოფიციალურ საზეიმო შეხვედრაზე ორი მეფე თავის დაკვრითა და ხელის ჩამორთმევით მიესალმა ერთმანეთს. ფრანგებს ახლებური და ძალიან ფერადი ტანსაცმელი ეცვათ, ესპანელები კი მთლიანად შავებში იყვნენ შემოსილები. ოთახში დაფენილ ხალიჩაზე გამყოფი ხაზი იყო გავლებული რაც ესპანეთ-საფრანგეთის საზღვარს წარმოადგენდა. ამ ხაზის იქეთ არც ფრანგები შეუშვეს ესპანელებმა და არც ესპანელები ფრანგებმა. მეორე დღეს მხოლოდ მარია ტერეზას დართეს ნება ესპანური საზღვრიდან ფრანგულ მხარეს გადასულიყო. მარია ტერეზა ხაზის გადაკვეთამდე ცრემლებით გამოემშვიდობა მამასა და ახლობლებს, რადგან იცოდა, რომ მათ ვეღარასდროს ნახავდა. როგორც კი ხაზი გადაკვეთა სასწრაფოდ გახადეს ესპანური სამოსი და ფრანგული ტანსაცმელი ჩააცვეს. ფრანგული ეტიკეტის მიხედვით სამეფო პატარძალს არაფერი არ უნდა ჰქონოდა რაც სხვა სამეფო კარიდან ჰქონდა წამოღებული.
 
1660 წლის 9 ივნისს სენ-ჟან-დე-ლუზის ტაძარში მარია ტერეზა ესპანელი და ლუი XIV ფრანგი დაქორწინდნენ. ამ დროს ორივე 22 წლისანი იყვნენ. სამეფო ქორწილი საოცარი ბრწყინვალებით აიღნიშნა. მარია ტერეზას საოცარი გვირგვინი და კაბა მის ახალ სტატუსს — საფრანგეთის დედოფლობას გამოხატავდა. მას ეცვა ლურჯი ხავერდის კაბა, რომელზეც ოქროს ძაფით ამოქარგული იყო ფრანგული ჯვრები.