შონა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
იმისთვის, რომ მეცნიერებს დაედგინათ თუ საიდან მოდის შონას ხალხი და შეესწავლათ მათი ენა, გამოიყენეს არქეოლოგიური წყაროები. სამწუხაროდ, შონას ისტორიას არ შემორჩა წერილობითი წყაროები, ამიტომ  ყველაზე მნიშვნელოვან მასალას მეცნიერებისთვის წარმოადგენდა აღმოჩენილი არტეფაქტები და ნანგრევები, რომლებიც შონას კულტურის შესწავლისთვის ძალიან მნიშნელოვანია.  მიუხედავად იმისა რომ არქეოლოგიური წყაროები ძალიან მცირეა, მათი შესწავლის საფუძველზე შესაძლებელია დადგინდეს ადგილობრივი ტომების მიგრაცია, ცხოვრების სტილი, კულტურა. ასევე ისეთი ნივთები, როგორებიცაა ფაიფურის ნაწარმი, რომლებიც უცხო მხარედან არის შემოტანილი, ინფორმაციას გვაწვდის მათი ეკონომიკური მდგომარეობისა და სავაჭრო კონტაქტების შესახებ. მეცნიერებმა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ დიდად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან პლატოს ადრინდელი და გვიანდელი ჯგუფები ჭურჭლის დამზადებთ. ამ და სხვა ფაქტების გაანალიზების შედეგად, ასევე მოხდა იმის დადგენაც, რომ გვიან პერიოდის ხალხს მეტად ჰქონდა განვითარებული ეკონომიკა, კერძოდ მეცხოველეობა. როგორც ცნობილია, პლატოზე ცხოვრობდა 4 ტომი - პირველი ლეოპარდ კოპჯეს კულტურა, რომელიც  სამხრეთ დასავლეთ პლატოზე ცხოვრობდა დაახლოებით 940 წელს, 1020 წლისთის მათი საცხოვრებელი არეალი გავრცელდა ლიმპომპოს დაბლობზე, მეორე ცნობილი კულტურაა გუმანიეს კულტურა, სამხრეთ პლატო, 1090წ. შემდეგი არის ცენტრალურ პლატოზე  ჰარარეს კულტურა, რომელიც ყვაოდა 1150 - 1180 წლებში, ხოლო ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით იყო მუსენგეზის კულტურა, რომელიც დაახლოებით 1210 წელს იყო. ეს არის უმთავრესი კულტურები. 
 
მეოცე საუკუნეში მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნებას მისდევდა, განსაკუთრებით გავრცელებული იყო მარცვლეულის კულტურა, კერძოდ, სიმინდი და ფეტვი ძირითად კულტურებს წარმოადგენდა, ასევე მოჰყავდათ ლობიო და ბრინჯი.  ამ ადგილებში ჯერ კიდევ ტრადიციული სოფლის მეურნეობის მეთოდებით (სასუქების გამოყენების გარეშე) ხელმძღვანელობენ და მოჰყავდათ მოსავალი. როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობისთვის საკმარისი პროდუქტის მოყვანა ხდება წლის განმავლობაში. ახალი პოლიტიკა, რომელიც ნელ-ნელა მოქმედებდა, ქვეყნის მასშტაბით შეიცავდა შეზღუდვებსა და სახნავი მიწების მკაცრ კონტროლს, ასევე მინდვრების უფრო ინტენსიურ  კულტივაციას. ის ინდივიდები, რომლებიც ითვალისწინებდნენ კულტივაციის გაუმჯბესებულ მეთოდებს, მოსავლის საგრძნობ ზრდას სიძნელის გარეშე ახერხებდნენ. მაგრამ მიუხედავად გავრცელებული სადემონსტრაციო ნაკვეთების გამოყენებისა და დატრეინირებული აფრიკელი სოფლის მეურნეების არსებობისა, ადმინისტრაციას უწევდა ბრძოლა სულელური და ახლო მხედველი კონსერვატიზმის და პასუხისმგებლობის არქონის წინააღმდეგ მიწის გაუმჯობესებული მეთოდებით გამოყენებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა რომ სოფლის მეურნეობა არსებობის ძირითადი საშუალებაა, პირუტყვის (თხები, ცხვრები, ღორები და სხვა) გარკვეული რაოდნეობა ნაპოვნია, ძირითად მცირე რაოდენობით. შინაური ცხოველები ძირითადად გამოიყენება ქორწინების რიტუალური მიზნებისთვის. რძე და ხორცი არ წარმოადგენს ტრადიციულად კვების რაციონის შემადგენელ ნაწილს. პირველს ძირითადად მოიხმარენ მცირეწლოვანი ბავშვები და მენახირე ბიჭები, ხოლო ხორცი გამოიყენება უმეტეს წილადუმეტესწილად რიტუალური ფუნქციით.<ref>Holleman, J. F., Elizabeth Colson, and Max Gluckman. 1959. “Some ‘Shona’ Tribes Of Southern Rhodesia.” ''Seven Tribes Of British Central Africa''. Manchester, Eng.: Manchester University Press. <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=fs05-015</nowiki>.</ref>
 
რაც შეეხება შონას ხალხის განათლების პოლიტიკას, ორი მიმართულებით ავითარებდნენ მეოცე საუკუნეში. პირველი მიჰყვება ევროპულ და აზიურ მოდელს, ხოლო მეორე აფრიკულ განათლების სისტემას. მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობდა შემდეგში: ისინი 12,5 % უფინანსებნენ თითეულ მოსწავლეს დაწყებითი კლასებიდან  სკოლის დამთავრებამდე (ოთხი წლის განმავლობაში). განათლების შემდეგ საფეხურზე, იგულისხმება საშუალო კლასები და ასევე უნივერსტეტებზე დაფინანსების პროცენტი შედარებით პატარაა, 37,5 % აფინანსებდნენ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ტექნიკურ სასწავლებლებში იღებენ განათლებას. მშობლები ვალდებულნი არიან, რომ ხელი შეუწყონ თავიანთ შვილებს განათლების მიღებაში და შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალურად დააფინანსონ მათი შვილების სწავლა. მეოცე საუკუნეში სახელმწიფოს ინვესტიციების წილი განათლების სისტემაში წლებთან ერთად იზრდებოდა. მაგალითა 1901 წელს სახელმწიფოს მიერ ინვესტირებული თანხა შეადგენდა ბიუჯეტის 0,02 %, 1910 წელს 0.48 %, 1920 წელს 0,78 % , 1950წელს 1,61 %,ხოლო 1970 წელს 8,6 %.<ref>Chavunduka, G. L., Michael Gelfand, and R. S. Roberts. 1978. “Traditional Healers And The Shona Patient.” ''Zambeziana''. Gwelo, Rhodesia: Mambo Press. <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=fs05-019</nowiki>.</ref><ref>Kuper, Hilda. 1954. “Shona.” ''Shona And Ndebele Of Southern Rhodesia, By Hilda Kuper. The Ndebele. By A.J.B. Hughes And J. Van Velsen''. London: International African Institute. <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=fs05-001</nowiki>.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შონა“-დან