ბიპედალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
== უპირატესობები ==
ბიპედალიზმის უპირატეს გადაადგილების ფორმად ჩამოყალიბება [[ჰომინიდები|ჰომინიდების]] ხაზში გამოიწვია [[სელექცია|სელექციურმა]] წნევამ ზედა კიდურებზე და მისცა მათ დამატებით [[მანიპულაცია|მანიპულაციების]] უნარი ინტენსიური მოძრაობის დროს.
ბიპედალიზმის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ აუმჯობესებს ჰომინინების უნარს, გადაიტანონ რესურსი ფართო ტერიტორიებზე. სხვა [[პრიმატები|პრიმატებთან]] შედარებით ჰომინინის [[ეკოლოგია|ეკოლოგიურ]] ქცევებს შორის მალფუჭებადი რესურსის გადატანა მნიშვნელოვანი თვისებაა . მიუხედავად იმისა, რომ პირველი ჰომინინები უმეტეს წილადუმეტესწილად ატარებდნენ ორგანულ ტვირთს, პირველი მტკიცებულება რესურსების გადატანისა ჩნდება გვიან [[პალეოლითი|პალეოლითში]]. დაფიქსირებულია ქვების ადგილმდებარეობის ცვლილების ფაქტი, ისინი საკუთარი ადგილებიდან მცირე მანძილით გადაადგილდა. ასეთი ტვირთის გადატანა კონტრასტში მოდის თანამედროვე სურსათის მომპოვებელ ჰომინინებთან, რომელთაც გადააქვთ სხვადასხვა სახის რესურსები, ზომების მიხედვით - მცირე, ასევე დიდი და მძიმეც, თანაც სულ უფრო შორ მანძილზე<ref name="Meldrum, D. J. 2004">Meldrum, D. J., & Hilton, C. E. (2004). From biped to strider: The emergence of modern human walking, running, and resource transport. New York: Kluwer Academic/Plenum.</ref>. ადამიანთა ორ ფეხზე დგომისა და სიარულის უნარი წარმოადგენს ფუნდამენტურ ცვლილებას მათი წინაპრებისგან. ბიპედალიზმმა [[ტვინი|ტვინის]] ზომის გაფართოებას წინ გაუსწრო 5 მილიონი წლით და ახალი ერის დასაწყისი გახდა.
ორ ფეხზე სიარული არის ძირითადი ნაწილი იმ თვისებების სიისა, რომელიც განვითარდა [[მაიმუნები|მაიმუნებისა]] და ადრეული [[ადამიანი|ადამიანის]] ხაზისგან. მაგალითად, ორ ფეხზე სიარული ოთხ ფეხზე სიარულზე უპირატესია იმიტომ, რომ გაათავისუფლა ადამიანთა სხეული იძულებით სინქრონული [[სუნთქვა|სუნთქვის]] მანერისგან, რომელთან ერთადაც [[ცხოვრება]] უწევთ ოთხფეხა [[ცხოველები|ცხოველებს]], თუნდაც ისეთებს, როგორებიცა არიან [[ცხენი]] ან [[ძაღლი]]. მას შემდეგ, რაც ორფეხა წინაპრების [[ფილტვები]] განთავისუფლდა, მათ შეეძლოთ [[სუნთქვა|სუნთქვის]] მოდელირება სხვადასხვაგვარი გზით. ამ ფაქტს შესაძლოა დიდი წვლილი შეეტანა არა მარტო [[სუნთქვა|სუნთქვის]], არამედ შემდგომში [[მეტყველება|მეტყველების]] აპარატის განვითარებაში. კავშირი გამართულად სიარულსა და საუბარს შორის არის ერთ-ერთ ცხადი მაგალითი ადამიანთა [[სხეული|სხეულის]] [[ევოლუცია|ევოლუციის]] ასახსნელად.
უკანასკნელ კვლევებზე დაყრდნობით, პირველი ნაბიჯები იყო მცირე არევა, რამაც ხელი შეუწყო ადამიანთა [[მაიმუნი|მაიმუნის]] მსგავს წინაპარს, მიეღწია ისეთ მცენარეულ საკვებამდე, როგორიცაა [[ლეღვი]] და სხვა. აქამდე ასეთი მცენარის ნაყოფი ხელმისაწვდომი არ იყო . შემდეგ ამ ზღვრულმა ბიპედებმა, ანუ ჯერ ბოლომდე არ შემდგარმა ბიპედებმა, იპოვეს [[ხორცი]]. [[ხორცი]] იყო ორივე ფორმის - პატარა, მარტივად დასაჭერი [[ცხოველები|ცხოველებისა]] და გვამის სახით, როგორც მცირე ზომის, ასევე დიდიც. ასეთი საკვების ძებნაში [[პრომეთე|პრომეთეს]] დროის ადამიანი ატარებდა დღეებს. ხორცის ჭამა გახდა ახალი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი [[ცილა|ცილოვანი]], [[ცხიმი|ცხიმოვანი]] ნივთიერებებისა და [[კალორია|კალორიების]] წყარო, რომლებიც შესაძლოა გამხდარიყო ის, რამაც უბიძგა ტვინის ზომაში მომატებას და ხელი შეუწყო [[კოგნიტური|კოგნიტურ]]-შემეცნებითი უნარებისა და ჩვევების განვითარებას. მას შემდეგ, რაც ხორცის ჭამა გახდა მნიშვნელოვანი, ადამიანთა წინაპრებმა შეიძინეს ახალი ცხოვრების სტილი, რაც საბოლოო ჯამში აისახა [[ჰომინინები|ჰომინინზე]], როგორც „პლანეტის მმართველზე“. პოპულარული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ორ ფეხზე გამართულმა სიარულმა მომენტალურად არ გამოიწვია ტვინის ზომაში ზრდა. ამ ორ მოვლენას მილიონობით ევოლუციური დრო აშორებს<ref>Stanford, C. B. (2003). Upright: The evolutionary key to becoming human.</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიპედალიზმი“-დან