მონღოლური კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 104:
 
==== მონღოლური ტრადიციული ქამარი ====
მონღოლთა ტანისამოსის განუყოფელ ნაწილად ითვლება ბალთა (იგივე ქამარი), რომელსაც უმეტეს წილადუმეტესწილად იმაგრებდნენ წელზე. ბალთის სიგრძე სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ როგორც წესი, კაცის ბალთის სიგრძე დაახლოებით 15-18 ფუტის (ფუტი არის 0,3 მეტრი) სიგრძე იყო, ხოლო ქალის, 9-12 ფუტი. კაცის ბალთა გადაკეცილი იყო ფართოდ, გასხვავებით ქალისგან, რომლებიც ბალთას შედარებით ვიწროდ იკეცავდნენ. ბალთას მჭიდროდ იმაგრებდნენ წელზე. მონღოლეთში ხშირად ამბობდნენ, რომ სწორედ ეს ბალთა ეხმარებოდა ცხენოსნებს, მონღოლეთის მთიანეთში გადაადგილების დროს, რათა შინაგან ორგანოებს ადგილი არ შეეცვალათ. ბევრი ცრურწმენაც არსებობდა ამ ბალთის შესახებ. მაგალითად, ცუდის მომასწავებლად ითვლებოდა, თუ ბალთას დატოვებდი სადმე შეკრულს. ხოლო ის ადამიანი, რომელიც მას იპოვნიდა აუცილებლად უნდა წასულიყო თავისზე უფროს ადამიანთან და ეთხოვა რომ გაეხსნა იგი. ბალთაზე შესაძლებელი იყო სხვადასხვა ნივთის ჩამოკიდება. მათ შორის, დანის, აგრეთვე მართკუთხა ჩანთის, რომელშიც როგორც წესი, ათავსებდნენ სასმელი წყლის ბოთლებს და სასმლის დასალევ თასს. გარდა ამისა ამ ჩანთაში ინახავდნენ კაჟის ქვასა და ფოლადს, რათა საჭიროების შემთხვევაში დაენთოთ ცეცხლი.
 
==== მონღოლური ტრადიციული ქუდი ====
ხაზი 126:
მონღოლეთი მოქცეულია ზომიერი სარტყლის სტეპის, ნახევარუდაბნოსა და უდაბნოს ზონაში. მისი მდებარეობით აიხსნება მონღოლეთის მკაცრი [[კლიმატი]]ც. [[უდაბნო]]ებისა და ნახევარუდაბნოების არსებობის გამო ჰავა მშრალია და კონტინენტური. დამახასიათებელია შედარებით მოკლე [[ზაფხული]] და გრძელი [[ზამთარი]]. ზამთრის დროს ტემპერატურა -40 გრადუსამდე ეცემა.
 
რომ შევაჯამოთ, თანამედროვე მონღოლეთი, რომელიც არის ჩრდილოეთ კიდე ცენტრალური აზიისა, არის ამაღლებული და ფართო პლატო გარშემორტყმული მთაგრეხილებით, ხოლო მონღოლეთის ტერიტორიის გარკვეული მხარე კი უერთდება გობის უდაბნოს. ქვენიადაგი  ავტონომიური მონღოლეთისა ძირითადად მოიცავს გრანიტსა და გნეისს, ხოლო თვითონ ნიადაგი ძირითადად შედგება ქვიშისგან, თიხისგან, ცხიმოვანი ქვიშისგან, ალევიური მიწისაგან, ხოლო უმეტეს წილადუმეტესწილად შავი მიწისაგან. მონღოლეთის ფლორა ძირითადად სტეპური ტყეებისაგან შედგება, ხოლო ფაუნა არც თუ ისე მრავალფეროვანი ეგზემპლიარებისაგან. სწორედ ასეთია ფიზიკური მახასიათებლები ავტონომიური მონღოლეთისა. დანაოჭებული ქვეყანა, საკმაოდ მკაცრი ბუნებითა და მოსაწყენი მონოტონური, თუმცა სახასიათო შეუპოვარი სილამაზითა და თავისებური შარმით.
 
==== რელიგია ====