სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== მკლავჭიდი ==
'''საქართველოს  მკლავჭიდელთა  პირველი შეჯიბრება [[1989]] წელს [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] გაიმართა.''' ამ საქმის თაოსანი იყო [[ვახტანგ მუსელიანი]], რომელმაც შემდგომ ჩამოაყალიბა  საქართველოს ნაკრები და მკლავჭიდის ფედერცია (მსოფლიო ფედერციის წევრი [[1991]] წლიდან).
 
(მსოფლიო ფედერციის წევრია 1991 წლიდან). ქართველი მკლავჭიდელებისთვის პირველი საერთაშორისო  შეჯიბრება  იყო [[მოსკოვი|მოსკოვის]] [[1990]] წლის ღია ჩემპიონატი.
 
ოქროს მედლები აიღეს [[ერეკლე გურჩიანი|ერეკლე გურჩიანმა]] და [[ზაურ ცხადაძე|ზაურ ცხადაძემ]]. შეჯიბრებას ესწრებოდა მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერციის პრეზიდენტი, ამერიკელი [[ბილ სობერანისი]], რომელმაც ქართველთა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიწვია. აქედან იწყება ქართველ მკლავჭიდელთა წარმატებები დიდ სარბიელზე. მათ უმთავრეს საერთაშორისო ტურნირებში მოპოვებული აქვთ 200-მდე მედალი. მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონები არიან [[ერეკლე გურჩიანი]], [[ზაურ ცხადაძე]], [[დავით ჭელიძე (მკლავჭიდი)|დავით ჭელიძე]], [[ვახტანგ ჯავახაძე (სპორტსმენი)|ვახტანგ ჯავახაძე]], [[ჯიმი მერაბიშვილი]], [[ვეფხია სამხარაძე]] და სხვები. ბოლო წლებში საერთაშორისო  სარბიელზე განსაკუთრებული წარმატებით გამოდიოდნენ [[ჯაბა გეთიაშვილი]], [[გიორგი ალბუთაშვილი]], [[გენადი კვიკვინია]].
 
[[2011]] წელს მსოფლიო მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერციის ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა პლანეტის ყველა დროის უძლიერესი 50 მკლავჭიდელი, რომელთა შორის სამი ქართველი სპორცსმენიც მოხვდა:  [[ერეკლე გურჩიანი|ერკლე  გურჩიანი]]  (მე-19),  [[ზაურ ცხადაძე]] (44-ე), და [[ვახტანგ ჯავახაძე (სპორტსმენი)|ვახტანგ  ჯავახაძე]] ( 47-ე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=23</ref>
 
== ცხენოსნობა ==
'''საქართველოში ცხენოსნობას უძველესი დროიდან მისდევდნენ.''' ანტიკური და შუა საუკუნეების უცხოური თუ ქართული წყაროები მოწმობენ, რომ მდიდარი მხედრული ტრადიციების ქვეყანაში წარმატებით ვითარდებოდა ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობა – დოღი, ცხენოსნური თამაშები, ყაბახი, ისინდი, ჯირითი და სხვ. აქ ცხენის კულტის არსებობაზე მიუთითებს ძვ.წ. II-I ათასწლეულის ბრინჯაოს ბალთებზე შემორჩენილი გამოსახულებები, ხის ურიკები და ცხენის რიტუალური სამარხები, კოლხეთში, ნაოხვამუში აღმოჩენილი ჯიშიანი ცხენის თიხის ფიგურა. დასტურდება, რომ ქართველურ ტომებს ცხენის მოშენება-გაწვრთნაში მთელ ურარტუში ბადალი არ ჰყოლიათ. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიოსის ცნობით, ომის ღმერთისადმი მიძღვნილ დღესასწაულთან დაკავშირებით იბერთა მეფე ფარსმან ქველი თანმხლებ წარჩინებულებთან ერთად რომს სწვევია (II ს.) და ცხენოსნური ასპარეზობა გაუმართავს. ქართველთა ოსტატობით აღტაცებული იმპერატორის ბრძანებით, განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, მარსის მოედანზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება აღუმართავთ.
 
ადრეული პერიოდის სავარჯიშო ნაგებობათა შორის ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია იპოდრომი და ცხენთსარბიელი. იპოდრომის შესახებ პირველ ცნობებს ვხვდებით აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკაში” (კოლხეთში, “არესის ველზე ვრცელი იპოდრომი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენას და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ”), პროკოფი კესარიელისა და იოანე შავთელის თხზულებებში. ქართულ ცხენოსნურცხენოსნ ურ ასპარეზობებზე მეტად საინტერესო ჩანაწერები და ნახატები დაგვიტოვეს XVII საუკუნის იტალიელმა მისიონერებმა – არქანჯელო ლამბერტიმ, დიონიჯო კარლიმ და დონ კრისტოფორო დე კასტელიმ. ცხენოსნობის დაწინაურება მნიშვნელოვანწილად განაპირობა მეგრული და თუშური ჯიშის ცხენების მოშენებამ. თუშეთში ყველაზე გავრცელებული ყოფილა ცხენების ჭენება, სამეგრელოში – დოღი, ყაბახი, თარჩია, ისინდი. საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე ცხენოსანთა ტურნირები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იმართებოდა და ამ სანახაობას დიდძალი ხალხი ესწრებოდა.
 
აჭარაში ცხენოსნურ შეჯიბრებაში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობდნენ და ხშირად იმარჯვებდნენ კიდევაც. ცხენოსნობას განსაკუთრებით ბევრი მიმდევარი ჰყავდა აფხაზეთში, აქაური მხედრები დიდი ოსტატობით გამოირჩეოდნენ.
1 179

რედაქტირება