სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

'''საქართველოს''' '''სპორტის''' '''საწყლოსნო''' '''სახეობათა''' '''ფედერაცია.''' დაფუძნდა [[1991]] წლის [[2 აგვისტო|2 აგვისტოს]]. [[1992]] წელს [[წყალბურთი]] გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო [[1996]] წელს შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა ([[ცურვა]], [[წყალბურთი]], [[წყალში ხტომა]]) კონფედერაცია, შემდგომში - ფედერაცია. [[1992]] წლის 24 ივლისიდან ცურვის საერთაშორისო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია. პრეზიდენტები: [[ბაკურ გულუა]] ([[1991]]-[[1996]]), [[ვლადიმერ ისელიძე]] (წყალბურთის ფედერაციის - [[1992]]-[[1996]]), [[ვლადიმერ გოიაშვილი]] ([[1996]]-[[2004]]), [[გიორგი უდესიანი]] ([[2004]]-?), [[კონსტანტინე ლაშხი]] (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=42</ref>
 
== ჩოგბურთი ==
'''ქართული ჩოგბურთის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის.''' ამ ისტორიის არაერთი ცნობილი ოსტატის სახელი ამშვენებს, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია [[ალექსანდრე მეტრეველი|ალექსანდრე მეტრეველს]] - [[1970-იანები|1970-იანი]] წლების ერთ-ერთი უძლიერეს ჩოგბურთელს, რომელმაც სხვადასხვა თანრიგში 16-ჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული, [[1973]] წელს კი უიმბლდონის ერთეულთა ფინალში ითამაშა. ქართველ ქალ ჩოგბურთელთა შორის საუკეთესო იყო [[ლეილა მესხი (ჩოგბურთელი)|ლეილა მესხი]] - წყვილთა თანრიგში ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, [[WTA]]- ის ხუთ ტურნირში გამარჯვებული.
 
ჩოგბურთის განვითარება საქართველოში დასაბამს იღებს XIX საუკუნის დამლევიდან, როცა ინგლისის ფირმა „ Forward and Salinas”-ის მმართველმა [[ჯონ ტარსეი|ჯონ ტარსეიმ]] ჭიათურის მკვიდრთ ახალი თამაში გააცნო. გამოჩენილი ჩოგბურთელისა და პედაგოგის , [[იან ჰომერი|იან ჰომერის]] გადმოცემით, საჩოგბურთო სანახაობას აკაკი წერეთელიც დასწრებია ოჯახის წევრებთან ერთად. ჭიათურიდა ჩოგბურთი გავრცელდა ჯერ თბილისსა და ბათუმში, მოგვიანებით  - სხვა ქალაქებშიც.
 
1910 წელს თბილისში დაფუძნდა ჩოგბურთის პირველი საზოგადოება, რომელმაც ორ წელიწადში საქმიანობა დროებით შეწყვიტა, 1916 წელს კი კვლავ განაახლა. 1913 წელს გამოცემულ თბილისის ცნობარში მითითებულია მისამართი ქალაქის პირველი ჩოგბურთის კლუბისა, რომელიც ახლანდელ ჩიტაძის ქუჩაზე მდებარეობდა. 1915 წელს მიხეილის პროსპექტზე (ახლანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტი) გაიხსნა ახალი კლუბი, რომლის ეზოშიც დასახლდა ჭიათურიდან თბილისში გადმოსული იან ჰომერი – ქართველ ჩოგბურთელთა პირველი მწვრთნელი. 1919 წელს თბილისის ტანვარჯიშულ საზოგადოება “შევარდენში” დაარსდა ე. წ. ჩოგბურთის განწევრი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს შევარდენთა კავშირში გაერთიანდა და ხელს უწყობდა ჩოგბურთის განვითარებას. ამ საქმეს გიორგი ლორთქიფანიძე უძღვებოდა.
 
XX საუკუნის 20-იანი წლებიდანვე ქართულმა ჩოგბურთმა ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა ყოფილ სსრკ-ში. საქართველოს ჩოგბურთელებით დაკომპლექტებული ამიერკავკასიის გუნდი სსრკ ხალხთა სპარტაკიადაში (1928) II ადგილზე გავიდა, ედუარდ ნეგრებეცკის თამაშმა კი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. 30-იან წლებში თბილისს სამი საჩოგბურთო ბაზა შეემატა: მარჯანიშვილის ქუჩაზე, ვერის პარკში და ყოფილ მადათოვის კუნძულზე. იმავე პერიოდში საკავშირო სარბიელზე თავი გამოიჩინეს არჩილ მდივანმა და თამარ გოგოლაურმა, მოგვიანებით – ბორის კრუპენიკოვმა, ვანო ელერდაშვილმა, გივი კოკაიამ და ვიქტორ ურაევსკიმ. სხვადასხვა დროს ნაყოფიერად მუშაობდნენ მწვრთნელები: არამ ხანგულიანი, ვახტანგ დიდიძე, მარიამ კლდიაშვილი, ვლადიმერ სერებრენიკოვი, არჩილ ელერდაშვილი, გურამ თოხაძე, მარლენ ქობალია, გივი ახალაძე და სხვები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ჩოგბურთელთა აღზრდა-დაოსტატებაში.
 
1990-იანი წლებიდან საქართველოს ჩოგბურთელები დამოუკიდებლად მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის დევისის თასისა და ფედერაციის თასის გათამაშებებში. 1993 წელს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ნინო ლუარსაბიშვილი გოგონათა შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა, 1996 წელს ირაკლი ლაბაძემ ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი მოიგო, 1998-ში კი უიმბლდონის იუნიორთა ტურნირის ფინალში გავიდა. ქართულ ჩოგბურთში თაობათა შორის კავშირი არ გაწყვეტილა, დღემდე გრძელდება ტრადიცია, რომელსაც დასაბამი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მიეცა. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიას და ბათუმის ჩოგბურთის კლუბს. ბათუმსა და თბილისში 1997 წლიდან ტარდება ქალთა საერთაშორისო ტურნირები, 2000-იდან კი თბილისი კაცთა პროფესიონალურ საერთაშორისო ტურნირსაც მასპინძლობს.
 
ქაეთულ ჩოგბურთში თაობათა შორის კავშირი არ გაწყვეტილა, დღემდე გრძელდება ტრადიცია, რომელსაც  დასაბამი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მიეცა. ბოლო წლებში ქართველთაგან გამოირჩევა ანა ტატიშვილი, რომელმაც მაკა ჩახნაშვილთან ერთად , ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა, აშშ-ის 2012 წლის ღია პირველობაზე კი მერვედფინალში გავიდა.
 
'''საქართველოს''' '''ჩოგბურთის''' '''ფედერაცია.''' დაფუძნდა 1991 წლის 7 ივნისს. 1993 წლიდან ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (ITF) და ევროპის ჩოგბურთის ასოციაციის (ETA) წევრია.<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=59</ref><br />
== მკლავჭიდი ==
'''საქართველოს  მკლავჭიდელთა  პირველი შეჯიბრება 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.''' ამ საქმის თაოსანი იყო ვახტანგ მუსელიანი, რომელმაც შემდგომ ჩამოაყალიბა  საქართველოს ნაკრები და მკლავჭიდის ფედერცია.
1 179

რედაქტირება