GeForce 600 სერიის ვიდეოდაფები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
 
==მიმოხილვა==
როდესაც Fermi-ს ძირითადი მიზანი ვიდეოდაფის შესაძლებლობების გაზრდა იყო, ენვიდია Kepler-ის მეშვეობით ცდილობდა ენერგოეფექტურობის გაზრდას, ვიდეოდაფის შესაძლებლობების ცვლილების გარეშე. უპირველესი გზა, რომლითაც ენვიდიამ თავის მიზანს მიაღწია ერთიანი ტაქტური სიხშირე იყო. რომელიც შეიდერის სიხშირის ხელშეუხებლობით გამოუვიდა. მიუხედავად იმსა, რომ ამ საქციელით ვიდეოდაფის პროცესორში ბირთვების დამატება გახდა საჭირო, ენვიდიამ მაინც მიაღწია თავის მიზანს და ვიდეოდაფა არამხოლოდარა მხოლოდ 50%-ით ენერგოეფექტური გახადა, არამედ არაფრით ჩამოუვარდებოდა Fermi-ს არქიტექტურით წარმოებულ ვიდეოდაფებს.
 
Kepler-მა ამავდროულად წარმოადგინა ტექსტურების ახალი დამმუშავებელი, რომელიც ''უსასრულო ტექსტურების'' სახელითაა ცნობილი. აქამდე, საჭირო იყო ტექსტურების ცენტრალურ გამომთვლელ პროცესორთან დაკავშირება და ამისთვის მასში გარკვეული ადგილის გათავისუფლება მანამ, სანამ ვიდეოდაფა მითითებების გაცემას შეძლებდა. ამ ყველაფერს კი მივყავდით ორ შეზღუდვამდე, ცენტრალურ გამომთვლელ პროცესორს მხოლოდ იმდენი ტექსტურის დამუშავება შეეძლო, რამდენსაც თავად პროცესორი იტევდა (128). მეორე, ცენტრალური გამომთვლელი პროცესორი აკეთებდა ზედმეტ სამუშაოს, კერძოდ უნდა ჩაეტვირთა თითოეული ტექსტური და წინასწარ მზადყოფნაში მოეყვანა ეკრანზე გამოსახულების მისაღებად. უსასრულო ტექსტურების საშუალებით, ორივე შეზღუდვა გაქრა, ვიდეოდაფას კი ნებისმიერ ტექსტურზე, პირდაპირ მეხსიერებიდან, აქვს წვდომა.