არკადი გაიდარი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
1922 წელს გოლიკოვი გადაისროლეს ხაკასიაში — [[ციმბირი|ციმბირში]], ენისეის გუბერნიის [[აჩინსკი-მინუსინი|აჩინსკ-მინუსინის რაიონში]] მდებარე მხარეში, განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის (ე.წ. "ჩონ"-ის) მეთაურად. მისი მოვალეობა იყო ატამან სოლოვიოვის მეთაურობით წარმართული ანტისაბჭოთა გამოსვლების ჩახშობა და აჯანყების მეთაურთა ლიკვიდაცია.
 
ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციებისა და უშიშროების სამსახურების მიერ შედგენილი ოქმებისა და დასმენების მიხედვით, ხაკასიაში მოქმედების დროს გოლიკოვი და მისი რაზმი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ - მოსახლეობის დაშინებისა და "ბანდიტების" გამოვლენის მიზნით, აყავდათ მძევლები, ხვრეტდნენ მათ, კლავდნენ არამხოლოდარა მხოლოდ ეჭვმიტანილებს, არამედ, შემთხვევით ადამიანებსაც. არ ზოგავდნენ ბავშვებსაც კი<ref name=":0" /><ref name=":2" />, ეწეოდნენ ქონების კონფისკაციასა და ეგზეკუციებს. გოლიკოვის სიმკაცრე და გადამეტებული უმოწყალობა უკმაყოფილებას იწვევდა მას დაქვემდებარებულ რაზმშიც. ამ ნიადაგზე, ივნისში გოლიკოვი გამოიძახეს და დაკითხეს ადგილობრივ [[პოლიტსამმართველო|პოლიტსამმართველოში]]. მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე № 274, თანამდებობის ბოროტად გამოყენების და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. გოლიკოვი თავს იმართლებდა და განსაკუთრებულად მკაცრი ღონისძიებების აუცილებლობას ბანდიტებისადმი მოსახლეობის თანაგრძნობით და ხელქვეითთა და პასუხისმგებელ პირთა უპასუხისმგებლობით და გულგრილობით ხსნიდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სასჯელის ასაცილებლად. 1922 წლის სექტემბერში გაიდარი საბოლოოდ ჩამოაცილეს დაკისრებულ საქმიანობას და გადაუწყვიტეს ნახევარი წლით პარტიიდან გარიცხვა, 2 წლით კადრებში გადაყვანა, გამოსაცდელი ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების გარეშე<ref>Центр хранения и изучения документов новейшей истории Красноярского края </ref>, ასევე, მიეცა რეკომენდაცია, სამედიცინო დახმარებისათვის მიემართა.
 
=== ავადმყოფობა და დემობილიზაცია ===